ჯანდაცვა
2010-11-15
ხელისუფლების სპონსორი „მადნეული“ გარემოს „ისტორიულად აბინძურებს“
გარემოს დამცველები წლებია, საუბრობენ საწარმო „მადნეულის“
ნარჩენებით ბოლნისის მდინარეების - კაზრეთულასა და მაშავერას
დაბინძურებაზე. ერთ-ერთი ბოლო სერიოზული დაბინძურება მათი და ადგილობრივი
მოსახლეობის ცნობით, 2010 წლის მაისის-ივნისში მოხდა.
2010-11-08
პოლიკლინიკა წყლის გარეშე
პრეზიდენტის 678-ე განკარგულებით, რომელიც 2010 წლის 19
ივლისით თარიღდება, ხონის პოლიკლინიკა - შპს „ესკულაპე“ პირდაპირი მიყიდვით
სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“ გადაეცა. სადაზღვევო კომპანიის ინიციატივით,
ამ შენობაში, ოცსაწოლიანი სტაციონარული მომსახურების სამედიცინო ცენტრი
უნდა განთავსებულიყო. პირობაში ასევე მითითებულია, რომ საავადმყოფო ყველა
ნორმისა და სალიცენზიო პირობის დაცვით ექსპლუატაციაში 2011 წლის დეკემბერში
უნდა შევიდეს.
2010-09-30
„სოციალური საცხოვრისის“ მიღმა დარჩენილი უმწეოები არაობიექტურობაზე ჩივიან
გულნაზ მამულაძე, ერთ-ერთია, ვინც პროექტში „სოციალური
საცხოვრისი კეთილგანწყობლ გარემოში“ მონაწილეობა მიიღო. თუმცა,
იმედგაცრუებული დარჩა. იგი თვლის, რომ საცხოვრებელი ბინები რიგ ოჯახებს
არაობიექტურად გადაეცა. თვითონ კი საცხოვრისის მიღმა დარჩა.
2010-09-07
კურორტი მენჯი სულს ღაფავს
ერთ დროს „ყავარჯნების სამარედ“
წოდებული ბალნეოლოგიური კურორტი მენჯი დღეს მთლიანად განადგურებულია. მისი
ნგრევა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. თავდაპირველად მენჯის სანატორიუმს იქ
ჩასახლებულმა „მხედრიონელებმა“ და გვარდიელებმა მიაყენეს ზიანი.
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ კი, ნახევრად გაპარტახებული
სანატორიუმის ცალკეულ შენობებში აფხაზეთიდან დევნილები ჩაასახლეს.
სამოქალაქო ომს გადარჩენილი ქონება კურორტის გულგრილი დირექტორების მადას
შეეწირა.
2010-07-02
სასამართლომ რეპრესირებულ მოქალაქეს პენსიის დანიშვნაზე უარი უთხრა
„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მოქალაქე ლიდია ლომთათიძე დაუკავშირდა. მამამისი, დიმიტრი ლომთათიძე პოლიტიკურ მსხვერპლად არის აღიარებული. ლიდია და მისი ძმა, ანატოლიც მამამისის გადასხლებაში ყოფნის დროს დაიბადნენ. თუმცა, ძმისაგან განსხვავებით, ლიდია ლომთათიძე რეპრესირებულის პენსიას ვერ იღებს.2010-06-21
ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების უფლებათა დარღვევები საქართველოში
ქვემოთ მოყვანილი ფაქტები
გამოვლენილია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ პროექტზე - „იურიდიული
დახმარება ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისათვის“ მუშაობისას.
პროექტი, რომელსაც აფინანსებდა ფონდი ABILIS-ი (ფინეთი), გრძელდებოდა 8
თვე და ამ დროისთვის დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში „ადამიანის
უფლებათა ცენტრი“ უფასო იურიდიულ დახმარებას უწევდა ფსიქიკური პრობლემების
მქონე ადამიანებს და მათ ნათესავებს. გაწეულია 90–ზე მეტი კონსულტაცია.
რიგი საქმეები გადაეცა სასამართლოს. ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობდა
ფსიქიატრიული სერვისების მომხმარებლებთან და იმ ორგანიზაციებთან, სადაც
ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები არიან ჩართულნი. პროექტის
ფარგლებში ჩატარდა დახურული ფსიქიატრიული საავადმყოფოების მონიტორინგი,
დავათვალიერეთ რეაბილიტაციის ცენტრები.
2010-06-07
იშვიათი ვირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
[1] 2
სხვა სიახლეები
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

