კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯანდაცვა

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

„არ გვინდა, საავადმყოფოების ადგილზე რესტორნები აშენდეს“

23 აპრილი, 2010
„ალბათ ქართველი ხალხი მადლიერი იქნება მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის სფეროში სერიოზული რეფორმა განხორციელდეს. სულ რამდენიმე წელიწადში საქართველოში ჩვენ გვექნება განახლებული საავადმყოფოები და მაქსიმალური პირობები, რათა როგორც ექიმებმა, ისე პაციენტებმა თავი კომფორტულად იგრძნონ“, - ეს განცხადება ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა სამი წლის წინ, ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის პრეზენტაციაზე გააკეთა. ამ განცხადებას საქართველოში საავადმყოფოების პრივატიზაციის პროცესის დაწყება მოჰყვა, რომელიც მოგვიანებით კრახით დასრულდა.

საქართველოში არსებობენ ადამიანები, ვისაც პენსია 2,50 ლარი აქვთ

14 აპრილი, 2010
58 წლის ბეჟან ბადუაშვილი მეორე ჯგუფის ინვალიდია, თუმცა სხვისი ინტერესებიდან გამომდინარე, მესამე ჯგუფში აღმოჩნდა და კუთვნილი პენსია, რომელიც „სამხედრო მომსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის თანახმად, 2002 წელს დაენიშნა, 2007 წლის 1 სექტემბერს მოეხსნა. მას შემდეგ მისი პენსიის რაოდენობა თვეში მხოლოდ 9,07 ლარს შეადგენს. ამ ფაქტს ჯანდაცვის სამინისტრო ბეჟან ბადუაშვილისთვის მიწერილ პასუხში შემდგენაირად ხსნის: „რადგანაც თქვენ მორიგი სამედიცინო შემოწმების შედეგად დაგიდგინდათ ზომიერად გამოხატული შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსი, შესაბამისად, კომპენსაციის გაცემაც შეგიწყდათ 2007 წლის 1 სექტემბრიდან, ვინაიდან „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი, რომელიც ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრიდან, აღარ ითვალისწინებს ზომიერად გამოხატული შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსის გამო სახელმწიფო კომპენსაციის გაგრძელებას ან დანიშვნას“.