ჯარი
აირჩიეთ წელი:
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
2010-10-28
სად მიყავთ რეზერვი?
თავდაცვის სამინისტროს რეზერვის მომზადების პროგრამა არ
გააჩნია და არც ეროვნული გვარდიის სარდალი ჰყავს. ამის მიუხედავად ბაჩო
ახალაიას უწყებამ რეზერვისტების გაწვევა უკვე დაიწყო. რეზერვისტებმა
ვაზიანში შესაბამისი სამედიცინო შემოწმება გაიარეს. თუმცა, როგორც თავად
რეზერვისტები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, სამედიცინო შემოწმება საკმაოდ
მცირე ნაწილმა გაიარა.
2010-10-20
რუსები პერევიდან გავიდნენ, თუმცა, შორს არ წასულან
საერთაშორისო ზეწოლამ შედეგი გამოიღო. პერევში, სადაც 2008
წლის აგვისტოს შემდეგ რუსული საოკუპაციო ჯარი იდგა, დღეს გამნაღმველები
მუშაობენ. ტერიტორიაზე უპრობლემოდ გადაადგილდებიან როგორც ადგილობრივი
ხელისუფლების, ისე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.
თუმცა, როგორც ადგილობრივი გლეხები აცხადებენ, ეს ზოგადად, ვითარებას არ
ცვლის - ოკუპანტები შორს არ წასულან. რუსულმა ძალამ პერევიდან
ჩრდილოეთისკენ, სულ რაღაც ორი კილომეტრით დაიხია უკან.
2010-10-08
დაკარგული ეკიპაჟი
გიორგი რომელაშვილი, ზაზა ბირთველაშვილი და ოთარ
სუხიტაშვილი ერთი ტანკის ეკიპაჟის წევრები იყვნენ. სამივე მათგანი 2008
წლის 8 აგვისტოს დაიკარგა. დაკარგულია თავად ტანკიც - #406. ჰამარბერგის
კომისია მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა გაგრძელდეს.
2010-10-06
ქართველი და აფხაზი ჯარისკაცების შესანდობარი
იმ ემოციური სიტყვებიდან, რაც სოხუმის დაცემის მე-17
წლისთავთან დაკავშირებით მრავლად ითქვა, ყველაზე მეტად გულზე გენერალ
გიორგი ყარყარაშვილის ნათქვამი მომხვდა: „დღეს ჩვენი შეკრება სადღეგრძელოს
ჰგავს. მინდა ჩვენი დაღუპული თანამებრძოლების სულებიც მოვიგონოთ და ჩვენი
ხელით დაღუპულთა შესანდობარიც დავლიოთო.“
2010-10-04
მცოცავი ოკუპაცია, ცრუ განგაში თუ „მოდელირებული“ პროვოკაცია?!
29 სექტემბერს საღამოს გორის რაიონის სოფელ ნიქოზის თემის
საკრებულოში შემავალი სოფლების (ზემო და ქვემო ნიქოზი, ზემი და ქვემო
ხვითი) მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა. ნაციონალური ტელევიზიების მიერ
გავრცელებული ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ზემო და ქვემო
ნიქოზში გადმოიწიეს და 25 ჰა ფართობი დაიკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას
მთელ თემში მხოლოდ ერთი ქალი ადასტურებს, რომელიც თავის მხრივ ამბობს, რომ
ეს ინფორმაცია პოლიციელებმა უთხრეს.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას