08:40, Wednesday, 13.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მედია

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2012-10-30
ქუთაისისა და გეგუთის ციხეებში აუტანელი პირობებია - აცხადებენ მონიტორინგის ჯგუფის წევრები
ციხის ცნობილი ტელეკადრების შემდეგ ქუთაისში მოქმედმა მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროტესტის ნიშნად სამოქალაქო მოძრაობა „შეაჩერე აქტი“ ჩამოაყალიბეს.  10-დღიანი საპროტესტო აქციები (21-30 სექტემბერი) დროებითი საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს შექმნით დასრულდა, რომელმაც საქართველოს ციხეებში შესვლისა და მონიტორინგის განხორციელების უფლება მოიპოვა.

2012-10-26
ფარული რეკლამის ნიშნები მუსიკალურ კლიპებში
საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგმა, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს, გამოავლინა ფარული რეკლამის ნიშნების შემცველი მუსიკალური კლიპები და გაურკვეველი სტატუსის მქონე რეკლამები, რომლებიც სხვადასხვა ტელეარხებზე არჩევნებამდე გადიოდა. ასეთ კლიპებს და რეკლამებს მიეკუთვნებოდა: „რაჭა ჩემი სიყვარული“, „ანაკლია გულითადად გელით“, „თავისუფლების დაუმარცხებელი ენერგია“, რეკლამა ქუთაისის აეროპორტში ფრენების დაწყების შესახებ და სიმღერა სოფო ნიჟარაძის შესრულებით - when we danced (როცა ჩვენ ვცეკვავდით). 

2012-10-17
გიგა ბოკერიას ცოლს ტელეკომპანია „საქართველოს“ სამაუწყებლო ლიცენზია გადაეცა
 12 ოქტომბერს „სამოქალაქო განათლების ფონდს“, რომელიც ჟურნალ „ტაბულას“ ფლობს“, ტელეკომპანია „საქართველოს“ სამაუწყებლო ლიცენზია გადაეცა - კერძო საერთო მაუწყებლობის №B21, №B91 და №B99 ლიცენზიები. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ლიცენზიის გადაცემაზე 3 ხმით ერთის წინააღმდეგ განაცხადა თანხმობა. „სამოქალაქო განათლების ფონდის“ დირექტორი უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას მეუღლე და ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილია.

2012-10-17
საზოგადოებრივ მაუწყებელზე „აუდიტორია“, „სპეციალური რეპორტაჟი“ და „ევროპული არჩევანი“ დაიხურა
საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესები, რომელიც  რამდენიმე გადაცემის დახურვასა და ჟურნალისტების გათავისუფლებას უკავშირდება, საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ნათელი. ჟურნალისტებიც, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დაითხოვეს, აცხადებენ, რომ მათთვის ბუნდოვანია ის არგუმენტაცია, რაც არხის დირექტორისგან მოისმინეს.

2012-10-17
ტელეარხებზე პოლიტიკური რეკლამები აღარ გადის - ადამიანის უფლებათა ცენტრის მედიამონიტორინგის პერიოდული ანგარიში
16 ოქტომბერს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ადამიანის უფლებათა ცენტრმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც 10 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე პერიოდის მედიამონიტორინგის შედეგები წარმოადგინა.

2012-10-10
დავით კეზერაშვილმა „რუსთავი 2“-ისა და „მზის“ წილები გაყიდა
ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის კუთვნილმა კომპანია შპს „მედია ჯორჯიამ“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 40 პროცენტიანი წილი, რომელიც მან 4 ოქტომბერს იყიდა, 5 დღის შემდეგ ბიზნესმენ გიორგი ყარამანიშვილს მიჰყიდა. მანვე იყიდა „ჯორჯიან მედია კომპანიის“ კუთვნილი 50 პროცენტიანი წილი ტელეკომპანია „მზეში“. ეს ცვლილება სამეწარმეო რეესტრში 2012 წლის 9 ოქტომბრით თარიღდება.

2012-10-09
2012 წლის პოლიტიკური რეკლამები ტელევიზიებში
სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამები ამომრჩევლისთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა. რაც უფრო გასაგები და დამაჯერებელია საარჩევნო სუბიექტის დაპირება, მით უფრო მეტია მისი გამარჯვების შანსი. თუმცა, ამავე დროს, საარჩევნო დაპირება რეალისტური და მოსახლეობის ძირითად საჭიროებებს მორგებული უნდა იყოს.

2012-10-05
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები გმობენ „ასავალ დასავალში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები გმობენ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ მიერ ძალადობის წახალისებას, რაც გამოიხატა ამ გამოცემის მიერ გლდანის საპყრობილის თანამშრომელთა პირადი მონაცემების ტირაჟირებით და მსხვილი სასათაურე შრიფტით აწყობილი მოწოდებით: „ამოიცანი ჯალათი!“

სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC