23:16, Saturday, 30.08.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მედია

აირჩიეთ წელი: 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2006-12-29
პრესას შეღავათებს უუქმებენ
საქართველოში გამომავალი მედია საშუალებები დღემდე გარკვეული შეღავათებით სარგებლობდნენ. 2007 წლიდან კი მათ აღნიშნულ შეღავათებს უუქმებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ბევრმა მათგანმა არსებობა ვერ შეწყვიტოს.
2006-12-26
კახეთში ჟურნალისტებს სიცოცხლეს უმწარებენ
სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო დროს დამოუკიდებელი ჟურნალისტების უფლებები საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მეტად კახეთში ირღვევა. „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის” ინფორმაციით, 2004 წელს კახეთის რეგიონში ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის თხუთმეტამდე ფაქტი დაფიქსირდა, 2005 წელს მდგომარეობა გაუარესდა და 27 შემთხვევიდან ოფიციალურად ყველა ფაქტი გამოუძიებელია. სამართალდამცავებს დანაშაულზე რეაგირებით თავი არც 2006 წელს შეუწუხებიათ.
2006-12-23
გორელი ახალგაზრდა ჟურნალისტები ცხინვალში დააპატიმრეს
რამდენიმე დღის წინ გორის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც ადგილობრივ გაზეთებში ,,ქართლის ხმა” და ,,ხალხის გაზეთში” სტაჟირებას გადიოდნენ ცხინვალის ქუჩებში დააპატიმრეს. რამდენიმესაათიანი ტყვეობის შემდეგ ახალგაზრდა ჟურნალისტები უვნებელი გამოუშვეს, თუმცა ფოტოაპარატის ლენტები წაართვეს.
2006-12-14
აჭარის შინაგან საქმეთა სამმართველოში მოქალაქე სცემეს
კვირას, საღამოს 7 საათზე, მამუკა ასკურავა სასურველი ჩვენების მისაღებად აჭარის შინაგან საქმეთა სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებაში გამომძიებელმა დავით კორძაიამ სცემა. ასკურავა ამჟამად ტვინის შერყევით საავადმყოფოშია.
2006-12-13
ქართულ მედიას ეთიკის ნორმებს უწესებენ
19 დეკემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია „მაუწყებელთა ეთიკის კოდექსს“ განიხილავს. 155 მუხლისგან შემდგარ 52 გვერდიანი დოკუმენტის გამოქვეყნებას საკმაოდ დიდი ხმაური მოჰყვა. მაუწყებლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი კოდექსს მედიის თავისუფლების შეზღუდვად აღიქვავს და აცხადებს, რომ თუ ის მიიღეს, მაუწყებლები მუშაობის გაგრძელებას ვერ შესძლებენ.
2006-11-29
ჟურნალისტი საზოგადოებრივი არხის წინააღმდეგ
სამსახურიდან სატელეფონო საუბრით გათავისუფლებული ჟურნალისტი მარიკა პარუნაშვილი საზოგადოებრივ არხს თავისი უფლებების შელახვაში ადანაშულებს.
2006-11-24
თელავის ხელისუფლება ადგილობრივ ტელეკომპანიაზე ზეწოლას განაგრძობს
რეიდი ფინანსური პოლიციის მიერ, ხულიგნობის მიზეზით დირექტორის დაპატიმრების მცდელობა, ჟურნალისტების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა - თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრის“ ირგვლივ ყველა ეს ფაქტი ბოლო ორი წლის განმავლობაში განვითარდა. ამჯერად „თანამგზავრი“ ოფისის გარეშე დარჩა. ყოველკვირეული გადაცემა „დიალოგი“ უკვე ორი კვირაა ეთერში აღარ გადის.
2006-11-14
ტელეკომპანია „თრიალეთმა“ საინფორმაციო მაუწყებლობა შეწყვიტა
შიდა ქართლის ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ საინფორმაციო სამსახურმა მაუწყებლობა შეწყვიტა. საინფორმაციო გამოშვება „ანარეკლი“ გასული კვირის პარასკევიდან აღარ მუშაობს. როგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსის დროებით შემსრულებელმა ნინო ჩიბჩიურმა პირდაპირ ეთერში ოფიციალურად განაცხადა, „ანარეკლი“ გაურკვეველი ვადით წყვეტს მუშაობას.
2006-10-18
„გატაცებითა და შვილის მოკვლით მემუქრებიან“
ტერორი ჟურნალისტებზე ყოფილი თუ ახლანდელი ჩინოვნიკების მხრიდან კახეთში კვლავ გრძელდება. გასულ კვირას საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა დავით კაპანაძემ რადიო „ჰერეთის“ დირექტორს რამაზ სამხარაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. რადიოს დახურვის გარდა, დაზარალებულ ჟურნალისტს გატაცებითა და შვილის მოკვლითაც დაემუქრნენ.
2006-10-10
განცხადება, ბოლო დროს, კახეთის რეგიონში ჟურნალისტების შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით
„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი“ შეშფოთებას გამოთქვამს, ბოლო დროს, კახეთის რეგიონში დამოუკიდებელი ჟურნალისტების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფების გამო. მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტთა უფლებების უხეშად დარღვევის ფაქტების გახშირება გამოწვეულია, ამ ფაქტების მიმართ ხელისუფლების ცინიკური დამოკიდებულებით, სამართალდამცავების უყურადღებობითა და კანონის დამრღვევთა დაუსჯელობით.
2006-10-01
ჟურნალისტმა „ნაციონალური მოძრაობის“ თელავის ორგანიზაციის პრესმდივანს პოლიციაში უჩივლა
თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრის“ და რადიო „ჰერეთის“ კორესპონდენტმა რომან ქევხიშვილმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თელავის ორგანიზაციის პრესმდივნისა და ამავე დროს „ჩვენი გაზეთისა“ და „ჩვენი რადიოს“ დირექტორის ნანა ქიბიშაურის წინააღმდეგ გუშინ შს თელავის სამმართველოში განცხადება შეიტანა.
2006-09-15
რატომ დაარბიეს
შიდა ქართლის ტელე-რადიო კომპანია ,,თრიალეთის" გადამღებ ჯგუფს გორის რაიონის სოფელ შინდისის მინისტადიონზე რწმუნებულ მიხეილ ქარელის პირადმა დაცვამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამასთან ერთად, მიხეილ ქარელის გარემოცვამ ჟურნალისტებს ვიდეოკასეტა წაართვა. მომხდართან დაკავშირებით, ,,თრიალეთის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა სოფიკო რეზრიჩენკომ განაცხადა, რომ შიდა ქართლის პროკურატურაში გუბერნატორის დაცვის წევრების წინააღმდეგ სარჩელს 15 სექტემბერს შეიტანენ.
2006-09-13
გამგებელი „ლომჭაბუკის” თანამშრომლების უფლებებს არღვევს
გორის რაიონის გამგებელს ნუკრი პაპუნაშვილს გაზეთ „ლომჭაბუკის” რამდენიმე თანამშრომელი უპირისპირდება. როგორც ჟურნალისტებმა „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრს“ აცნობეს, გაზეთის თანამშრომლებს ყოველგვარი ხელშეკრულების და ხელფასების გარეშე ამუშავებენ.
2006-08-15
ვინ არღვევს ჟურნალისტთა უფლებებს ზუგდიდში
14 აგვისტოს, დაახლოებით 19 საათსა და 30 წუთზე, წალენჯიხის ერთერთ გარეუბანში, სამცაცხვის რესტორნის ყოფილ ტერიტორიაზე, გაისმა რამდენიმე გასროლა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან. მოგვიანებით გაირკვა, რომ ადგილი ქონდა კრიმინალურ გარჩევებს.
2006-08-08
თელავის რაიონის გამგებლის ვაჟი ჟურნალისტებს ქუჩაში აგინებს
თელავის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ვაჟს, ლაშა მამაცაშვილს ჟურნალისტების დანახვაც კი ისე აღიზიანებს, რომ თავს ქუჩაშიც ვერ იკავებს და მათ უწმაწურ სიტყვებს ეძახის. მისი აგრესია ძირითადად იმ ჟურნალისტებისკენაა მიმართული, რომლებიც მისი გამგებელი მამის, გოჩა მამაცაშვილის დირექტივებს არ ემორჩილებიან.
2006-07-25
ქარელელი ჟურნალისტები გამგებელმა ღია ცის ქვეშ დატოვა
ქარელის რაიონული, თავისუფალი გაზეთის „ქართლის ქრონიკები“-ს ჟურნალისტები ღია ცის ქვეშ დარჩნენ. ერთი კვირის წინ, ქარელის რაიონის გამგეობამ ის შენობა, სადაც გაზეთის რედაქცია და სტამბა იყო განთავსებული, ყოველგვარი კონკურსისა და ტენდერის გარეშე გაყიდა.
2006-07-11
კახეთში, პოლიციამ ჟურნალისტს ხელჩანთაში „მაკაროვის“ ტყვია ჩაუდო
დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე ზეწოლა კახეთში არავის უკვირს, მაგრამ შაბათს მომხდარმა ფაქტმა ყველა გააოცა. რეგიონული გაზეთის, „იმედის“ კორესპონდენტს ლაგოდეხის პოლიციის თანამშრომლებმა ხელჩანთაში „მაკაროვის“ ტიპის, ცეცხლსასროლი იარაღის ვარგისი ტყვია ჩაუდეს .
2006-06-30
ნაცემი ჟურნალისტები შიმშილობის აქციით იმუქრებიან
გუშინ, სიღნაღის რაიონული პროკურატურის წინ, 15 ივნისს, სოფელ ანაგაში, პარლამენტის წევრის ნუგზარ აბულაშვილის დავალებით დარბეულმა და შეურაცხყოფილმა ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
2006-06-21
დეპუტატი ნანეტაშვილი საკუთარი ტელეკომპანიით არასასურველ ჟურნალისტებს აშანტაჟებს
დეპუტატ ბადრი ნანეტაშვილის უფლებამოსილების შეუთავსებლობის საკითხს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის მუშა ჯგუფი იხილავს. ბადრი ნანეტაშვილს სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის „ბრალდებით“ ემუქრება პარლამენტიდან გაძევება.
2006-06-21
ჟურნალისტზე თავდამსხმელს 10 წელი მიუსაჯეს
„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ შიდა ქართლის წარმომადგენლზე, საბა წიწიკაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტიდან 9 თვე გავიდა. სამი თავდამსხმელიდან ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთია დაკავებული.
[1] 2
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC