მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
მედია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ხელისუფლებამ შიდა ქართლის ერთადერთი ტელეკომპანია დაარბია
28 მაისი, 2007
ადგილობრივი ხელისუფლება შიდა ქართლში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს უკვე ღიად უპირისპირდება. 26 მაისს ღამის 2 საათზე ტელეკომპანია „თრიალეთის“ ღობე ტრაქტორებით დაანგრიეს.
ინფორმაციული ვაკუუმის შექმნის სენი გორის ადმინისტრაციულ შენობაში
23 მაისი, 2007
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისაკენ მიისწრაფის, ჩვენს ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლება ისევ და ისევ მოუგვარებელ პრობლემად რჩება. ამჟამინდელმა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა არც თუ ისე ცუდი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი შექმნა, სადაც მე-3 თავი ინფორმაციის თავისუფლებას და საჯაროობას ეხება.
საპატრულო პოლიცია კახეთში პრესის გამავრცელებლებს აწიოკებს
8 მაისი, 2007
ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, უსახურობის საბაბით საგაზეთო ჯიხურების დემონტაჟის შემდეგ, კახეთში პრესის გამავრცელებლებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აწიოკებენ. სამართალდამცავებმა უკვე გააფრთხილეს პრესის რეალიზატორები, ქუჩაში მდგარ სტენდებზე გაზეთები აღარ გაყიდონ.
პრესის თავისუფლების მდგომარეობის ამსახველ მსოფლიო რეიტინგში საქართველო 121-ე ადგილზე აღმოჩნდა
2 მაისი, 2007
პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის, 3 მაისის აღნიშვნის წინ, ავტორიტეტულმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Freedom House - მა მსოფლიოში პრესის თავისუფლების მდგომარეობის ამსახველი ტრადიციული ანგარიში „პრესის თავისუფლება 2007: მედიის დამოუკიდებლობის გლობალური მიმოხილვა“, გამოაქვეყნა.
კახეთში პრესას შეუტიეს
2 მაისი, 2007
„დღემდე ვერ გამიგია, რატომ ვითარდება მედია ყველაზე კარგად კახეთში,“ - საქართველოს პრეზიდენტის ამ კითხვას, რომელიც მან მცირე ხნის წინ დასვა, არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ექსპერტთა თქმით, მიხეილ სააკაშვილს უკვირს, როგორ ახერხებენ სერიოზული ზეწოლისა და ფინანსური პრობლემების მიუხედავად რეგიონში მომუშავე ჟურნალისტები, აქტიურ ფუნქციონირებას.
დეპუტატი ცილისწამებისთვის ჟურნალისტს უჩივის
1 მაისი, 2007
პარლამენტარი ბესო ჯუღელი ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს სასამართლოში უჩივის. ჟურნალისტისა და დეპუტატის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გაზეთ „24 საათში“ ეკა კვესიტაძემ სტატია გამოაქვეყნა სათაურით „ჯუღელიზმი“. სტატიაში გაკრიტიკებულია რადიო „უცნობსა“ და „ტელეიმედში“ ჯუღელის მიერ გაკეთებული განცხადებები ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით.
კახეთში საჯარო ინფორმაცია მასობრივად იბლოკება
23 აპრილი, 2007
საჯარო ინფორმაციის დაბლოკვის გამო რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პროტესტს უკვე ღიად გამოთქვამენ. სამოქალაქო საზოგადოების შეშფოთებას ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სასამართლო გადაწყვეტილებების იგნორირება იწვევს.
სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ წერილი ადამიანის უფლებათა ცენტრს
12 აპრილი, 2007
კიდევ ერთხელ გიგზავნით წერილს, რომელიც 28 მარტს „ადამიანის უფლებათა ცენტრის” მიერ გავრცელებულ სტატიას შეეხება, აღნიშნული მასალა ამავე ცენტრის წარმომადგენლის გელა მთივლიშვილის სახელით გამოქვეყნდა.
ექსდეპუტატი ჟურნალისტებს არაობიექტურობაში ადანაშაულებს
28 მარტი, 2007
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ჟურნალისტ რამაზ სამხარაძის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, ბრალი წარედგინათ საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს დავით კაპანაძესა და მის მეგობარს გიორგი ყორღანაშვილს. სასამართლომ წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით, მათ გირაო გასულ კვირას შეუფარდა.
ხარისხიანი და უხარისხო ჟურნალისტები სამეგრელოში
1 მარტი, 2007
ჩვენს სიტყვას თავისუფლებას უზღუდავენო და სამეგრელოში მედიის წარმომადგენლებმა ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს უკვე რამდენჯერმე მიმართეს.
რეგიონებში პრესა ძვირდება
22 თებერვალი, 2007
2007 წლის 1 იანვრიდან პრესისთვის საგადასახადო შეღავათების შეწყვეტამ, დამოუკიდებელ გაზეთებს პრობლემები შეუქმნა. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარება საქართველოს რეგიონებშია. ბევრი გამოცემის პერიოდულობა დაირღვა. გაზეთები, რომლებსაც პრობლემები მანამდეც ჰქონდათ, საერთოდ ვეღარ იბეჭდება.
სამხედრო პოლიციის უფროსმა ჟურნლისტის შეურაცხყოფა აღიარა
5 თებერვალი, 2007
,,ბონდო ხუცინაშვილმა დაკითხვაში აღნიშნა, რომ მან სატელეფონო საუბარში მხოლოდ უსაყვედურა საბა წიწიკაშვილს” – წერია გორის პროკურატურის მიერ 2007 წლის 25 იანვარს გამოცემულ 01/22 – 1/04-190-ე დადგენილებაში.
ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება განახლდა
31 იანვარი, 2007
სახალხო დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით, გენერალურმა პროკურატურამ რადიო „ჰერეთის“ დირექტორის რამაზ სამხარაძის ცემის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება განაახლა. მოკვლევა გურჯაანის რაიონის პროკურატურის დადგენილებით, 2006 წლის 11 დეკემბერს შეწყდა.
თელავის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა შეწყვიტა
30 იანვარი, 2007
ადგილობრივ ხელისუფლებასთან ხანგრძლივი დაპირისპირების შემდეგ, თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრის“ საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა შეწყვიტა. ბოლო ორი კვირაა ეთერში აღარ გადის ყოველდღიური გადაცემა „მაცნე“, რომელიც მაყურებელს კახეთის მასშტაბით მომხდარი ახალი ამბების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.
ამოსაზელი ლობიო „თრიალეთის“ გადასარჩენად...
9 იანვარი, 2007
შიდა ქართლის გუბერნატორის მიხეილ ქარელისა და ყოფილი პარლამენტარის ბადრი ნანეტაშვილის ბოლოდროინდელი დაპირისპირების რეალური მიზეზების გარკვევას ადამიანის უფლებათა ცენტრი შეეცადა.