ლტოლვილები / დევნილები
აირჩიეთ წელი:
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
2017-12-27
დევნილების პროტესტი გორში
დევნილთა გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება, გორში, 8-10-სართულიან კორპუსებში, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ბინების გადაცემამ გამოიწვია. დევნილების ის კატეგორია, რომლებსაც ბინები არ შეხვდათ, 22 დეკემბერს გორის ადმინისტრაციულ შენობაში, პროტესტის ნიშნად, შეიკრიბნენ და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში შექმნილი კომისიის მუშაობა შეაფასეს და მას უსამართლო უწოდეს.
2017-04-25
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცხინვალში ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმური უწოდა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ესტონეთის დელეგაციის წევრები 24 აპრილს სოფელ ხურვალეთში ჩავიდნენ და საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სვენ მიკსერმა და დელეგაციის წევრებმა საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელ კახა ქემოკლიძისგან მიიღეს. ესტონეთის დელეგაციის წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზს იქეთ დარჩენილ 83 წლის დავით ვანიშვილსაც გაესაუბრნენ. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საოკუპაციო ხაზთან გააკეთა განცხადება და საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა, სვენ მიკსერი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ არჩევნებსაც გამოეხმაურა და არალეგიტიმური უწოდა.
2017-04-25
გუნარ მ. ეკელოვ-სლაიდალი: ICC-თვის ერთ-ერთი გამოწვევა საქართველოს მხარესთან სრული თანამშრომლობის მიღწევა იქნება
Humanrights.ge ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის გენერალური მდივნის მოადგილეს, გუნარ მ. ეკელოვ-სლაიდალს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების შესახებ ესაუბრა.
2017-02-16
დევნილები ბერბუკის დასახლებიდან
თეთრი ფერის (ცხრაწლიანი დაძველებით) კოტეჯები, სკოლა, საბავშვო ბაღი, რომელიც მხოლოდ ორ წელს ითვლის, მოუწესრიგებელი გზები - ეს ბერბუკის დევნილთა დასახლებაა, სადაც ასობით დევნილი უკვე მეცხრე წელია, ელის პასუხს კითხვაზე, ვინ არის დამნაშავე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებში. ვიდრე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) ამ მთავარ კითხვას გასცემდეს პასუხს, დევნილები humanrights.ge-სთან იხსენებენ აგვისტოს ომის დღეებს, რომელიც მათთვის ასე რთულად გასახსენებელი და, ამავდროულად, რთულად დასავიწყებელიცაა.
2017-01-31
სოზარ სუბარი დევნილებს სახელმწიფოს ახალ პოლიტიკაზე ესაუბრა
30 იანვარს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ქ. გორში, ტურბაზის დევნილთა ჩასახლებასა და სასტუმრო „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. სოზარ სუბარის განცხადებით, მიმდინარე წლის ივნისის თვეში დევნილების უმრავლესობა საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილდება. სოზარ სუბარმა ის დევნილი ოჯახები მოინახულა, რომლებსაც რამდენიმე თვეში ბინა ქ. გორში კომბინატის და წმინდაწყლის დასახლებაში მშენებარე კორპუსებში გადაეცემათ. აღნიშნული პირები 90-იანი წლების დროს ცხინვალიდან არიან დევნილები.
2017-01-26
ლტოლვილთა და განსახლების სამინიტროს რეგიონული სამმართველო გაუქმდა
2017 წლის პირველ იანვარს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის გამოცემული ბრძანებით, სამინისტროს შიდა ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს ლიკვიდაცია მოხდა. სამმართველოს შვიდი თანამშრომლიდან სამი შემცირებაში მოჰყვა, ხოლო ოთხ მათგანს ორთვიანი ხელშეკრულება გაუფორმეს.
2017-01-25
2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების შესახებ დაზარალებულები ინფორმაციას არ ფლობენ
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს. ადამიანის უფლებათა ცენტრმა სასამართლოს 193 დაზარალებულის განაცხადი მიაწოდა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) რომის სტატუტის საფუძველზე მოქმედებს და არის საერთაშორისო ხელშეკრულებაზე დაფუძნებული პირველი საერთაშორისო სისხლის სამართლის მუდმივი სასამართლო, რომელიც დაარსებულია ყველაზე სერიოზული დანაშაულების დაუსჯელობასთან ბრძოლის მიზნით.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას