ჯარი
2010-12-28
შიმშილობის აქცია გმირთა მოედანზე
2010-12-10
WikiLeaks: ამერიკის ელჩი რუსეთში - „ჩვენ ვერ შევაიარაღებთ საქართველოს „გადატვირთვის“ გამო“
თეთრ სახლში პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოსვლის შემდეგ, მისმა
ადმინისტრაციამ საქართველოსთვის სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების
მიყიდვაზე უარი განაცხადა. WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი
ტელეგრამის თანახმად, ამერიკის ელჩი რუსეთში ამტკიცებდა, რომ საქართველოს
მიმართ აშშ-ს სამხედრო დახმარება მიზანშეწონილი არ არის, რადგან ის ჩაშლის
რუსულ-ამერიკულ „გადატვირთვას“.
2010-11-11
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ნაწილში ინციდენტს ადასტურებს, მაგრამ ამტკიცებს, რომ ჯარისკაცებმა ერთმანეთი ცემეს
თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს 4 ნოემბერს შეიარაღებული
ჯარების მეოთხე ბრიგადაში, კერძოდ 42-ე ბატალიონში მომხდარ ინციდენტს.
თუმცა სამინისტრო უარყოფს ჯარისკაცების ცემას ხელმძღვანელი პირების მიერ.
დაახლოებით იმავე შინაარსის ინფორმაცია გაახმაურა სახალხო დამცველმაც,
რომელიც სამხედრო ნაწილში იმყოფებოდა და სიტუაციას უშუალოდ გაეცნო.
2010-10-28
სად მიყავთ რეზერვი?
თავდაცვის სამინისტროს რეზერვის მომზადების პროგრამა არ
გააჩნია და არც ეროვნული გვარდიის სარდალი ჰყავს. ამის მიუხედავად ბაჩო
ახალაიას უწყებამ რეზერვისტების გაწვევა უკვე დაიწყო. რეზერვისტებმა
ვაზიანში შესაბამისი სამედიცინო შემოწმება გაიარეს. თუმცა, როგორც თავად
რეზერვისტები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, სამედიცინო შემოწმება საკმაოდ
მცირე ნაწილმა გაიარა.
2010-10-20
რუსები პერევიდან გავიდნენ, თუმცა, შორს არ წასულან
საერთაშორისო ზეწოლამ შედეგი გამოიღო. პერევში, სადაც 2008
წლის აგვისტოს შემდეგ რუსული საოკუპაციო ჯარი იდგა, დღეს გამნაღმველები
მუშაობენ. ტერიტორიაზე უპრობლემოდ გადაადგილდებიან როგორც ადგილობრივი
ხელისუფლების, ისე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.
თუმცა, როგორც ადგილობრივი გლეხები აცხადებენ, ეს ზოგადად, ვითარებას არ
ცვლის - ოკუპანტები შორს არ წასულან. რუსულმა ძალამ პერევიდან
ჩრდილოეთისკენ, სულ რაღაც ორი კილომეტრით დაიხია უკან.
2010-10-08
დაკარგული ეკიპაჟი
გიორგი რომელაშვილი, ზაზა ბირთველაშვილი და ოთარ
სუხიტაშვილი ერთი ტანკის ეკიპაჟის წევრები იყვნენ. სამივე მათგანი 2008
წლის 8 აგვისტოს დაიკარგა. დაკარგულია თავად ტანკიც - #406. ჰამარბერგის
კომისია მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა გაგრძელდეს.
2010-10-06
ქართველი და აფხაზი ჯარისკაცების შესანდობარი
იმ ემოციური სიტყვებიდან, რაც სოხუმის დაცემის მე-17
წლისთავთან დაკავშირებით მრავლად ითქვა, ყველაზე მეტად გულზე გენერალ
გიორგი ყარყარაშვილის ნათქვამი მომხვდა: „დღეს ჩვენი შეკრება სადღეგრძელოს
ჰგავს. მინდა ჩვენი დაღუპული თანამებრძოლების სულებიც მოვიგონოთ და ჩვენი
ხელით დაღუპულთა შესანდობარიც დავლიოთო.“
2010-10-04
მცოცავი ოკუპაცია, ცრუ განგაში თუ „მოდელირებული“ პროვოკაცია?!
29 სექტემბერს საღამოს გორის რაიონის სოფელ ნიქოზის თემის
საკრებულოში შემავალი სოფლების (ზემო და ქვემო ნიქოზი, ზემი და ქვემო
ხვითი) მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა. ნაციონალური ტელევიზიების მიერ
გავრცელებული ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ზემო და ქვემო
ნიქოზში გადმოიწიეს და 25 ჰა ფართობი დაიკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას
მთელ თემში მხოლოდ ერთი ქალი ადასტურებს, რომელიც თავის მხრივ ამბობს, რომ
ეს ინფორმაცია პოლიციელებმა უთხრეს.
2010-09-17
საქართველოს სამხედრო რეზერვი - გაკვეთილები და გამოწვევები
2006 წელს საქართველოს პარლამენტმა
მიიღო კანონი „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“, რომლის მიხედვითაც
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, კერძოდ კი ეროვნული გვარდია
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად იწყებდა რეზერვისტების
მომზადებას.
2010-09-06
ავღანეთში ქართველი ოფიცერი დაიღუპა, კაპრალმა კი ორივე ფეხი დაკარგა
ავღანეთში მიმდინარე სამხედრო
ოპერაციის დროს თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქების შედეგად 28 წლის ქართველი
ოფიცერი, 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური, უფროსი ლეიტენანტი მუხრან
შუკვანი დაიღუპა.
2010-08-20
რუსეთის ხელისუფლება ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ნაწილის ჩასახლებას აფხაზეთში გეგმავს
რუსეთის ხელისუფლება ხანძრის შედეგად
დაზარალებულების ნაწილის ჩასახლებას აფხაზეთში გეგმავს. ამის შესახებ
„ინტერპრესნიუსს“ რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ნიჟნი ნოვგოროდში
მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილებმა აცნობეს. მათი მტკიცებით, ამ
რეგიონებში მცხოვრებ ხანძრით დაზარალებულებს ხელისუფლება აფხაზეთში
ჩასახლებას დაბეჯითებით ჰპირდება.
2010-08-12
სარაკეტო დანადგარები აფხაზეთში - კრემლის თავხედობის მწვერვალი
რუსეთმა აფხაზეთის ტერიტორიაზე C-300
ჰაერსაწინააღმდეგო ტიპის თავდაცვის სისტემები განალაგა. ამის შესახებ
სააგენტო „იტარ-ტასი“ იუწყება. რუსეთის შეიარაღებული ძალების
გენერალ-პოლკოვნიკის, ალექსანდრე ზელინის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში
ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის საჯარისო ნაწილები განთავსდნენ. გავრცელებულ
ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი გამოეხმაურა
და განაცხადა, რომ აშშ-მ ჯერ კიდევ ორი წლის წინ იცოდა რუსეთის მიერ
აფხაზეთში C-300-ს შეტანის შესახებ.
2010-08-04
„წამო რეზერვში, მაგარია!“ - საზარბაზნე ხორცის ახალი პარტია
ყველას გვახსოვს სატელევიზიო სარეკლამო
რგოლი, რომელსაც ეროვნული ტელევიზიები 2008 წლის აგვისტოს ომამდე
აჩვენებდნენ. ტანკი მოძრაობის წესების დარღვევით შუქნიშანზე წინ უსწრებს
ავტომანქანას, რომლის ახალგაზრდა მძღოლი იხიბლება ტანკის უპირატესობით.
ტანკიდან ამომძვრალი მეორე ახალგაზრდა კი მას ომახიანად მოუწოდებს: „წამო
რეზერვში, მაგარია!“ აგვისტოს ომიდან ორი წლის შემდეგ ახალი მილიტარისტული
კლიპების ბუმია მოსალოდნელი. ხელისუფლებას სარეზერვო სამსახურის შესახებ
კანონში ცვლილებები შეაქვს. პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლებში კი
მილიტარისტული მოწოდებები მატულობს.
2010-07-29
სააკაშვილი „ტოტალურ თავდაცვაზე“ საუბრობს
საქართველოს „ტოტალური თავდაცვა“
სჭირდება, რომლის დროსაც „ყველა სოფელს უნდა შეეძლოს თავისი დაცვა“,
რადგანაც, რუსეთს არ აუღია ხელი თავის ამოცანაზე მთელი ქვეყნის ოკუპაცია
მოახდინოს, განაცხადა სააკაშვილმა 28 ივლისს.
[1] 2
სხვა სიახლეები
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

