03:06, Sunday, 29.03.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მედია

აირჩიეთ წელი: 2020 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2007-11-16
მინიმუმ, 10 წელი ევროკავშირამდე...
,,ჩვენ ეგ ყველაფერი 10-12 წლის წინ გავიარეთ... რასაც თქვენ ყვებით, ასეთი რამ ჩვენთან იმ დროს ხდებოდა, როდესაც ,,სოლიდარნოჩი" მძვინვარებდა და საბჭოთა კავშირი დაიშალა. მიუხედავად ამისა, მსგავსი რამ მაინც წარმოუდგენელი იყო ჩვენთვის" - გვითხრეს პოლონელმა ჟურნალისტებმა ვარშავაში მაშინ, როდესაც რეგიონული ჟურნალისტები,  სტაჟირების მიზნით, იქ ერთი კვირით იმყოფებოდნენ.

2007-11-16
„თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრები დანებებას არ აპირებენ
ვინ და რატომ დევნის „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრებს?

თანასწორობის ინსტიტუტის“ წარმომადგენლების დევნა, 7 ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე, აქტიურად გრძელდება. მიუხედავად გამუდმებული მუქარებისა, „თანასწორობის ინსტიტუტის“ ერთ-ერთი ლიდერის, ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით, ისინი დანებებას არ აპირებენ და ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ.
2007-11-14
ჟურნალისტებიც ტირიან
ჟურნალისტების წინააღმდეგ სამართალდამცავებმა მოქმედება ჯერ კიდევ 7 ნოემბრის დილას დაიწყეს. პარლამენტის წინ მოშიმშილეების დარბევის კადრების გადასაღებად მისულ ჟურნალისტებს ტელე-კამერები წაართვეს. როგორც რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი იხსენებს, რამდენიმე კადრის გადაღება მხოლოდ ერთ-ერთმა უცხოელმა ჟურნალისტმა მოახერხა და როდესაც დაინახა, თუ როგორ უსწორდებოდნენ სამართალდამცავები ქართველი ჟურნალისტების ტექნიკას, საკუთარი მასალის გადასარჩენად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიქცა.

2007-11-14
ბათუმის დამოუკიდებელი ტელევიზია - TV-25 დახურულია
ბათუმის დამოუკიდებელი ტელევიზიის, TV-25-ის თანამშრომლები, უკვე რამდენიმე დღეა, რაც ვეღარ მუშაობენ. მიზეზი, მათი ტელევიზიის დახურვაა. „სამართალდამცავებმა აგვიკრძალეს ეთერში გასვლა ყოველგვარი სამართლებრივი დოკუმენტის გარეშე “,- აცხადებს ტელევიზიის დამფუძნებელი მერაბ მერკვილაძე.

7 ნოემბრის ღამის პირველ საათზე, ბათუმის დამოუკიდებელ ტელევიზია TV-25-ში სპეცრაზმი და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ. ოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის დავით ბედიას მითითებებით სრულდებოდა. მას შემდეგ ტელევიზია დახურულია.

2007-11-13
ოთხი ჟურნალისტის საოცარი თავგადასავალი ბათუმის გზაზე
ისინი დაზუსტებით ვერ ამბობენ, თუ რატომ აღმოჩნდნენ ამ გაურკვევლობაში, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ბათუმისაკენ მიმავალი სამარშრუტო ტაქსი, რომლითაც ჟურნალისტები სემინარზე მიდიოდნენ, პატრულმა სრულიად უმიზეზოდ გააჩერა, მძღოლი დააკავა, სამარშრუტო ტაქსი საჯარიმოზე გადაიყვანა, ხოლო ჟურნალისტებმა კი სამსაათიანი ლოდინისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ჩარევის შემდეგ დანიშნულების ადგილამდე ძლივს ჩააღწიეს.

2007-11-09
ორკვირიანი საინფორმაციო ვაკუუმი დაიწყო!
შეზღუდული ტელე-რადიო მაუწყებლობის ფონზე ახლა მთავარი სიტყვა პრესაზეა, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები გამაფრთხილებელ განცხადებებს არც ბეჭდვითი მედიის მისამართით იშურებენ. მაგალითად, ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა და აღნიშნა, რომ „მართალია, ხშირად არსებობს პრეტენზიები ბეჭდური ორგანოებისადმი, მას მაინც იმედი აქვს, თითოეული გაზეთის რედაქტორსა და ჟურნალისტში იქნება ისეთი მოქალაქეობრივი პოზიცია, რომ  ქვეყანა მართლაც საჭიროებს სტაბილურობას და მოვლენების ობიექტურ შეფასებას“.



 

2007-10-18
ქართველი ჟურნალისტები - ყველაზე „თავისუფალი“ ჟურნალისტები
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ქვეყნებში პრესის თავისუფლების მდგომარეობის ამსახველ მეექვსე ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, საქართველომ 169 ქვეყანას შორის 66-ე ადგილი დაიკავა და შარშანდელთან შედარებით მდგომარეობა 23 საფეხურით გაიუმჯობესა.

2007-10-01
რა დაუჯდებათ ჟურნალისტებს არასრულწლოვანთა კონფიდენციალურობის დარღვევა
„არასრულწლოვანთა დანაშაულების საყოველთაო განხილვისას პიროვნებათა სახელების, გვარების, მათი საცხოვრებელი ადგილებისა და სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების გახმაურება დამანგრევლად მოქმედებს მოზარდის ფსიქიკაზე და სერიოზულ ზიანს აყენებს მის მომავალ ცხოვრებას“, - მიიჩნევს საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი.
2007-09-28
ჯოჯოხეთური შრომა ჟურნალისტური ობიექტურობის მისაღწევად
„თქვენი განცხადებების თაობაზე განგიმარტავთ, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი განსაზღვრავს ინფორმაციის სახეებს და ადგენს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ვალდებულებას. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტისა და კანონმდებლობის სხვა მოქმედი ნორმების შესაბამისად, თქვენი წერილებით მოთხოვნილი ქმედებების განხორციელება არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის გაცემას“, - აი ასეთი პასუხი მიიღო დაახლოებით ათდღიანი ლოდინის შემდეგ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირისაგან.
2007-09-11
გურჯაანის გამგებელი ჟურნალისტებს ატერორებს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი რამაზ ქერეჭაშვილი დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე ზეწოლას ახდენს. მოვლენების კრიტიკულად გაშუქების შემთხვევაში, იგი კორესპონდენტებს სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებული ახლობლების გათავისუფლებით აშანტაჟებს. გამგებლის რისხვას განსაკუთრებით ის ჟურნალისტები იმსახურებენ, რომლებიც მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვის, მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტებს აშუქებენ.
2007-05-29
დახურული კარის და ჩატეხილი ხიდის პრობლემა გორში
სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე გორში არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლო ორი კვირის მანძილზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით შედეგი მიუღწეველია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების ასეთი ქმედება ხელს უშლის ორგანიზაციების ნაყოფიერ და ჟურნალისტების ობიექტურ მუშაობას რეგიონში.
1 2 [3] 4
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

შშმ მსჯავრდებულთა უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში
შვიდი წელია არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრში ვმუშაობ და ამდენივე წელია, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა უფლებრივ მდგომარეობას ვსწავლობ.
ვრცლად...
გორაშვილი vs ნაჭყებია
სიკვდილით სავსე ქალაქი
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC