21:01, Thursday, 17.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ჯანდაცვა

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2006-12-25
შიდსით ინფიცირებული სისხლის ბანკისგან 200 000 ლარს ითხოვს
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოქალაქე ლამზირა ჩალაძის მიერ ქუთაისის რეგიონული სისხლის ბანკის წინააღმდეგ მიმართული სარჩელის განხილვა გრძელდება.
2006-11-27
ოჯახის მძიმე სოციალურ მდგომარეობას შვილის უბედურებაც ემატება
19 წლის ნათელა ბოლქვაძეს გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება. დიაგნოზის მიხედვით, მას დამწვრობის შემდგომი ნაწიბურები გულმკერდის წინა ზედაპირისა და ეპიგასტინიუმის არეში, ასევე სარძევე ჯირკვლების დეფორმაცია სჭირს. ქედის რაიონის გამგეობა ბოლქვაძეებს მხოლოდ ერთჯერადი, 30 ლარით დახმარებას ჰპირდება. ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი კი მხოლოდ უსინათლო ბებიის პენსია - 38 ლარია.
2006-11-17
ასპინძის რაიონში A ჰეპატიტი დაფიქსირდა
ასპინძის რაიონში დაახლოებით ორმოცამდე მოსწავლეს ინფექციური დაავადება A ჰეპატიტი აღმოაჩნდა. ბავშვების მშობლები დაავადების მიზეზად სასმელ წყალს ასახელებენ, რომელსაც, მათივე განცხადებით, მატლები და ჭიები მოჰყვება. დაბინძურებული სასმელი წყლის პრობლემა რაიონში სიახლეს არ წარმოადგენს. მოსახლეობა თავს ამ მხრივ დაუცველად გრძნობს.
2006-11-17
ცოფის ვაქცინების მარაგი იწურება, ერიდეთ ძაღლებს!
რუსეთ საქართველოს შორის არსებული ბლოკადა მედიკამენტებსაც შეეხო. განსაკუთრებით კი ცოფის საწინააღმდეგო (ანტირაბიულ) ვაქცინებს. საქართველოსთვის ამ პრეპარატის ძირითადი მომწოდებელი სწორედ რუსეთი იყო. ამ ეტაპისთვის კი ბლოკადა არსებობს და ისღა დაგვრჩენია, ვერიდოთ ძაღლებსა და სხვა ცხოველებს.
2006-08-23
ექიმს კიბოს მკურნალობის მეთოდს პარავენ
ექიმმა ლიდა მჭედლიშვილმა კიბოს განკურნების უნიკალური მეთოდი აღმოაჩინა. მისი მრავალწლიანი მუშაობა წარმატებით დასრულდა. როგორც თავად ამბობს, მისი აღმოჩენის მითვისებას სხვა ცდილობს. მან სიტუაციაში გარკვევისთვის არაერთ უწყებას მიმართა. მისი აღმოჩენით კერძო პირები დაინტერესდნენ და საკუთარი წინადადებები შესთავაზეს. ექიმი კი ამ ეტაპისთვის არანაირ შეთავაზებას არ ღებულობს და სამედიცინო ეთიკის კომისიას სთხოვს, მისი სტატუსის განსაზღვრაში დაეხმაროს.
2006-08-01
გურულების სასწრაფო სამედიცინო დახმარების იმედი ხანგრძლივ ლოდინში ილევა
ბოლო დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიმართ საყვედურები ხშირად ისმის, განსაკუთრებით რეგიონებში. 19 ივლისს ლანჩხუთში მომხდარ ავარიის დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება 40 წუთის დაგვიანებით მოვიდა.
2006-07-11
ლაგოდეხში მალარია მძვინვარებს
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჰერეთისკარში, მიმდინარე წელს მალარიის 50-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. თითქმის ყოველ მეორე ოჯახში მალარიით დაავადებული ავადმყოფია.
2006-05-24
ხელვაჩაურის მოსახლეობა სუფთა ჰაერს ითხოვს
ხელვაჩაურის მცხოვრებლები ასფალტის 5 საწარმოს გამონაბოლქვსა და მძაფრ სუნს უჩივის. აჭარის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს არ გააჩნია ბაზა, რომ დადგინდეს რამდენად დაბინძურებულია და რამდენად საშიშია მოსახლეობისთვის იქ ცხოვრება.
2006-03-02
„მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმების“ ილუზიას 26 წლის ნათიას ჯანმრთელობა ეწირება
საბერძნეთში ჩასასვლელად უღრან ტყეებში სიარულისა და 21 დღიანი შიმშილობისაგან ტუბმენინგიტითა და ფილტვების ტუბერკულიოზით დაავადებული, სმენადაკარგული 26 წლის ნათია ბრეგვაძე მზად არის ტრეფიკიორთა ჯგუფი ამხილოს.
2006-02-24
SOS - რადიაცია (ნაწილი მესამე)
საზოგადოებისათვის დღემდე უცნობია თუ რა ტიპის მხუთავი გაზები ამოიფრქვა ნიადაგიდან და რა მომწამვლელ ნივთიერებებს სუნთქავდა საგარეჯოს რაიონის მოსახლეობა 2004 წლის 10 სექტემბერს ნინოწმინდის №100-ე ჭაბურღილზე მომხდარი კატასტროფისას.
2006-02-21
SOS - რადიაცია (ნაწილი მეორე)
ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების მასობრივად მომრავლება საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში შეიმჩნევა.
2006-02-14
SOS - რადიაცია (ნაწილი პირველი)
ჯანმრთელობის საგრძნობლად გაუარესებისა და რამდენიმე ფიზიკური და გონებრივი ნაკლის მქონე ბავშვის დაბადების შემდეგ, სიღნაღის რაიონის მკვიდრთ ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ 9 წლის გიორგის ინვალიდობა ტერიტორიაზე მიმოფანტულმა მომწამლავმა ნივთიერებებმა გამოიწვია.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები