23:38, Saturday, 14.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მედია

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2006-06-16
კახეთში ნაციონალებმა ჟურნალისტები დაარბიეს
გუშინ სიღნაღში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „იურისტთა განვითარების ცენტრის“ მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციის გასაშუქებლად მიმავალ ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საქართველოს პარლამენტის წევრის, ნუგზარ აბულაშვილის დავალებით, თავს ნაციონალური მოძრაობის სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის წევრები დაესხნენ.
2006-06-14
ვინ სდევნის თელავში განსხვავებულ აზრს?
„თელავის რაიონში ადგილობრივი ხელისუფლება განსხვავებულ აზრს სდევნის. ყველა, ვისაც მმართველი გუნდისაგან განსხვავებული შეხედულებები აქვს და საკუთარ აზრს ხმამაღლა აფიქსირებს, წნეხის ქვეშ იმყოფება...“ – აცხადებს პარტია “კონსერვატორების” კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი.
2006-06-09
გამგებლის წინააღმდეგ ჟურნალისტის სარჩელის განხილვა ჭიანურდება
გურჯაანისა და სიღნაღის რაიონული სასამართლოებიდან, აცილების წესით, ყვარლის რაიონულ სასამართლოში შესული ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის სარჩელი გურჯაანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის აკაკი სიხარულიძის წინააღმდეგ მოსამართლე ვაჟა ტურაშვილმა უნდა განიხილოს.
2006-05-29
ვინ და რატომ გააქრო ჟურნალისტი ნაირა საფარაშვილი?
კახეთში გამომავალი პირველი დამოუკიდებელი გაზეთის - „ეპოქა“ რედაქტორის, ჟურნალისტ ნაირა საფარაშვილის უგზო-უკვლოდ გაუჩინარების შესახებ ოჯახმა „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრში“ გასულ კვირას განაცხადა. ახლობლებს ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ ნაირა მოკლეს.
2006-05-08
საჯარო ინფორმაციის დაბლოკვისთვის შსს-მ სასამართლო წააგო
„ადამიანის უფლებათა ცენტრს" არაერთხელ მოუწია საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემების გაშუქება. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით საჯარო ინფორმაციის გაცემა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, სახელმწიფო მოხელეები ამ ნორმას ხშირად არღვევენ.
2006-05-01
პრეზიდენტის კანცელარიაში ჟურნალისტთა „შავი სია“ არსებობს
პრეზიდენტის კანცელარიაში რომ ხელისუფლებისთვის მიუღებელ ჟურნალისტთა სიები არსებობს, ამის შესახებ ჟურნალისტებმა დიდი ხანია იციან, თუმცა ამაზე თამამად საუბარს დღემდე ვერავინ ბედავდა.
2006-04-13
„აჭარის განვითარების ფონდი“ ჟურნალისტებისთვის დახურულია
ინფორმაცია „აჭარის განვითარების ფონდში“ მიმდინარე მოვლენების შესახებ, სასამართლოს გზითაც მიუღწეველი აღმოჩნდა გაზეთ „ბათუმელებისთვის“. რატომ არ აწვდიან მედიას ინფორმაციას ფონდის შესახებ და რატომ არის ამ ფონდის საქმიანობა გასაიდუმლოებული?
2006-04-04
ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს დაპატიმრებას უპირებენ
ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა, დღეს შს თელავის სამმართველოსა და თელავის რაიონულ პროკურატურას უნდობლობა გამოუცხადა.
2006-02-15
კასპელი ჟურნალისტი გამგებლის მოადგილეს უჩივის
ჟურნალისტი ირმა კიტრიაშვილი კასპის რაიონის გამგებლის მოადგილემ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გოგი მერებაშვილმა, საკუთარ სასადილოში სასაუბროდ შეიპატიჟა, სადაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
2006-02-14
პროკურატურა უარს ამბობს ჟურნალისტის შეურაცყოფის ფაქტის გამოძიებაზე
შიდა ქართლის საოლქო პროკურატურამ ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილს უარი განუცხადა აწარმოოს წინასწარი გამოძიება რწმუნებულ მიხეილ ქარელისა და მისი დაცვის წევრების მიერ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ დანაშაულის ფაქტზე.
2006-02-07
ჟურნალისტები ქუჩაში – კახეთში თავისუფალი სიტყვა იდევნება
მას შემდეგ, რაც კახეთში ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლას სულ უფრო ინტენსიური ხასიათი მისცა.
2006-02-07
ტელეკომპანია “თანამგზავრის” დირექტორი დაპატიმრებას გადარჩა
2 თებერვალს კახეთის რეგიონის ყველა მედია-საშუალება თელავის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდა მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილის განაჩენს.
1 [2]
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები