08:57, Saturday, 30.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მედია

აირჩიეთ წელი: 2020 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2010-07-09
მოსკოვში საინფორმაციო ომის ახალი ძალით გაჩაღებასა და ქართულენოვანი ფედერალური მედია-არხის შექმნის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ
„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მიერ 2008 წლის ომის ფაქტზე რუსეთის მისამართით ნათქვამმა სიტყვამ - „ოკუპაცია“ მოსკოვში დაუფარავ უკმაყოფილებასთან ერთად დაბნეულობაც გამოიწვია. რუსი ანალიტიკოსები ხმამაღლა საუბრობენ, რომ მსოფლიოს მხრიდან ასეთი დამოკიდებულება იმის შედეგია, რომ რუსეთმა საქართველოსთან საინფორმაციო ომი წააგო - პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის ანალიტიკოსის ანატოლი ჩიგანკოვის თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს რუსეთმა ოპერაცია საქართველოს მშვიდობისკენ იძულების გამო წამოიწყო, საინფორმაციო გამარჯვება მაინც თბილისს რჩება“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით „უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოსთან საინფორმაციო ომი წავაგეთ"“ - მოსკოვში „ქართული პროპაგანდის ჩახშობაზე“ და ქართულენოვანი ფედერალური მედია-არხის შექმნის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ.
2010-07-06
კახეთის გუბერნატორი საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, ჟურნალისტებთან ურთიერთობისას მეტი ტაქტი გამოიჩინონ
დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის  გამგებლის მიერ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილისთვის  ვიდეოკამერის დაზიანების ფაქტზე კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა კომენტარი გააკეთა. გუბერნატორი  საჯარო მოხელეებს  მოუწოდებს, ჟურნალისტებთან ურთიერთობისას მეტი ტაქტი გამოიჩინონ.
2010-07-05
დედოფლისწყაროს გამგებელმა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტს ვიდეოკამერა წაართვა და დაუზიანა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ვიდეოკამერა წაართვა და დაუზიანა. ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა სოფელ ლენინოვკაში გზის ის მონაკვეთი გადაიღო, სადაც სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხებიდან მხოლოდ 3 ადგილზე დაყარეს ხრეში.
2010-06-22
„ნუ წამართმევთ იმ ლუკმა პურს, რომელიც ჩემივე სიღატაკით მეკუთვნის“
ძველი ავეჯი, ფუნქციაშეცვლილი მაცივარი და საბჭოთა წარმოების ტელევიზორი „რეკორდი“ _ ეს არის ყველა ის ნივთი, რასაც სოციალური სუბსიდიების ერთიან სიაში რეგისტრირებისას მოქალაქე ელმირა ბაგიროვას ჰქონდა და დღესაც აქვს. თუმცა, 2009 წლის ივლისიდან ის დახმარებას ვეღარ იღებს, რადგან სოციალურმა აგენტმა თავიდან აღწერისას მისი სარეიტინგო ქულა გააორმაგა.
2010-06-22
ექსპერტთა შეფასებით, მთავრობა საგადასახადო კოდექსს აუარესებს
საქართველოს პრესის ასოციაცია და ჟურნალ-გაზეთების ამომცემლები ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტს აპროტესტებენ. პროექტში დამატებითი ღირებულების გადასახადიდან გათავისუფლებულთა სიიდან ჟურნალ-გაზეთების აღმნიშვნელი კოდი ამოღებულია. ასევე, აღარ წერია მუხლი, რომელიც ბეჭდურ მედიას, სარეკლამო მომსახურების გაწევის შემთხვევაში, დღგ-სგან ათავისუფლებდა. პრესის ასოციაციის თავმჯდომარის ლაშა ტუღუშის განცხადებით, ჟურნალ-გაზეთები ამგვარ საგადასახადო წნეხს ვერ გაუძლებს და დაიხურება.
2010-05-11
მატჩი, რომელიც არ გაშუქდა - შსს-ს აგრესიული გულშემატკივრები „აზოტის“ გულშემატკივრებს თავს დაესხნენ
Freedom House-ს პრესის თავისუფლების ახალ რეიტინგში საქართველო 126-ე ადგილზეა. ისტორია, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ, გარკვეულწილად ხსნის, თუ რატომ მივიღეთ ასეთი დაბალი შეფასება და პრესის თავისუფლების კუთხით რატომ აღმოვჩნდით ნეპალის სამეზობლოში.
2010-05-11
ძალადობა მართლმადიდებლობის სახელით - ექსტრემისტებმა ბარიერი გადალახეს
7 მაისს ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემა „ბარიერში“ წიგნის  - „საიდუმლო სირობის“ შესახებ გამართული დებატები  ჩხუბში გადაიზარდა. „კავკასიის“ ჟურნალისტის, ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, გადაცემიდან პროტესტის ნიშნად გასულ უფლებადამცველს, ბექა მინდიაშვილს და კინომცოდნე თეო ხატიაშვილს გარეთ  „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა“ (მმკ) და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ (სმმ) წარმომადგენლები დახვდნენ, რომლებმაც მათ ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შენობის გარეთ დაწყებულ ხმაურზე გადაცემაში მონაწილე პირებიც გარეთ გავიდნენ და ჩხუბში ჩაერთნენ.
2010-05-06
კახეთში ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები გამოუძიებელია
არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, 2004 წლიდან დღემდე, ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის რამდენ საქმეზეა გამოძიება დაწყებული. მთავარი პროკურატურის ცნობით, უწყება ასეთ სტატისტიკას არ აწარმოებს. კახეთში, ჟურნალისტებზე თავდასხმის ათზე მეტი ფაქტიდან, მხოლოდ ერთია გამოძიებული. ამ შემთხვევაშიც ჟურნალისტზე თავდასხმაში მსჯავრდებული, ხელისუფლებამ დასჯის ნაცვლად, დააწინაურა.
2010-05-05
უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის განცხადება გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
3 მაისს - გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის წევრი  ორგანიზაციები - ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი  და მრავალეროვანი საქართველო - გამოხატავენ შეშფოთებას, რომ საქართველოში ჟურნალისტები მიეკუთვნებიან უფლებადამცველთა კატეგორიას, რომელიც ყველაზე უფრო ხშირად ხდება ზეწოლისა და დაშინების სამიზნე ხელისუფლების მხრიდან. სრულად იხილეთ PDF-ში
2010-04-28
„იმიტირებულ სიუჟეტთან“ დაკავშირებული სატელეფონო საუბრის ექსპერტიზა
სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ე.წ. იმიტირებული რეპორტაჟთან პრეზიდენტ სააკაშვილის შესაძლო კავშირზე მიანიშნებს, ავთენტურია, თუმცა შესაძლოა საუბრის ზოგიერთი მონაკვეთი წაშლილი იყოს, ნათქვამია ლონდონში განთავსებული ფირმის, GPW, დასკვნაში.
2010-04-22
ჟურნალისტები თავისუფალ პროფკავშირს ქმნიან
„ქართულ მედიაში დღეს ბევრი პრობლემაა და ეს არავისთვისაა უცხო. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ჩვენი უფლებები თავადვე დავიცვათ“, - ამ ინიციატივით გასულ კვირას ჟურნალისტთა თავისუფალი პროფკავშირის საორგანიზაციო კომიტეტი ქუთაისელ ჟურნალისტებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
2010-04-07
„მოდელირებული“ „ქრონიკა“ – 3 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 13 მარტს გაშვებულმა ე. წ. მოდელირებულმა „ქრონიკამ“, რომელმაც რუსეთთან ომის განახლების შესახებ გვამცნო, მორალური ზარალის გარდა, მოსახლეობას ფატალური შედეგებიც მოუტანა. მართალია, დაღუპულთა ზუსტ რაოდენობაზე პრესაში სხვადასხვაგვარი ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ გამოიკვეთა 3 ოჯახი, სადაც აცხადებენ, რომ მათი წევრი „მოდელირებულ“ „ქრონიკას“ ემსხვერპლა.

1 2 [3] 4 5 6
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC