14:55, Saturday, 01.11.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ჯანდაცვა

აირჩიეთ წელი: 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2007-12-28
„გამოძიება არ არის დაინტერესებული, რომ 7 ნოემბერს დაზარალებულების საქმე ბოლომდე მიიყვანოს“
7 ნოემბრის დარბევის შედეგად დაზარალებული ვახტანგ ინასარიძე და ნიკა დიდიშვილი  დღემდე საავადმყოფოში იმყოფებიან. მათ შესახებ www.humanrights.ge უკვე წერდა.
2007-12-18
თურქეთში მომხდარი ავარიის მსხვერპლი მძღოლს უჩივის
ზვიად აბუსერიძე, გასულ წლის 13 დეკემბერს თურქეთში, ქალაქ სამსუნგში მომხდარი ავარიის შედეგად დაზარალდა. მას შემდეგ ის საწოლსაა მიჯაჭვული. მას  დაუყონებლივ ესაჭიროება ოპერაცია საზღვარგარეთ. თუმცა ოჯახს ამისთვის საჭირო თანხები არ მოეპოვება. აბუსერიძეები მძღოლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ.

2007-12-13
ფოთის მოსახლეობა საზღვაო ნავსადგურში ალუმინის ოქსიდის გადამუშავებას აპროტესტებს
ფოთის საზღვაო ნავსადგურში ალუმინის ოქსიდის, კრინკერისა და ბოქსიტის გადამუშავებას მოსახლეობა უკვე რამდენიმე წელია რაც აპროტესტებს. დავა იმის შესახებ, თუ რამდენად მავნებელია ამ ქიმიური ნაერთის  შემადგენლობა ადამიანის ჯანმრთელობისათვის, მოსახლეობასა და შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ ადმინისტრაციას შორის დღესაც აქტუალურია.
2007-11-29
პაციენტები ექიმს არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებენ
გურჯაანის რაიონული საავადმყოფოს ექიმ – პროქტოლოგ ლალი ქიტესაშვილს პაციენტები არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებენ. რამდენიმე ავადმყოფი მისგან განმეორებითი ოპერაციების გასაკეთებლად საჭირო ფულს ითხოვს და ექიმის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. დაზარალებულები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სთხოვენ, ქიტესაშვილს ექიმად მუშაობის უფლება შეუჩერდეს.

2007-11-08
,,ეჭვი მეპარება, რომ მსხვერპლი არ ყოფილა“
მასობრივი მოწამვლის შემდეგ საავადმყოფოები ხალხით გადაიტენა. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ჰქონდა მცდელობა დაზარალებულები მოენახულებინა, მაგრამ  ,,რესპუბლიკურ“ საავადმყოფოში მოწამლულებთან შესვლაზე უარი გვითხრეს, მიზეზი უპრეცენდენტო იყო - ბევრი ხალხია და ვერ დაეტევითო.
2007-10-30
ქართულ-ოსურ სოფელ ხურვალეთში წყალს ითხოვენ -მიმხედავი კი ჯერ არ ჩანს
გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლას დახურვა ემუქრება. ამ სკოლაში ბავშვების რაოდენობა მკვეთრად მცირდება. ოსი ეროვნების ბავშვები სასწავლებლად ოსურ სოფლებში მიდიან, რადგან იქ თურმე უფრო უკეთესს საჩუქრებს არიგებენ.
2007-10-24
„სუფთა ჰაერი გვინდა ვისუნთქოთ“ - ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ყურადღების ნაკლებობაზე ჩივიან
საღამოს ექვსი საათი ის დროა, როცა ამ დაწესებულებაში „ძირითადი შემადგენლობის“ გარდა მხოლოდ მორიგე ექიმი, დაცვა და ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელია დარჩენილი. სიჩუმეა. ყველა კონკრეტული საქმითაა დაკავებული.  ვახშამი დამთავრებულია, სეირნობაც მორჩა და ახლა დაძინებამდე დარჩენილი რამდენიმე საათი ყველას სხვადასხვანაირად გაჰყავს.

2007-10-23
ახალციხეში წვიმის მოსვლა დღესასწაულად იქცა
ახალციხის საბარგო სადგურის დასახლებას (სხვანაირად, ,,ტავარს”) რამდენიმე ათეული წელია, წყლის პრობლემა აქვს. რკინიგზის საბარგო სადგური ახალციხიდან სამი კილომეტრით არის დაშორებული. მოსახლეობა აქ 1961 წლიდან ცხოვრობს. აქ სარეცხს წვიმის წყლით რეცხავენ...

2007-10-23
ანაკლიელი გლეხები მიწის დათმობას არ აპირებენ
შავიზღვისპირა სოფლის მოსახლეობა მიწების გასხვისების მცდელობას რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან აპროტესტებს. ანაკლის მოსახლეობა აუქციონზე გატანილი იმ 25 ჰექტარი მიწის ფართობის გაყიდვას ეწინააღმდეგება, რომლითაც იგი წლების განმავლობაში სარგებლობდა. ანაკლიელი გლეხები საპროტესტო აქციის გამართვას თბილისში, სახელმწიფო კანცელარიის შენობასთანაც გეგმავენ და საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას მოითხოვენ.

2007-10-03
ზუგდიდში ფსიქიურად დაავადებული ახალგაზრდა ქალი დედამ ბნელ ოთახში გამოკეტა
ქეთევან ყურუა დედამ ბნელ ოთახში სამი წლის წინ ჩაკეტა, დანგრეულ ხის კარებს ურდული საგულდაგულოდ დაადო და დაავადებული შვილის დაცვას ამ გზით შეეცადა. 32 წლის ახალგაზრდა ქალი მძიმე ავადმყოფობას 7 წლის მანძილზე უშედეგოდ ებრძვის. იგი პარანოიდული შიზოფრენიით არის დაავადებული. ციალა კვატანიას ქალიშვილის სტაციონარში გადაყვანა არ სურს. დედა შიშობს, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ქეთევანს ინექციით მოკლავენ.
2007-09-27
დასისხლიანებულმა პაციენტმა მთელი ღამე დაბმულმა გაატარა
34 წლის ვართან გასპარიანს ასათიანის სახელობის ფსიქიატრიული სავადმყოფოდან 8 ოქტომბერს უპირებენ გაწერას. მისი ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ მისი სახლში გაჩერება საშიშია – ცოტა ხნის წინ მან ინსულტით ავადმყოფი, მწოლიარე დედა იატაკზე დაანარცხა. ვართან გასპარიანის ძმები მუშაობენ. ავადმყოფს, სახლში მიმხედავი არავინ ეყოლება. საავადმყოფოში კი აცხადებენ, რომ ახალი კანონი მათ არ აძლევს პაციენტის დაწესებულებაში 45 დღეზე მეტ ხანს გაჩერების უფლებას.
2007-09-20
ლიმონათ "იმედს" ანტისანიტარიაში ამზადებენ
ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის #138-ში მდებარე სანიტარული ზედამხედველობის შენობის ნაწილი ინდმეწარმე ოთარ კაიკაციშვილს აქვს ნაქირავები. კაიკაციშვილი ერთ ოთახსა და სააბაზანოში, არაჰიგიენურ პირობებში ლიმონათ „იმედს“ ამზადებს.
2007-09-19
"მეექვსე პალატა" - ფსიქიატრიულებში პაციენტებს კვლავ სცემენ
თუ სადმე ყური მოჰკარით, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მედდამ ქოში გაიხადა და პაციენტს თავში ურტყა, ნუ დაარქმევთ ამ ამბავს ჭორს. ეს ნამდვილი ამბავია, რომლის მსგავსი ფაქტებიც დღეს, 21-ე საუკუნეში ხდება საქართველოში.
2007-08-29
ნაგვის ბუნკერად გადაქცეული სურსათის ბაზარი
ახალციხის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია ნაგავსაყრელადაა ქცეული, ცოტა ხანში კი უყურადღებობის გამო, ის შესაძლოა ტუბერკულოზის გავრცელების კერადაც იქცეს.
2007-08-16
ახალციხელები ცოფის საწინააღმდეგო აცრაში 21 ლარს ვერ იხდიან
"პოლიკლინიკაში აცრა 21 ლარი ღირს. სულ მცირე - სამი ვაქცინაციაა საჭირო დაკბენის შემთხვევაში. მე ამის საშუალება არ მქონდა და გავრისკე. ძაღლს ყოველ დილით ვამოწმებდი - ცოცხალი იყო თუ არა. საბედნიეროდ, ცხოველს ცოფი არ აღმოაჩნდა", - ამბობს ოთარ აწყურელი, რომელიც მაწანწალა ძაღლმა დაკბინა.
2007-07-25
ვინ იცავს ექიმთა და პაციენტთა უფლებებს
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული პაციენტთა უფლებების დაცვის ცენტრი წელიწადზე მეტია ფუნქციონირებს. ამ ცენტრის მთავარ ექსპერტს, ირმა მანჯავიძეს საჭირო სიტუაციაში საუკეთესო გამოსავლად (როგორც ექიმებისათვის, ასევე პაციენტებისათვის) საკუთარი უფლება-მოვალეობების სათანადოდ ცოდნა მიაჩნია.
2007-07-02
სტიქიის შედეგად დაზარალებული პრეზიდენტს დახმარებას სთხოვს
ზუგდიდში, სოფელ ოდიშში მცხოვრები მაიორ ქებურია დახმარებას ითხოვს. წერილობითი თხოვნით მან ერთხელ უკვე მიმართა ქვეყნის პრეზიდენტს, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, თხოვნამ მისთვის სასურველი შედეგი ვერ მიიღო და ცოტა ხნის წინ მეწყერმა გაანადგურა. პრეზიდენტისგან ის სწორედ ალტერნატიულ საცხოვრებელ ადგილს ითხოვდა, პასუხად კი წალკაში, თეთრწყაროში ან ახმეტაში გადასახლება შესთავაზეს, რაზედაც ქებურია უარს აცხადებს.
2007-06-30
სოფელი უფლისციხე კვლავ ეპიდემიის საფრთხის წინაშეა
გორის რაიონის სოფელ უფლისციხის მოსახლეობა კვლავ ეპიდემიის საფრთხის წინაშეა. ეპიდემიის საშიშროებას სოფელში არსებული მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა ქმნის. ზაფხულის დადგომასთან და გადაუღებელი წვიმების შედეგად ფეკალური მასა წყლით გავსებული საკანალიზაციო ჭებიდან კვლავ ამოდის და მოსახლეობის ეზოებში და ჭებში ჩადის.
2007-06-13
აქტიფედი - „კაიფის“ იაფი საშუალება
გორში უკვე მწვავე პრობლემად იქცა ერთი შეხედვით უსაფრთხო წამალი - აქტიფედი. ბავშვისთვის განკუთვნილ, ამოსახველებელ საშუალებას, ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებლებმა ახალი დანიშნულება მოუძებნეს. აქტიფედს „მარგანცოვკაში“ და რუსულ ასპირინში გარევის შემდეგ დანიშნულება ეცვლება.
2007-05-01
მიკრობები სასმელ წყალში
ადიგენის რაიონის მოსახლეობა დაბინძურებულ და მიკრობებით სავსე წყალს სვამს. წყლის დაშვებული ნორმა 10 რიცხვით არის განსაზღვრული. ახლა კი კოლიენდიქსიის ანუ წყლის შემაფასებელი რაოდენობა 460 –ია, რაც დაშვებულ ნორმას 46 - ჯერ აღემატება.
[1] 2
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC