მედია
აირჩიეთ წელი:
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
2012-09-28
ადამიანის უფლებათა ცენტრმა მედიამონიტორინგის ორი პერიოდული ანგარიში წარმოადგინა
28 სექტემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ადამიანის უფლებათა ცენტრმა პრესკონფერენცია გამართა და საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის ორი პერიოდული ანგარიშის შედეგები გამოაქვეყნა.
2012-09-21
პოლიტიკური რეკლამა გასართობ შოუებსა და პოლიტიკურ თოქ-შოუებში
ადამიანის უფლებათა ცენტრი ფარულ პოლიტიკურ, სოციალურ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის პროექტის ფარგლებში აკვირდება. ფარულ პოლიტიკურ რეკლამას ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები ასევე აკვირდებიან გასართობ შოუებსა და არაპოლიტიკურ პროგრამებში. პოლიტიკური პროგრამების შემთხვევაში, მონიტორები აკვირდებიან წამყვანების მხრიდან კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტისადმი გამოვლენილ მხარდაჭერას ან საწინააღმდეგო მოწოდებას. მონიტორინგი არ მოიცავს ახალ ამბებსა და სხვა ნიუს-პროგრამებს.
2012-09-21
მცხეთა – მთიანეთი – წინასაარჩევნო დაიჯესტი N5
1–დან 8 სექტემბრის ჩათვლით, მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა რეგიონში დააფიქსირა სამსახურიდან გათავისუფლების 1, ზეწოლის 4, წინასაარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლის 3 და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების 1 ფაქტი.
2012-09-20
კახეთი – წინასაარჩევნო დაიჯესტი N 5
1 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა რეგიონში დააფიქსირა თავდასხმის 1, იარაღის გამოყენებით მუქარის 1, ზეწოლის 4, წინასაარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლის მცდელობის 6, საარჩევნო კოდექსით დადგენილი სხვა მოთხოვნების დარღვევის 3, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების 3 ფაქტი.
2012-09-14
ადამიანის უფლებათა ცენტრმა საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის ბოლო პერიოდული ანგარიშები გამოაქვეყნა
14 სექტემბერს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ადამიანის უფლებათა ცენტრმა პრესკონფერენცია გამართა და საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის ბოლო ორი პერიოდული ანგარიშის შედეგები გამოაქვეყნა.
2012-09-12
„საქართველო არ იყიდება“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები აქტიურ წინასაარჩევნო ფაზაში შევიდა. მედიაში გაჩნდა პოლიტიკური სუბიექტების არაერთი რეკლამა. წინასაარჩევნო სარეკლამო ბატალიებში იმთავითვე მიიქცია ყურადღება არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდებას“ დაკვეთით შექმნილმა ვიდეორგოლებმა, რომელთა დანიშნულება კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის შექმნაა.
2012-09-11
TV9 ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს
დაახლოებით ერთი თვის წინ, საქართველო – ჩეჩნეთის საზღვარი, ხევსურეთში, სოფელ ხონისჭალის ტერიტორიიდან 9 კაციანმა ჩეჩნების რაზმმა გადმოკვეთა ჩეჩენი საველე მეთაურის, დოკუ უმაროვის თანამებრძოლის, კავკასიის საემიროს წევრის თარხან გაზიევის მეთაურობით. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ ავრცელებს.
2012-09-10
საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგი - 13-26 აგვისტოს შედეგები
„საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგი - 13 აგვისტო-26 აგვისტოს შედეგები“ წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ცენტრის პერიოდულ ანგარიშს, რომელიც საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის პროექტის ფარგლებში მომზადდა.
2012-09-05
წინასაარჩევნო პერიოდის კვლევის შუალედური ანგარიში
ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის კვლევის შუალედური ანგარიში.
2012-09-05
კახეთი – წინასაარჩევნო დაიჯესტი N 4
26–დან 31 აგვისტოს ჩათვლით, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა რეგიონში დააფიქსირა ამომრჩევლის მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების, ზეწოლის 1 და წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლის მცდელობის 2 ფაქტი.
2012-09-05
მცხეთა – მთიანეთი – წინასაარჩევნო დაიჯესტი N4
26–დან 31 აგვისტოს ჩათვლით, მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა რეგიონში დააფიქსირა ამომრჩევლის მოსყიდვის 1 ფაქტი.
2012-09-04
კონტროლის პალატის საქმიანობა ხუთი თვის განმავლობაში არაკონსტიტუციური იყო - ადამიანის უფლებათა ცენტრმა შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
4 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში, სადაც საარჩევნო პროცესში დაფიქსირებულ კონკრეტულ დარღვევებზეა საუბარი. ადამიანის უფლებათა ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე, სხვადასხვა დარღვევათა შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის საქმიანობაზე, რომელიც თითქმის ხუთი თვის განმავლობაში არაკონსტიტუციურ ფარგლებში მოქმედებდა.
2012-09-03
კახეთი – წინასაარჩევნო დაიჯესტი N3
19–დან 25 აგვისტოს ჩათვლით, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა რეგიონში დააფიქსირა ზეწოლის 7, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის 1, სააგიტაციო საქმიანობაში ხელის შეშლის 1, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის 1, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების 2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1 ფაქტი. პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია 4 ფაქტზე, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
2012-09-03
მცხეთა – მთიანეთი – წინასაარჩევნო დაიჯესტი N3
19–დან 25 აგვისტოს ჩათვლით, მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა რეგიონში დააფიქსირა სამსახურიდან გათავისუფლების 2, წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლის მცდელობის 1, პოლიტიკური ნიშნით სოციალური დახმარების შეწყვეტის 2, ზეწოლის 2, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების 3 ფაქტი. პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია 2 ფაქტზე, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შეხვედრების ჩაშლას ეხება.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას