15:17, Wednesday, 22.10.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ჯანდაცვა

აირჩიეთ წელი: 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2008-12-11
ლეიკემიით დაავადებული გოგონა დახმარების მოლოდინშია
სოფიო შენგელია ლეიკემიით არის დაავადებული. სისხლში თრომბოციტოპენია მას სამი წლის ასაკში გამოუვლინდა. იგი ახლა 22 წლისაა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ქიმიოთერაპიით ხანგრძლივმა მკურნალობამ სხეულის სხვა ორგანოების დაავადებაც გამოიწვია. ქირურგიული ოპერაციისა და მკურნალობისათვის საჭირო თანხები კი შენგელიების ოჯახს არ გააჩნია.

2008-12-02
პაციენტებს მკურნალობაზე უარს ეუბნებიან
დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრი დაზღვეულ პაციენტებს, რომლებიც გეგმიურ სამედიცინო შემოწმებას საჭიროებენ, მკურნალობაზე უარს ეუბნება. მიზეზი სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაი“-ს დავალიანებაა, 350 ათასი ლარი.

2008-11-27
სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე...
ონკოლოგიური ავადმყოფები მკურნალობას ვეღარ შეძლებენ

ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ონკოლოგიური ავადმყოფები ზარალდებიან. სახელმწიფოს მხრიდან ამ დაავადების მკურნალობისათვის წლების განმავლობაში გამოყოფილი 70%-იანი დაფინანსების მოდელი აღარ არსებობს. ჯანდაცვის სამინისტროში დაგეგმილი ცვლილებების შემდეგ მხოლოდ რამდენიმე კონკრეტული პროგრამა დაფინანსდება. თანადაფინანსების ძველი მოდელი იმოქმედებს 60 წელს გადაცილებულ პაციენტებზეც. იმ ადამიანებმა კი, რომლებიც ამ კატეგორიებში ვერ ხვდებიან, საკუთარ ჯანმრთელობაზე თავად უნდა იზრუნონ. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ასეთი პაციენტების რაოდენობა საქართველოში 35%-ზე მეტია.

2008-11-03
ვაქცინაციის ირგვლივ სკანდალი „არასწორი ინფორმაციის გამო ატყდა“
წითელასა და წითურას ვაქცინით 26-ე პოლიკლინიკაში პირველ დღეს 210 ადამიანი აიცრა, მეორე დღეს - 180, მესამე დღეს - 22, მეოთხე დღეს - 6... აცრილთა რაოდენობა დღითიდღე მცირდებოდა. ამის მიზეზი ის სატელევიზიო სიუჟეტები გახდა, რომლებიც ვაქცინაციის შემდეგ საავადმყოფოში მოთავსებული ბავშვების შესახებ გადაიღეს. ამან წითელასა და წითურას ვაქცინის მიმართ საზოგადოებაში შიში და უნდობლობა გამოიწვია.

2008-10-21
"გენერალური გეგმა" შესრულდა - 300 ზუგდიდელი მედიკოსი უმუშევარი დარჩა
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის ბრძანებით "ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის" განსახორციელებლად ზუგდიდში არსებული 4 სამედიცინო დაწესებულება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად _ 1000 აშშ დოლარად შპს "ბლოკ-ჯორჯიას" გადაეცა. მათ შორისაა "ზუგდიდის ცენტრალური საავადმყოფო", რომლის აქციათა 10%-ის მფლობელი მედიკოსები არიან. საავადმყოფოს გასხვისების წინააღმდეგ სწორედ ისინი გამოდიან. ექიმებმა საპროტესტო აქცია უკვე ორჯერ გამართეს.

2008-10-15
ფსიქიატრიულებში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, ადამინის უფლებები კვლავაც ირღვევა
ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მიღებული ცვლილების და რეფორმების მიუხედავად, ადამიანის უფლებები კვლავაც ირღვევა. წამება, არაადამიანური მოპყრობის ფაქტები საქართველოს ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მაინც ფიქსირდება. ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ოფისში ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საზოგადოებრივი საბჭოს მოხსენების პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში არსებულ მდგომარეობას შეეხება.

2008-09-22
დევნილს სასწრაფო მკურნალობა ესაჭიროება
ზემო აფხაზეთიდან დევნილ ნიკიფორე სამსიანს მძიმე ავადმყოფობის გამო უკვე რამდენიმე დღეა გადაადგილება უჭირს. ძველი კოოპერატივის შენობაში შეხიზნულ შუა ხნის კაცს იმედი აქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ხელისუფლების ყურადღების ღირსი გახდება.  სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობაში, რომელიც სექტემბრის დასაწყისშია გაცემული, მითითებულია, რომ სამსიანი გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებს. 

2008-08-21
ომი, რომელიც ადამიანების გონებაში მუდამ გაგრძელდება
რესპუბლიკურ საავადმყოფოს მთავარი შესასვლელის მხრიდან რომ შეხედავ, უცნაურს ვერაფერს შეამჩნევ, ვერც იმას იფიქრებ, რომ საქართველოში ომია. მოუარეთ და გვერდიდან შედით. აი იქიდან, “მიმღები” რომ აწერია. იქ სხვა სურათი დაგხვდებათ. ხალხი პატარ-პატარა ჯგუფებად დგას. ადამიანები ერთმანეთს უყურებენ და დაძაბულად დუმან. ზოგი შესასვლეთან გაკრულ დაჭრილთა სიებს აკვირდება, ეძებს... ომის ანაბეჭდი ყველა სახეზე იკითხება. ტირილის ხმასაც გაიგებთ. ჩვენც გავიგეთ... ახალგაზრდა ბიჭი “ბარდიურზე” იჯდა და ბეტონის ბოძს მიფარებული ხმამაღლა ქვითინებდა... შესვლა გვიჭირს, გვეშინია... განა რამე გვითქვამს ერთმანეთისთვის, ისედაც გასაგები იყო, ერთმანეთს გადავხედეთ და შევედით.
2008-08-01
ზუგდიდის #4 საპყრობილეში პატიმარი შიმშილობს
სენაკის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგმა სოსო მაქაცარიამ ზუგდიდის #4 საპყრობილეში შიმშილობა გუშინ გამოაცხადა. გუშინ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და სამართალდამცავებმა იგი დარბაზიდან აიყვანეს. სოსო მაქაცარიას ბრალი ს.ს.ს. კოდექსის 116-ე მუხლის I ნაწილით, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში ედება. საქმე ეხება 10 თვის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებულ ქართლოს ესებუას, რომელსაც მაქაცარიამ ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარა და რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში მიყვანიდან 5 საათში გარდაიცვალა. ექიმი თავს დამნაშავედ არ ცნობს და მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

2008-07-21
სამცხე-ჯავახეთში ამბულატორიებს აწესრიგებენ
,,ამბულატორია ყველა სოფელში”, - ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო   დაპირება ჯერ შესრულების პროცესშია, რომელსაც პრობლემები და  გაურკვევლობები ახლავს თან. საბჭოურ პერიოდში თითქმის ყველა სოფელში ამბულატორია იყო, სადაც ექიმებს არა მარტო პირველადი დახმარების სრულფასოვნად გაწევა, არამედ მშობიარეების მიღებაც შეეძლოთ.

2008-07-14
ექიმები ბომბზე სხედან - მათი დიდი ნაწილი, შესაძლოა, უმუშევარი დარჩეს
ჟურნალისტური მოკვლევა

ჯანდაცვის სფეროში რეფორმის დაწყებას ექიმების საწინააღმდეგო კამპანია უძღვოდა წინ. ალბათ, ყველას გახსოვთ, როგორ გადიოდა თითქმის ყველა ტელევიზიის ეთერში თითქმის ყოველ დღე სიუჟეტები იმის შესახებ, თუ როგორ იღუპებოდნენ პაციენტები ექიმების დაუდევრობის გამო. თავად ექიმების თქმით, ასეთი ფაქტები ყოველთვის ხდებოდა. თუმცა ისინი მხოლოდ მაშინ გაახმაურეს, როდესაც ეს ვიღაცას დასჭირდა.

2008-07-10
გაჩუქებული საავადმყოფოების საგა
მიიღებს თუ არა ხელისუფლება „სამედიცინო რევოლუციას“?

ჟურნალისტური მოკვლევა

ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის განხორციელება ხმაურით დაიწყო, ამ თემის  ირვლივ ბევრი დაიწერა და ითქვა. თუმცა, რა შედეგი მოჰყვება მთელი საქართველოს მასშტაბით საავადმყოფოების „დიდ გასხვისებას“, ჯერ არავინ იცის. ჩვენ შევეცადეთ ამ მოკვლევაში ყველა მხარის პოზიცია შეგვეგროვებინა და დაგვეხატა ის საერთო სურათი, რაც ჯანდაცვის სფეროში ამ ყიდვა-გაყიდვის შემდეგ შეიძლება გამოიკვეთოს. ექიმები, რომელთა დიდ ნაწილს შემცირება ემუქრება, „სამედიცინო რევოლუციით“ იმუქრებიან.

[1] 2
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC