მედია
აირჩიეთ წელი:
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
2010-11-11
გაზეთ „გურია ნიუსის“ რედაქცია დაარბიეს
28 ოქტომბერს გაზეთ „გურია ნიუსის“ ჩოხატაურის ოფისი
დაარბიეს. როგორც გაზეთის რედაქციაში აცხადებენ, ოფისში მისულ
თანამშრომლებს მეტალოპლასტმასის ორმაგი ფანჯრის მინები მოზრდილი ქვებით
ჩამსხვრეული დახვდათ. „პოლიციის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე
გამოძახებიდან ნახევარი საათის შემდეგ მოვიდნენ“, - აცხადებს „გურია
ნიუსის“ დამფუძნებელი ია მამალაძე.
2010-10-27
„ნეტარ არიან გლახაკნი, რამეთუ მათია სასუფეველი ცათა“ – გარდაბნის მუნიციპალიტეტის საიტი ბოროტად ხუმრობს
აირჩიე და თავად მართე – ეს იყო მთავარი სლოგანი, რითაც
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოქალაქეებს საარჩევნო უბნებზე
მისვლას ურჩევდნენ. საზოგადოებამ აირჩია, რის შემდეგაც სლოგანის მეორე
ნაწილი - „თავად მართე“ დღის წესრიგიდან ამოვარდა.
2010-10-27
მედიაგამჭვირვალობა - ხელისუფლების კეთილი ნება თუ საერთაშორისო ზეწოლის შედეგი
საერთაშორისო ორგანიზაციების არცთუ ოპტიმისტური შეფასებების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას მედიაგამჭვირვალობა გაახსენდა.
2010-09-30
თელავის საკაბელო ტელევიზიამ „მაესტროს“ და „კავკასიის“ გადაცემების ტრანსლირება შეწყვიტა
თელავის საკაბელო ტელევიზიამ ტელეკომპანიების „მაესტროს“
და „კავკასიის“ გადაცემების ტრანსლირება შეწყვიტა. როგორც ტელევიზიის
ადმინისტრაციაში განმარტეს, აღნიშნული ტელეკომპანიების სიგნალს ხარვეზებით
იღებდნენ და ტრანსლირების შეწყვეტით მაყურებელი უხარისხო პროდუქციის
მიწოდებისგან დაიცვეს.
2010-08-20
ვახტანგ კომახიძე აგვისტოს ომის შესახებ ფილმის პრეზენტაციას ჟენევაში აპირებს
14 ოქტომბერს ჟენევაში საქართველოს
უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით დისკუსიების მორიგი რაუნდი
გაიმართება. სწორედ ამ პერიოდისთვის გეგმავს ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე
საკუთარი ფილმის პრეზენტაციას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების
რეალურ მიზეზებს ასახავს. როგორც „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის
უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ გაზეთ „რეზონანსთან“
საუბრისას განაცხადა, კომახიძე ფილმს უკვე ამუშავებს და ის მზად
სექტემბრის ბოლოსთვის იქნება.
2010-08-16
ტელეკომპანია „კავკასიის“ დარბევისათვის რვა განსასჯელს სასამართლომ ოთხი წლით და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა
ტელეკომპანია „კავკასიაში“ მომხდარ
ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ რვავე პირს თბილისის საქალაქო
სასამართლომ ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა .
2010-08-05
ზედამხედველობის სამსახურის ჩინოვნიკმა ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა
ბათუმში ზედამხედველობის სამსახურის
თანამშრომლები ჟურნალისტ ემზარ დიასამიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ინციდენტი 30 ივლისს, ე. წ. ბონის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
შეხლა-შემოხლის დაწყების მიზეზი მხოლოდ თანამდებობის დამადასტურებელი
დოკუმენტაციის მოთხოვნა იყო. დიასამიძე პოლიციის განყოფილებაშიც
გადაიყვანეს. თუმცა პოლიცია ფაქტს საერთოდ უარყოფს.
2010-08-02
გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტს უარყოფს
2010-07-29
„ნუ მეხებით, თორე მერე ნახეთ ჩემი შეხება თქვენს მიმართ“ - საჯარო მოხელეები ჟურნალისტებს ემუქრებიან
„ეს სტატია მოხსენით... ნუ მეხებით
საერთოდ, თორე მერე ნახეთ ჩემი შეხება თქვენს მიმართ...“, - ამ შინაარსის
წერილი, ოთარ კოვზირიძისგან, ელექტრონული ფოსტით ჟურნალისტმა ილია
მარტყოფლიშვილმა მიიღო. ოთარ კოვზირიძე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი
და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელია. კოვზირიძე
ირწმუნება, რომ მისი სიტყვები მუქარას არ შეიცავს, თუმცა, ვერ განმარტავს,
რა უფლებით მოსთხოვა საჯარო მოსამსახურემ ჟურნალისტს ბლოგზე განთავსებული
მასალის წაშლა.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას