12:08, Saturday, 26.07.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მედია

აირჩიეთ წელი: 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2004-10-08
პრემიერ-მინისტრის ღირსებამ „ფასი“ დაკარგა
2004 წლის 1 ოქტომბერს თბილისის საოლქო სასამართლოში გამართულ პროცესზე - ზურაბ ჟვანია „თავისუფალი გაზეთის“ წინააღმდეგ, მოსამართლემ დააკმაყოფილა მოსარჩელეს მოთხოვნა, გარდა ფულადი კომპენსაციისა, რომელიც ზურაბ ჟვანიას წარმომადგენელმა თავად მოხსნა.
2004-10-05
ჯორჯიან თაიმსმა სარჩელი მოიგო
„სისხლის სამართლის საქმე შპს “ჯორჯიან თაიმსის“ წინააღმდეგ არ უნდა აღიძრას, რადგან მათ საქმიანობაში უკანონო ქმედებები არ იქნა აღმოჩენილი. ფინანსური დოკუმენტები უნდა დაუბრუნდეს გაზეთის ადმინისტრაციას. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც დაადასტურებდა იმას რომ ჯორჯიან თაიმსმა ჩაიდინა იურიდიულად დასჯადი ქმედება თუ რაიმე ფინანსური უკანონობა“.
2004-08-04
სიტყვის თავისუფლება სულს ღაფავს: მას-მედიის პუტინიზაცია საქართველოში
დახურულ ჟურნალ-გაზეთებს, შეწყვეტილ პოპულარულ გადაცემებსა და დაყადაღებულ ტელევიზიებს შესაძლოა მალე კიდევ ერთი დამოუკიდებელი ტელეკომპანია შეემატოს. „ვარდების მიერ მოტანილი“ ხელისუფლება „ეკალს“ მორიგ მსხვერპლს - დამოუკიდებელ ტელეკომპანია „კავკასიას“ ასობს. 12 ათასი ლარის გადაუხდელობის შემთხვევაში ორგანიზაციას ხუთი დღის შემდეგ ყადაღა დაედება. ტელეკომპანიის დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი აცხადებს, რომ ეს ხელისუფლების დაკვეთაა.
2004-07-29
ახალი ხელისუფლების ახალი მსხვერპლი: „ჯორჯიან თაიმსს“ დახურვა ემუქრება
საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ პერმანენტულ ხასიათს იძენს დაუსაბუთებელი მიზეზების გამო ტელევიზიების, გაზეთების და პოპულარული თოქ–შოუების დახურვა. ბოლო თვეების განმავლობაში მთელი რესპუბლიკის მასშტაბით დაიხურა 7 ეროვნული გაზეთი. ამჟამად კი, ჯერი მიდგა და დახურვის საფრთხე ემუქრება ქართულენოვან გაზეთ „ჯორჯიან თაიმსს.“
2004-07-04
მითი საზოგადოებრივ ტელევიზიაზე
სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ ტელევიზიად გარდაქმნის პროცესს 700–მდე თანამშრომელის სამსახურიდან დათხოვა მოჰყვა, მათ რიცხვში აღმოჩნდა მოამბის მთავარი რედაქტორი ზვიად ქორიძეც. ზვიად ქორიძის თანამდებობიდან გათავისუფლება მოულოდნელი იყო როგორც თავად მისთვის, ისე მოამბის თანამშრომელთათვის. კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზებს ხელმძღვანელობა არ ასახელებს. ზვიად ქორიძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და აპირებს სასამართლო გზით აღადგინოს სამართლიანობა.
2004-05-28
იყიდება „იბერია“: ყიდის მთებს და ყიდის ველებს!
ჯერ გადაცემა „დიალოგი“, შემდეგ „ახალი ამბები“ და ბოლოს მთლიანად ტელევიზია. ამა წლის 19 მაისს ტელეკომპანია „იბერიას“ დიდუბე-ჩუღურეთის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად ყადაღა დაედო. ეს უკვე მეორე ტელეკომპანიაა, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ „ხავერდოვან“ განვითარებას ეწირება.
2004-05-20
თქვენ დაგავიწყდათ რას ნიშნავს ზეწოლა მედიაზე?
ჩვენს გაზეთში გაშუქებულმა „თავისუფალი გაზეთის“ წინააღმდეგ ზურაბ ჟვანიას საქმემ მძაფრი რეაქცია გამოიწვია ხელისუფლების წარმომადგენლებში. ჩვენ გთავაზობთ ინტერვიუს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან გიგა ბოკერიასთან, რომელიც აცხადებს, რომ სიტყვის თავისუფლება მოიცავს, შეინარჩუნოს მეპატრონემ უფლება თვითონ გადაწყვიტოს ვინ გავიდეს ეთერში და ვინ არა.
2004-04-14
საქართველოს ხელისუფლების სამიზნე: თავისუფალი სიტყვა
ამბობენ, რომ საქართველოში ნადირობის სეზონი დაიწყო. ამჯერად ნიშანში თავისუფალი მედია ამოიღეს.
დემოკრატიული პრინციპებით სახელმწიფოს აშენებას ახალი მთავრობა საქართველოში თავისუფალი სიტყვის აღმოფხვრით იწყებს. ხელისუფლება ფარულად და „უმტკივნეულოდ“ ახორციელებს ზეწოლას სიტყვის თავისუფლებაზე. ინტერვიუ “თავისუფალი გაზეთის“ რედაქტორ თამუნა ლეფსვერიძესთან
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები?
ირღვევა არ ირღვევა არა ვარ ინფორმირებული მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC