03:57, Wednesday, 23.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

უმცირესობები

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2007-12-17
ჩეჩენ ლტოლვილებს საზღვარგარეთ წასვლის საშუალებას არ აძლევენ
ჩეჩენი ლტოლვილები მოსახლეობის ის კატეგორიაა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ჰაერში გამოკიდებული დატოვა. საქართველოს კანონმდებლობა მათ სხვა ქვეყანაში გადასვლის საშუალებას არ აძლევს და ჩეჩნებიც იძულებულები არიან, პანკისის ხეობაში იცხოვრონ, სადაც მათYარც ელემენტარული საცხოვრებელი პირობები აქვთ და არც სამუშაო.

2007-11-21
დედოფლისწყაროელმა ინგილოებმა საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრებმა ინგილოებმა საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. ჰერების თქმით, პროტესტის მიზეზი საქართველო - აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ხიდია, რომელიც ხელისუფლების დავალებით, სპეცრაზმმა 2005 წლის 31 დეკემბერს ჩაკეტა. ორი წელია, რაც სამთაწყაროში მცხოვრები ჰერები, საინგილოში მყოფ ნათესავებსა და ოჯახის წევრებს ვეღარ უკავშირდებიან. გაუსაძლისი პირობების გამო ინგილოების პროტესტს შესაძლოა მეზობელი სოფლების მოსახლეობაც შეუერთდეს.

2007-11-19
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საინგილოში მოღვაწე ქართველი მღვდელი ქვეყნიდან გამოაძევა
საინგილოში მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაში მართლმადიდებელ ქართველებს უკვე მეორე თვეა რაც არ უშვებენ. ტაძრის კარი აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის ხელმძღვანელობის დავალებით აჭედეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ეკლესიის კარის გასაღები ქართველ მოძღვარს ძალის გამოყენებით წაართვეს. მას შემდეგ კი, რაც მომხდარი ქართული მედიით გახმაურდა, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ქართველი მღვდელ–მსახური გაბრიელ ჯამბაზიშვილი ქვეყნიდან გააძევა, მართლმადიდებელ ინგილოებს კი პოლიცია აკონტროლებს.

2007-10-22
პ.ტაბატაძე შესაძლოა, სტრასბურგამდე მივიდეს
20 წლის პაკო ტაბატაძე სატელევიზიო რეალური შოუ "ბარიდან" გაგდების შემდეგ, იურისტებთან აქტიური კონსულტაციებით არის დაკავებული. ის, სავარაუდოდ, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს" საკუთარი უფლებების დარღვევის გამო სასამართლოში უჩივლებს. ადამიანის უფლებათა დამცველები ტაბატაძის შოუდან გაშვების ფაქტს პირდაპირ დისკრიმინაციად აფასებენ.

2007-08-21
ეთნიკური უმცირესობის უკიდურესი გაჭირვება ნინოწმინდაში
შენობას შორიდანვე ეტყობა, რომ აქ ადრე დაწესებულება უნდა ყოფილიყო. როგორც ადგილობრივებისაგან გავარკვიეთ აქ მუსიკალური სკოლა ფუნქციონირებდა. ცემენტჩამოყრილ, უფანჯრო და უკარო შენობაში ახლა გალოიანების ხუთსულიანი ოჯახი ცხოვრობს. მარტოხელა დედა, სამი შვილი და ერთი შვილიშვილი, რომელიც ასევე უმამოდ იზრდება.
2007-08-07
მეხრიევებად ქცეული ყურადაშვილების ოჯახის ამბავი
,,გვარის დაბრუნება მინდა, მაგრამ ერთი ცნობის გულისთვის სად აღარ მგზავნიან"... მაჰმადიანი მესხი, 89 წლის ოსმანა, მისი ვაჟიშვილი - 40 წლის ალი, მეუღლე - ოსანა და შვილები: ასლანა, რაინა და ხუთი წლის აბასა ერთად ცხოვრობენ. ოსმანა მეხრიევი 27 წლის იყო, როდესაც საქართველოდან გადაასახლეს. მას ახლაც კარგად ახსოვს გადასახლების დეტალები: ,,სალდათები“ ღამის სამ სათზე დაგვადგნენ და გვითხრეს ორ საათში ,,ვეში" შეკარით და ხუთი სათისთვის სოფელი უნდა გათავისუფლდესო. აწყურიდან (ახალციხის რაიონი) ვაგონებით წაგვიყვანეს. 22 დღე ვაგონით ვიარეთ და შუა აზიაში ჩაგვიყვანეს. ფერგანის მხარეში, ახუმ - ბაბოევის რაიონი სოფელ ლუისანში, შემდეგ გადავედით ტაშკენტში".
2007-06-15
ეროვნული უმცირესობები ქართულ ტელე-სივრცეში
დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდული ალტერნატივა“ ქართული ელექტრონული მედიის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია წარმოადგინა. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, პროექტის „ეთნიკური უმცირესობები ქართულ საინფორმაციო სივრცის“ ძირითად მიზანს ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე შექმნილი სატელევიზიო გადაცემებისა და სიუჟეტების მონიტორინგი წარმოადგენდა.
2007-06-14
ეროვნული უმცირესობების დასაცავად რეკომენდაციები მზადაა (ნაწილი მეორე)
2005 წლის აქტის მიხედვით, საქართველო უმცირესობათა დაცვის ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციას შეუერთდა. იმისათვის, რომ კონვენცია მხოლოდ ფურცლებზე არ დარჩეს, სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ რეკომენდაციების პაკეტი შეიმუშავა.
2007-06-12
ეროვნული უმცირესობების დასაცავად რეკომენდაციები მზადაა (ნაწილი პირველი)
საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები თავიანთი მდგომარეობით უკმაყოფილონი არიან და ხელისუფლებას რეკომენდაციათა პაკეტს სთავაზობენ. ტოლერანტობა, საზოგადოებაში ინტეგრაცია, სახელმწიფო ენის არცოდნა - ეს ის ძირითადი პრობლემებია, რაზეც ისინი თამამად საუბრობენ. თუმცა, არც ის დადებითი ავიწყდებათ, რაც ამ მიმართულებით კეთდება.
2007-05-25
დუხობორების ყოველდღიური ცხოვრება და პრობლემები
სოფელ გორელოვკაში ახალგაზრდები თითქმის აღარ არიან. ყველა რესპოდენტი 50 წელს ზემოთაა: ,,ახლა ყველგან მხოლოდ მოხუცებს თუ ნახავთ - ნაკვეთზეც, გზაზეც, ეზოებშიც...აქ მხოლოდ ხანშიშესული ადამიანები დარჩნენ. ჩემთან სახლში მე და 82 წლის მამა ვცხოვრობთ, რომელიც დაბრმავდა, დაყრუვდა და მას ვუვლი. ჩემი შვილები კი რუსეთში წავიდნენ.
2007-05-24
დუხობორების ყოველდღიურობა და პრობლემები
ლაღი, თავისუფალი ხალხი - ასე ახასიათებდა ჯავახეთში ასული ყველა ჟურნალისტი დუხობორებს. ახლა სილაღე გამქრალია, თავისუფლებაც შეკვეცილი. თვალებში შიში და გაძლების სურვილი იკითხება. მათ ახლა არც ჟურნალისტებთან საუბარი სიამოვნებთ და სახლებში იკეტებიან. ,,უმცირესობა ვიჩაგრებით, მალე აქაურობას დავტოვებთ,” - აცხადებენ საქართველოში 160 წლიანი ცხოვრების შემდეგ დუხობორები.
2007-05-03
ეროვნული უმცირესობები შეურაცხყოფისთვის პრეზიდენტის პასუხს ელიან
ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო“ საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომერეს წერილს უგზავნის და მათივე თანაგუნდელის შურაცხმყოფელი განცხადებებისთვის განმარტებებს ითხოვს. საქმე ეხება დეპუტატ ბესო ჯუღელს, რომლის მიერ პირდაპირი ეთერით გაკეთებული განცხადებები არაქართულმა მოსახლეობამ ეროვნული შუღლის გაღვივებად მიიჩნია.
2007-01-22
ჰერების გასაჭირი, რომელიც ხელისუფლებას ვერ შეასმინეს
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ინგილოები ერთი წელია საინგილოსთან დამაკავშირებელი გზის გახსნას ითხოვენ. ამ ხნის განმავლობაში მათ ღია წერილით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, შეხვდნენ პატრიარქს, პარლამენტის წევრს ელენე თევდორაძეს, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს, გამართეს საპროტესტო აქციებიც, მაგრამ უშედეგოდ.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC