კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯანდაცვა

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების უფლებათა დარღვევები საქართველოში

21 ივნისი, 2010
ქვემოთ მოყვანილი ფაქტები გამოვლენილია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ პროექტზე - „იურიდიული დახმარება ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისათვის“ მუშაობისას. პროექტი, რომელსაც აფინანსებდა ფონდი ABILIS-ი (ფინეთი), გრძელდებოდა 8 თვე და ამ დროისთვის დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ უფასო იურიდიულ დახმარებას უწევდა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს და მათ ნათესავებს. გაწეულია 90–ზე მეტი კონსულტაცია. რიგი საქმეები გადაეცა სასამართლოს. ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობდა ფსიქიატრიული სერვისების მომხმარებლებთან და იმ ორგანიზაციებთან, სადაც ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები არიან ჩართულნი. პროექტის ფარგლებში ჩატარდა დახურული ფსიქიატრიული საავადმყოფოების მონიტორინგი, დავათვალიერეთ რეაბილიტაციის ცენტრები.