მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
ჯარი
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
აფხაზურ არმიაში ქართველი მამაკაცების იძულებით გაწვევა გრძელდება
22 ნოემბერი, 2007
აფხაზურ არმიაში ქართველი მამაკაცების გაწვევამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მასიური ხასიათი მიიღო. წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, ქართველები ოჩამჩირისა და სოხუმის სამხედრო ნაწილებში მაინც ხვდებიან. დე ფაქტო მთავრობის შეიარაღებული ძალების რიგებში ამჟამად 52 მამაკაცი მსახურობს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც აფხაზმა ბოევიკებმა გაზაფხულზე, გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებიდან იძულებით, იარაღის გამოყენების მუქარით წაიყვანეს.
რატომ გახშირდა შეიარაღებულ ძალებში მკვლელობის ფაქტები
18 ოქტომბერი, 2007
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს შეაიარაღებული ძალების ქუთაისის მესამე ბრიგადის ჯარისკაცი ლევან სონღულაშვილი გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ვერსიით, სონღულაშვილმა თავი მოიკლა, რასაც კატეგორიულად უარყოფენ გარდაცვლილის ახლობლები. მათი თქმით, სონღულაშვილი გარდაცვალებამდე სასტიკად არის ნაცემი და ტყვიით არის მოკლული, რომელიც მას ზურგიდან ესროლეს.
მოსახლეობა რეზერვისტების მიერ გასროლილ ტყვიებს საცხოვრებელ სახლებში პოულობს
19 სექტემბერი, 2007
ყვარლის რაიონის სოფლების - გრძელიჭალის, ენისელისა და გრემის მოსახლეობა, სოფელ შაქრიანში განთავსებული თელავის რეზერვისტთა ბატალიონის სამხედრო პოლიგონის სხვაგან გადატანას ითხოვს. ამ და უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მოთხოვნით, მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას და თავდაცვის სამინისტროს, მაგრამ უშედეგოდ.
ქართულ ჯარში ჯარისკაცთა მკვლელობის ფაქტები გახშირდა
16 ივლისი, 2007
სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნული მუხლით არის დაწყებული გამოძიება, ქართულ ჯარში, ჯარისკაცთა მკვლელობის თითქმის ყველა ფაქტზე. უბედური შემთხვევები, როგორც ამას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უწოდებენ, ბოლო დროს საგრძნობლად გახშირდა. 13 ივლისს, ზემო აფხაზეთში, სამშვიდობო მისიის შესასრულებლად გაწვეული კიდევ ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა. დედოფლისწყაროს რაიონში მცხოვრები, 21 წლის ლევან ნათათრალაშვილი, სავალდებულო სამხედრო სამსახურს კრწანისის სასწავლო ცენტრში იხდიდა. კოდორის ხეობაში ის და მისი ბატალიონის წევრები 10 დღის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით გაიწვიეს.
კახეთის მოსახლეობა რეზერვისტთა ბატალიონის პოლიგონის გადატანას ითხოვს
3 ივლისი, 2007
ყვარლის რაიონის სოფლების გრემისა და გრძელიჭალის მაცხოვრებლები, მათ მახლობლად არსებული თელავის რეზერვისტთა ბატალიონის სამხედრო პოლიგონის სხვა ადგილზე გადატანას ან უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითხოვენ. მოსახლეობის აღშფოთება რამდენიმე ხნის წინ მომხდარ უბედურ შემთხვევას უკავშირდება. წინასწარი ინფორმაციით, ალექსი ხუცურაულის გარდაცვალების მიზეზი, რეზერვისტთა ტყვიამფრქვევიდან გასროლა გახდა.
ისლამური არმია ტერაქტებით გვემუქრება
31 მაისი, 2007
ერაყის სამშვიდობო ოპერაციებში ქართველების მონაწილეობას ერაყის ისლამური არმია აპროტესტებს. რამდენიმე დღის წინ, მათ საქართველოში მუქარის წერილი გამოგზავნეს, რომლის მიხედვით, თუ ქართული მხარე ამერიკელებთან თანამშრომლობას გააგრძელებს, საქართველოში ტერაქტებს მოაწყობენ.
ქართველი სამხედროების რაოდენობა ერაყში 2000-მდე გაიზარდა
30 მაისი, 2007
2007 წლიდან ერაყისა და კოსოვოს სამშვიდობო მისიებში საქართველოს კონტიგენტი 280-დან 2000-მდე იზრდება. თუ ქართველი მშვიდობისმყოფელები ადრე მწვანე ზოლში პატრულირებდნენ და განაღმვის ოპერაციებს ასრულებდნენ, ამიერიდან წითელ ზოლში გადადიან. ბევრისთვის გაუგებარია, რატომ ზრდის საქართველო კონტიგენტს მაშინ, როცა სხვა ქვეყნებმა თავიანთი სამხედროების რაოდენობა ან მინიმუმამდე შეამცირა, ან ერაყიდან საერთოდ გაიყვანა.
,,ობშიაკს” შეწირული ჯარისკაცი
14 მაისი, 2007
ახალციხის რაიონში, აბის ტყეში მეტყევემ ერთ-ერთი სამასახურეობრივი რიგითი შემოვლის დროს ტყეში შვიდი კილომეტრის სიღრმეში ჯინსის შარვალი, ტყავის ქურთუკი, სამხედრო ფეხსაცმელი და ძვლები იპოვა. გარდაცვლილი ცხრა მარტს ,,ობშიაკის” გამო გაუჩინარებული ჯარისკაცი დანიელ აღლემაშვილი აღმოჩნდა.
ვის ნაკვეთზე დგას ქართული ჯარი
8 მაისი, 2007
ხელისუფლების ინიციატივით, გორი ნელ-ნელა სამხედრო ქალაქი ხდება. ჯერ იყო და ქალაქის ცენტრში სამხედრო ჰოსპიტალი გადმოიტანეს, ახლა სამხედროებისთვის ყაზარმები შენდება და როგორც პრეზიდენტი ამბობს, ისეთი ყაზარმები, რომლებიც ევროპაში საუკეთესო იქნება.
ჯარისკაცის გაუჩინარება „ობშიაკის“ აკრეფას უკავშირდება
20 მარტი, 2007
ჯარისკაცის დაკარგვიდან უკვე ათი დღე გავიდა. შეიწირა თუ არა „ობშიაკის“ აკრეფამ ახალგაზრდას სიცოცხლე კვლავაც გაურკვეველია. ოფიციალური მხარე დუმს, თუმცა ადგილობრივ ტელეკომპანიაში განცხადება დანიელ არლემაშვილის დაკარგვის თაობაზე ყოველ დღე გადის.
საქართველოში ნაღმებზე ყოველ თვე ფეთქდებიან
18 იანვარი, 2007
წლების წინ დანაღმული ტერიტორიები საქართველოს მოსახლეობას დღესაც რეალურ საფრთხეს უქმნის. თითქმის თვე არ გავა, სხვადასხვა რეგიონში ნაღმზე აფეთქების შემთხვევა არ დაფიქსირდეს. უკანასკნელი ინციდენტი კი 14 იანვარს, წყალტუბოს რაიონის სოფელ თერნალში მოხდა.