მედია
2009-12-28
სოზარ სუბარი: „ხმები ქართული მედიის გარდაცვალების შესახებ ნაადრევია“
25 დეკემბერს, არტ – კაფე „ქარავანში“ საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიების ავტორი ჟურნალისტები დააჯილდოვეს. კონკურსი სახელწოდებით „ადამიანის უფლებები – ჩემი ყოველდღიურობა“ „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ ორგანიზებით ჩატარდა.2009-12-21
„ისტორიული მემკვიდრეობის“ ოფისიდან ქურდებმა წიგნები და ჟურნალისტების ჩანაწერებიც მოიპარეს
2009-12-15
გაზეთი „ბათუმელები“ ბრძოლას აგრძელებს
გაზეთ „ბათუმელებთან“ დაკავშირებული არაერთი გამოუძიებელი საქმის მიუხედავად, გაზეთის ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფის კოორდინატორმა თედო ჯორბენაძემ მაინც მიმართა აჭარის პროკურორს გიზო უგლავას, გამოიძიოს მის მიმართ შსს-ს მხრიდან ზეწოლის ფაქტი. ამ საქმის გარდა, გაზეთს სასამართლო დავა აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგაც. სარჩელი თანამშრომლების 1000-1000 ლარით დაჯარიმებას ეხება.2009-12-11
საზოგადოებაში დამოუკიდებელი, ხარისხიანი მედიის მოლოდინი ძალიან დიდია, ამჟამინდელი მედია-სივრცის შეფასება კი - დაბალი
10 დეკემბერს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში მედიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის შედეგებით, მიუხედავად იმისა, რომ „პრესის თავისუფლების ინდექსის“ თანახმად, საქართველოს რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს, ამ სფეროში ჯერ კიდევ უამრავი პრობლემაა გადასაჭრელი. 2009-12-10
„რეალითი-TV“-ს ჟურნალისტმა სუბარს მართლმადიდებლობის დამამტკიცებელი საბუთის ჩვენება მოსთხოვა
2009-12-10
ჟურნალისტი ზვიად ხუჯაძე საქმის გამოძიებას ამაოდ ითხოვს
10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანის უფლებათა დღეს აღნიშნავს.
1948 წლის 10 დეკემბერს გაერომ მიიღო ადამიანის უფლებათა დეკლარაცია,
როგორც საყრდენი ბურჯი ჩაგვრისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.
დეკლარაცია წარმოადგენს პირველ საერთაშორისო აღიარებას, რომ ადამიანის
უფლებები და ძირითადი თავისუფლებები ხელმისაწვდომია ყველგან, ყველასთვის.
ზუსტად 61 წლის შემდეგ, ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიულობაზე აქვს
პრეტენზია და აღნიშნულ თარიღს მთელ რიგ ღონისძიებებს უძღვნის,
ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდებიან.
2009-12-08
ია ანთაძე: „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მკვდრადშობილი დოკუმენტი არ იქნება“
პირველად ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეიქმნა. რაც მთავარია, ინიციატივა თავად ჟურნალისტებისგან წამოვიდა. მედიის თვითრეგულაციის ეს მექანიზმი სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა ევროპის საბჭოსთან თვენახევრიანი თანამშრომლობის შედეგად დააფუძნა. პროექტი ევროკავშირმა დააფინანსა.2009-12-02
საპროტესტო აქცია „ბათუმელების“ მხარდასაჭერად
1 დეკემბერს თბილისში, კინოთეატრ „ამირანის“ წინ, გაიმართა გაზეთ „ბათუმელების“ მხარდამჭერი აქცია, რომელიც ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მონაწილეები ხელისუფლების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, რომლებიც კინოთეატრში ფილმის პრეზენტაციაზე იყვნენ მისულნი, „ბათუმელებზე“ ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტებზე რეაგირებას ითხოვდნენ.2009-11-30
სოდ-ი გაზეთ „ბათუმელების“ საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელს აშანტაჟებს
გაზეთ „ბათუმელების“ თანამშრომლებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ზეწოლა გრძელდება. ამჯერად, პოლიციელები შეეცადნენ, სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული სტიგმის გამოყენებით, იმიჯი შეელახათ გაზეთის საგამოძიებო ჯგუფის ხელძღვანელ თედო ჯორბენაძისთვის.2009-11-20
საპროტესტო აქცია ,,რუსთავი 2“-ის დუმილის წინააღმდეგ
20 ნოემბერს „ვარსკვლავების აკადემიის“ შენობის ჩამონგრევისას დაღუპული ნიკა გელაშვილის ოჯახმა ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა. გელაშვილები მომხდარისადმი ტელეკომპანიის გულგრილობას აპროტესტებენ და ხელახალი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ. 2009-11-04
საქართველო: პატრიარქზე შექმნილი პაროდიების გამო საქართველოში სიტყვის თავისუფლებაზე დებატები დუღს
საქართველოს მთავრობა იმ ვიდეოკლიპებთან დაკავშირებით, რომლებიც Facebook-ზე გამოქვეყნდა და რომელიც შეურაცხმყოფელი იყო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქისთვის, გამოძიებას ატარებს. კლიპებმა საქართველოში საფუძველი დაუდო დებატებს, გამოხატვის თავისუფლების საზღვრების შესახებ.2009-11-03
რეგიონული სატელევიზიო კოშმარები
2009 წელს საქართველოში მედიის მდგომარეობის გაუარესებაზე, თითქმის ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშშია საუბარი. Freedom House-ის ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველო იმ 18 ქვეყანას შორისაა, სადაც დემოკრატიის თვალსაზრისით მდგომარეობა გაუარესდა. მეტიც, საქართველოს მაჩვენებლები 2003 წლის შემდგომ პერიოდში ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა. ამ ფონზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „სი-ენ-ენ“- ის გადაცემა „Connect The World“-ში განაცხადა, რომ საქართველოში 27 დამოუკიდებელი არხი მაუწყებლობს. მისივე თქმით, არის პოლიტიკური თოქშოუები, სადაც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება ეძლევა.2009-11-03
„რადიო თავისუფლება“ უკვე აფხაზეთსა და ცხინვალშიც
„ეხო კავკაზა“-ს ანდრეი ბაბიცკი უხელმძღვანელებს
გუშინ, საღამოს 10 საათზე, გადაცემა ,,ეხო კავკაზა“ პირველად გავიდა რადიო ,,თავისუფლების“ ეთერში. გადაცემა რუსულენოვანია რადგან ის აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთშიც გადაიცემა. ადამიანის უფლებათა ცენტრი ახალი გადაცემის შესახებ, რადიო ,,თავისუფლების“ ქართული რედაქციის დირექტორს დავით კაკაბაძეს ესაუბრა.სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

