მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
მედია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
2008 წლის 21 მაისს კახეთში მომხდარი ჟურნალისტებზე თავდასხმის ყველა ფაქტი ამ დრომდე გამოუძიებელია
27 მაისი, 2009
გასული წლის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წელი გავიდა. 2008 წლის 21 მაისს კახეთის რეგიონის სხვადასხვა საარჩევნო უბანში ჟურნალისტებზე თავდასხმის ხუთი ფაქტი მოხდა. გაზეთ "რეზონანსის" ერთ-ერთ რედაქტორს ელისო ჩაფიძეს, #13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის #26 ქვემო მაღაროს საარჩევნო უბანზე თავს დაესხნენ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების არ მქონე პირები ნოდარ კაპანაძე და ოთარ ლამაზოშვილი. თავდამსხმელებმა ჟურნალისტს ხელები გადაუგრიხეს, ვიდეოკამერა წაართვეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. საგარეჯოს საარჩევნო ოლქის იორმუღანლოს საარჩევნო უბნებზე ცემეს ვებ პორტალ "presa.ge"-ს წარმომადგენელი კონსტანტინე სტალინსკი, ასევე ოპერატორები მალხაზ ვარშანიძე და ირაკლი გოგუაძე. ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ ლაგოდეხშიც. კომისიის თავმჯდომარემ მას ჯერ სკამი ჩაარტყა, ხოლო შემდეგ შეიარაღებულმა პირებმა იარაღის მუქარით უბნიდან გააძევეს.
ჩინოვნიკმა ჟურნალისტი სცემა
18 მაისი, 2009
რადიო “ძველი ქალაქის” საინფორმაციო სამსახურის რედაქტორი ზვიად ხუჯაძე ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსს გიზო თავაძეს, ცემაში სდებს ბრალს. როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ჟურნალისტმა განუცხადა, თავაძემ მას სახეში სილა გააწნა.
შსს-ს მიერ ნაწამებთა რაოდენობა გაიზარდა
16 მაისი, 2009
საქართველოში წამებისა და დამცირების პერიოდი დაბრუნდა. „ვარდების ხელისუფლება“ ამაყობდა, რომ საქართველოში არც სამხედრო აჯანყება მოხდებოდა და არც არავის აწამებდნენ. მითი დაიმსხვრა, - „სუპერდემოკრატიულმა“ ხელისუფლებამ ბრჭყალები გამოაჩინა.
რეგიონული გაზეთების რედაქტორები ხელისუფლებაში გადავიდნენ
15 მაისი, 2009
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ოფიციალურად მთავარი სპეციალისტის, ფაქტობრივად კი გუბერნატორის პრესმდივნის თანამდებობაზე კახეთის რეგიონული გაზეთ "სპექტრის" გამომცემელისა და მთავარი რედაქტორის მაია ყალაბეგაშვილის დანიშვნის შემდეგ, ხელისუფლებაში, გურჯაანში გამომავალი კიდევ ერთი პერიოდული გაზეთის "პროგრესის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ლეილა მურაკაშვილი გადავიდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყალაბეგაშვილმა თანამდებობა კახეთის პოლიციის უფროსის ირაკლი ქადაგიძის წყალობით მიიღო, მურაკაშვილს კი, სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის განყოფილების უფროსის ადგილი, გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა უბოძა.
'ობიექტივი' 6 მაისს განვითარებულ პროცესებთან მიმართებაში პასუხისმგებლობას ჟურნალისტ ნიკა ავალიანს აკისრებს
8 მაისი, 2009
ლევან ყუბანეიშვილი პროფესიონალებს არ უსმენს
6 მაისი, 2009
სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორ ლევან ყუბანეიშვილს შეხვედრაზე დასწრებისთვის სპეციალური წერილი გაუგზავნა. შეხვედრაზე უნდა ემსჯელათ საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე. ყუბანეიშვილი შეხვედრაზე არ გამოცხადდა. მოგვიანებით კი იგი არც სახალხო დამცველის ზარებს პასუხობდა.
ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელობა ჟურნალისტებზე ზეწოლას ახდენს
6 მაისი, 2009
რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებმა პრესის მეშვეობით გაავრცელეს განცხადება, სადაც არხის ხელმძღვანელობას 6 მაისამდე მისცეს ვადა ცენზურის მოსახსნელად. განცხადების ტექსტზე, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ ჟურნალისტების ჯგუფმა იმუშავა. ამ აქციას ტელეკომპანია „იმედის“ პოლიტიკის რედაქციის მთავარი პროდიუსერი თენგო მეზურნიშვილი ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ, რაც განცხადება გავრცელდა, არხის ხელმძღვანელობამ ე.წ. შიდა გამოძიება აწარმოა და მეზურნიშვილს არხის დატოვება მოსთხოვა.
Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მედია „ნაწილობრივ თავისუფალია“
5 მაისი, 2009
საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით სოზარ სუბართან დახურული შეხვედრა გაიმართება
5 მაისი, 2009
მოძრაობა "სტუდენტები - ღირსეული საქართველოსთვის" ერთიანი სტუდენტური აქციებით იმუქრება.
5 მაისი, 2009
შერჩევითი სამართალი ჟურნალისტებისთვის
5 მაისი, 2009
პარადოქსების ქვეყანაში ვცხოვრობთ. თუ ხელისუფლებას პირნათლად ემსახურები დაცული ხარ, თუ ნაკლებად ემსახურები საფრთხე გემუქრება და თუკი სიმართლეს ამბობ, ენას მუცელში “ჩაგჩრიან”. რამდენიმე დღის წინ, ერთობ სახალისო ამბავი მოხდა. შსს-მ ვინმე ნიკოლოზ ჩიხრაძე დააკავა იმის გამო, რომ მან ლევან ყუბანეიშვილს, როგორც ამტკიცებენ, მუქარის წერილი მისწერა. არადა საქართველოში ათობით ჟურნალისტია დაშინებული, გატაცებული და ნაცემი.
ია ანთაძე: „საქართველოში სიტყვის თავისუფლების დიდი პრობლემაა“
1 მაისი, 2009
სიტყვის თავისუფლება თავისუფალი, ცივილიზებული და დემოკრატიული სახელმწიფოს გარანტია. აზრთა გაცვლის თავისუფლება კი თავის თავში დიალოგს, ერთმანეთთან ცივილიზებული ფორმით საუბარს გულისხმობს და არა ენაზე მომდგარი სიტყვების რახარუხს. თავისუფალი სიტყვა საზოგადოების არც ერთ ფენას არ ათავისუფლებს მორალური და ზნეობრივი მოვალეობისგან.
ჟურნალისტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
9 აპრილი, 2009
რა მდგომარეობაა სექსუალური უმცირესობის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში
2 აპრილი, 2009
30 მარტს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" ორგანიზებითა და შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით "New Art Cafe" - ში რიგით მეხუთე მედია კლუბი გაიმართა. მედია კლუბის მუშაობაში მონაწილეობას უცხოელი დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელები და ქართველი ჟურნალისტები იღებდნენ. ამჯერად დისკუსიის თემას სექსუალური უმცირესობის უფლებები და ქართულ მედიაში მათ გაშუქება წარმოადგენდა. ძირითადი მომხსენებლები ფონდი ინკლუზივის პრეზიდენტი, პაატა საბელაშვილი და პროექტის მენეჯერი ეკა აღდგომელაშვილი იყვნენ.
საგარეჯოს ტელეკომპანიის ეთერში საინფორმაციო გამოშვების დაბრუნების საკითხი ისევ გაურკვეველია
1 აპრილი, 2009
„ტელეიმედი“ „ჩვენი ექსპრესის“ თემებმა დააფრთხო
31 მარტი, 2009
ქართული მედიის მთავარი პრობლემა არის არა ცენზურა, რომელიც რეალურად არსებობს, არამედ თვითცენზურა ჩვენი სტუმარია-ირაკლი ბერულავა, ფონდ ინტერნიუსის წარმოების მენეჯერი, ტელეპროგრამა „ჩვენი ექსპრესის“ პროდიუსერი, რომელიც „ტელეიმედიდან“ „ჩვენი ექსპრესის“ წამოსვლის მიზეზებსა და, ზოგადად, ქართული ჟურნალისტიკის პრობლემებზე გვესაუბრება.
მედია - ქილერები
26 მარტი, 2009
ცუდია, რომ ჟურნალისტებს ჩვენსავე კოლეგებზე გვიწევს წერა, მაგრამ ფაქტია, ჟურნალისტთა კორპუსი, ნებსით თუ უნებლიედ, ჟურნალისტებად და სახელისუფლებო ჟურნალისტებად დაიყო. ამას კიდევ ეშველება, მაგრამ ის, რაც ბოლო პერიოდში ხდება, ჟურნალისტური ეთიკის ყოველგვარ ზღვარს სცდება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელს ტენდერის უკანონოდ ჩატარებაში ადანაშაულებენ
25 მარტი, 2009
პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ჟურნალისტებს აგინებს და ემუქრება
25 მარტი, 2009
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი" საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსს ხათუნა ბერძენიშვილს ჟურნალისტების შეურაცხყოფასა და მათზე ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც ცენტრის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 25 მარტს, დილით, ხათუნა ბერძენიშვილი, ტელეფონით, ნომრიდან 822 409180 ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტ გაზეთის ჟურნალისტს გელა მთივლიშვილს დაუკავშირდა და ცრუ ინფორმაციების გავრცელებაში დაადანაშაულა. ბერძენიშვილმა ჟურნალისტს ბრალი კორუფციაში დასდო და დაემუქრა, რომ თუ ამგვარად მუშაობას არ შეწყვეტს, მას პრობლემებს შეუქმნის.
დაზარალებული მესაკუთრეები პირველ არხს სიუჟეტის დაბლოკვაში ადანაშაულებენ
24 მარტი, 2009