მედია
2008-12-23
კონკურსმა ადამიანის უფლებებზე გამარჯვებულები გამოავლინა
„ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და ვებ-პორტალ „humanrights.ge-ს მიერ
ორგანიზებული კონკურსის შედეგად, ადამიანის უფლებებზე მომზადებული
საუკეთესო მედია–ნამუშევრები გამოვლინდა. დაჯილდოვების ცერემონიალი 17
დეკემბერს, თბილისში, გალერეა „კოპალაში“ გაიმართა.
2008-11-18
შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი რეგიონულ ჟურნალისტებს დაკავებით დაემუქრა
"ადამიანის უფლებთა ცენტრის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას: "შიდა ქართლის გუბერნატორის დავალებით ჟურნალისტებს სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში არ უშვებენ" (ავტორი: გელა მთივლიშვილი) სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური ეხმაურება. 2008-11-14
ჟურნალისტები რადიო “იმედის” დირექტორს განსხვავებული აზრისთვის დევნაში ადანაშაულებენ
რადიოკომპანია „იმედის“ დირექტორს ნინო გაბრიაძეს საინფორმაციო სამსახურის კორესპონდენტები განსხვავებული აზრისთვის დევნაში ადანაშაულებენ. ზეწოლის შესახებ ჟურნალისტებმა მანანა თოქმაჯიშვილმა და ნინო ცხვარაშვილმა დღეს, სახალხო დამცველის ოფისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს. ჟურნალისტების თქმით, დირექტორი მათ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებების დაწერას ავალდებულებს. მანამდე გაბრიაძის გადაწყვეტილებით, ის საზოგადოებრივ–პოლიტიკური გადაცემები დაიხურა, რომელსაც თოქმაჯიშვილი და ცხვარაშვილი უძღვებოდნენ.2008-11-14
ჟურნალისტები დისიდენტურ მოძრაობას იწყებენ
აგვისტოს ომის შემდეგ უკვე ხუთი ჟურნალისტის ცემის ფაქტი დაფიქსირდა. საქართველოს არც ერთი ტელეკომპანია კი საკუთარ ეთერში არ უშვებს ისეთ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს. დამოუკიდებელი ჟურნალისტი ირმა ინაშვილის, რეჟისორი ლევან ანჯაფარიძის და მოძრაობა“7 ნოემბრის“ წევრის, ლევან კორძაიას მიერ 13 ნოემბერს „პრიმა ვერეში“ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე აქცენტი სწორედ ამ პრობლემებზე გაკეთდა. პრესკონფერენციაზე ჟურნალსიტებს განცხადება დაურიგეს. 2008-11-11
ტელეკომპანია „ივერიას“ დახურვა ემუქრება
ტელეკომპანია „ივერიის“ ხელმძღვანელი, გიორგი ანდრიაძე
ხელისუფლებას საკონსტიტუციო შეთანხმების მუხლების შეუსრულებლობაში
ადანაშაულებს. ცალკე სიხშირის გამოყოფას ტელეკომპანია უკვე დიდი ხანია
ითხოვს, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ეს უყურადღებოდ რჩება.
2008-11-10
ჟურნალისტმა პროტესტის ნიშნად გადაცემის წაყვანაზე უარი თქვა
პარლამენტის წევრი "შავებთან" კავშირს არ უარყოფს
ჟურნალისტმა მარინა გოგოლაძემ პროტესტის ნიშნად ტელეკომპანია "ლაგოდეხის" ყოველკვირეული გადაცემა "სტუდია - დიალოგის" წაყვანაზე უარი თქვა. როგორც გოგოლაძემ განაცხადა, პროტესტის ძირითადი მიზეზი ტელეკომპანიის ხელმძღვანელის მიერ გადაცემის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა გახდა.2008-11-10
რეგიონული ჟურნალისტები ასოციაციას აფუძნებენ
2008-10-22
ჟურნალისტების სიძულვილის ენა კონფლიქტების გაშუქებისას

,,სეპარატისტი ოსები"... „აგრესორი რუსები"... „მძარცველი და მაიმუნი ჩრდილოელი მტრები"... ასეთი ტერმინები ხშირია ქართულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებში, მომზადებულ რადიო ან ტელე-სიუჟეტებში. ამ ტენდენციას ქართველი ექპერტები მიზანშეუწონლად მიიჩნევენ და აღნიშნავენ, რომ ჟურნალისტების საქმიანობა კონფლიქტის არა თუ გაღვივების, არამედ პრევენციის ხელმშემწყობი უნდა იყოს.
2008-10-15
საკრებულოს წევრი გადაცემის წამყვანს პირდაპირ ეთერში დაემუქრა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ევა ლომთაძე, 13 ოქტომბერს, საღამოს, ტელეკომპანია ლაგოდეხის პირდაპირ ეთერში, ყოველკვირეული გადაცემა "სტუდია დიალოგის" წამყვანს, ჟურნალისტ მარინა გოგოლაძეს დაემუქრა. როგორც ჩანს, ლომთაძის გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ ტელეკომპანიამ მაყურებლების არცერთი შეკითხვა არ დაბლოკა. ამავე დროს გადაცემის მსვლელობისას ეთერში სიუჟეტი გავიდა, სადაც ლაგოდეხის მაცხოვრებლები პარლამენტის წევრს მკვეთრად აკრიტიკებდნენ.2008-10-01
“სააკაშვილის ორდენმა ხომ არ გაგათამამა?!” - სამეგრელოში ღირსების ორდენოსან ჟურნალისტს იტაცებენ
“მზერის” ყოფილი კორესპონდენტი სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეში მალხაზ ბასილაია აფხაზების ათდღიანი ტყვეობიდან თავის დაღწევის შემდეგ ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ ექვსი თვის შემდეგ საკუთარ ქვეყანაში გაიტაცებდნენ და ძალადობის მსხვერპლი გახდებოდა. ქართველების ტყვეობაში მან სამი საათი გაატარა და ქართველმა ბიჭებმა იკადრეს ის, რაც აფხაზ სეპარატისტებს თავშიც კი არ მოსვლიათ - სექსუალური ძალადობის მცდელობა. “სააკაშვილის ორდენმა ხომ არ გაგათამამა?!”_ამ ფრაზებს კი ჯეგეთას ტყეში ჟურნალისტს ცემასთან ერთად 9 შეიარაღებული პირი გამუდმებით უმეორებდასხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

