23:27, Friday, 23.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

უმცირესობები

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2008-10-08
„კასეტური ბომბების“ მოსავალი გორის რაიონის ქართულ სოფლებში
2 ოქტომბერს ჯეფრი სილვერმანმა და დამოუკიდებელმა ფოტოკორესპონდენტმა იან ქარვერმა (ორივე ამერიკის მოქალაქეა) საიდუმლო გამოძიება ჩაატარეს გორის რაიონის ქართულ სოფლებში (ე.წ. უსაფრთხოების ზონა) და აღმოაჩინეს, რომ იქ კასეტური ბომბები  გამოიყენეს, რაც მანამდე საერთაშორისო ორგანიზაცია “ჰუმან რაითს ვოჩმაც” აღნიშნა სამხრეთ ოსეთზე დაწერილ თავის ანგარიშში. ამერიკელმა ჟურნალიტებმა თავი ადგილობრივებად გაასაღეს, ძველ ტანსაცმელში გამოწყობილებმა ადგილობრივი ტრანსპორტით რუსული საგუშაგოების გავლით გორისა და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე მდებარე ე.წ. უსაფრთხოების ზონაში შეაღწიეს. 

2008-10-08
ოსებთან და აფხაზებთან დიალოგის შანსი დღეს ნულის ტოლია
„საერთაშორისო თანამეგობრობას არ შეუძლია მოსთხოვოს რუსეთის მიერ აღიარებულ ქვეყნებს კოდორის ან ახალგორის რაიონების ჩვენი იურისდიქციის ქვეშ დაბრუნება, რადგან არ ცნობს მათ დამოუკიდებელ ქვეყნებად. დე-ფაქტო აფხაზეთი და დე-ფაქტო ოსეთი ევროპისთვის არ არსებობს, ამიტომ რუსეთს ელაპარაკებიან. რუსეთი ამბობს, მე ნუ მელაპარაკებით, მათ ელაპარაკეთო. რუსეთი ცდილობს, რომ ამ პროცესის შედეგად აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებების ლეგიტიმაცია მოახდინოს, რომ ევროპამ მათთან მოლაპარაკება დაიწყოს და არენაზე გამოიყვანოს“, - აცხადებს კონფლიქტოლოგი გიორგი ხუციშვილი.

2008-04-16
ბოშათა უფლებები სრულიად დაუცველია
საქართველოს არაერთი საერთაშორისო დოკუმენტით აქვს ნაკისრი ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვა, მათ შორის ბოშებისაც. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს დღემდე არ აქვს შემუშავებული ბოშების უსაფრთხოების დაცვისა და საზოგადოებაში ტოლერანტული გარემოს შექმნის პოლიტიკა. ისინი კვლავაც ხშირად ხდებიან პოლიციელების მიერ უკანონოდ დაკავების მსხვერპლნი, მათ ისევ ამონებენ, ცხოვრობენ გაუსაძლის პირობებში, ვერ იღებენ განათლებას და სამედიცინო დახმარებას

2008-04-15
ლენინოვკა - დავიწყებული ბოშური სოფელი
„ბოშათა თემი ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდ უმცირესობას წარმოადგენს; მათი უფლებები კი ყველაზე მეტად ირღვევა და ისინი მთელს ევროპაში რასისტული დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებიან“, ნათქვამია ევროკომისიის, ფუნდამენტური უფლებების სააგენტოსა და ევროსაბჭოს ოფიციალურ განცხადებებში.

2008-03-21
ანტირასისტული კვირეული საქართველოში
ქართველები შავკანიანების დანახვაზე „კულტურულ შოკს“ განიცდიან. ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნიათ წარმოშობით ნიგერიელ ახალგაზრდებს, რომლებიც ზოგჯერ ქართველი სამართალდამცავების ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან.

2008-03-17
პოლიცია ბოშებს ეთნიკური ნიშნით ჩაგრავს
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ლენინოვკაში მცხოვრები ბოშები, ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელობას ეთნიკური ნიშნით ჩაგვრაში ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმის მასალები გააყალბეს, საქმის გასარკვევად პოლიციის განყოფილებაში მისულ ბოშებს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გარეთ გააძევეს. ბოშები პირდაპირ მიუთითებენ, რომ მათი უფლებები ეთნიკური ნიშნით ირღვევა და დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უახლოეს დღეებში, ისინი, ბავშვებთან ერთად, დედოფლისწყაროდან თბილისში ფეხით ჩასვლას და ევროსაბჭოს ოფისთან აქციის გამართვას გეგმავენ.

2008-02-22
ყვარლიდან ლეკების მასობრივი გადასახლება მაისიდან დაიწყება
საქართველოში მცხოვრები ლეკების დაღესტანში შესაძლო გადასახლების შესახებ ინფორმაცია, ცოტა ხნის წინ, საინფორმაციო სააგენტო "დაღესტანმა" გაავრცელა. ამ ცნობას, რუსეთის მიგრაციის ფედერალური სამსახურის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა განყოფილების დაღესტნის ფილიალთან ერთად, ყვარლის რაიონში მცხოვრები ლეკებიც ადასტურებენ. მათი თქმით, მასობრივი გადასახლება მაისიდან დაიწყება.
2008-01-18
ჩეჩენ ლტოლვილ ბავშვს უცხოეთში სასწრაფო ოპერაცია სჭირდება
მესამე ქვეყანაში გადასვლა კი კვლავ პრობლემად რჩება

შვიდ წელზე მეტია ჩეჩენი ლტოლვილები საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მიუხედავად ამის, საზღვარგარეთ წასვლის სურვილი მათ კვლავაც აქვთ. ედრის ალხანაშვილის შვილი რამდენიმე დღის წინ ერთი წლის შესრულდა. ის მძიმედ არის ავად. ბავშვს ოპერაციას თუ არ გაუკეთებენ, ის ცხოვრების ბოლომდე ინვალიდი დარჩება. ილის ხან გაზიევის მომავალი საერთაშორისო ორგანიზაციებზეა დამოკიდებული, თუმცა მათ დღემდე არ გაურკვევიათ არც ბავშვის და არც ოჯახის მომავალი.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC