14:34, Tuesday, 02.09.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კორუფცია

აირჩიეთ წელი: 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2007-10-26
,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გორის საკრებულო კორუფციულ გარიგებაში ამხილა
,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" შიდა ქართლის ოფისს ხელთ ჩაუვარდა დოკუმენტი, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ გორის ახალი საკრებულო 2007 წლის 30 აგვისტოს ტენდერში გამარჯვებულ საეჭვო კომპანია ,,გალავანი 2007"-თან თანამშრომლობას აგრძელებდა. ეს ის კომპანიაა, რომელზეც შიდა ქართლის ოლქის პროკურორი დავით საყვარელიძე 2007 წლის 12 სექტემბრის ბრიფინგზე საუბრობდა. პროკურატურა ყოფილ გამგებელს, ვასილ მახარაშვილს სწორედ იმაში სდებდა ბრალს, რომ მან 30 000 ლარი უკანონოდ გადაურიცხა შპს ,,გალავან 2007"-ს, რომელიც დაკავებული გამგებლის სიმამრის, ირაკლი მელაძის საკუთრებაა.

2007-10-23
ყვითელი ავტობუსების უბილეთო მგზავრები
სად გაქრნენ ყვითელი ავტობუსების კონდუქტორები? რატომ არ ყიდიან მძღოლები ბილეთებს და საერთოდ, რა საჭირო იყო ავტობუსებში ბილეთების შემოღება, თუკი მათ არავინ ყიდულობს? ამ კითხვებით „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ შპს „თბილისის ავტობუსს“ მიაკითხა.
2007-10-04
ახალი გუბერნატორი ქონების ჩამორთმევის კამპანიას სხვა გზებით აპირებს
შიდა ქართლში მომხდარი საკადრო ცვლილებების მიუხედავად, საჯარო ინფორმაციის მიღება მაინც ჭირს. საქმეს ართულებს სამართალდამცავ სტრუქტურებში რაიონის გამგეობის მთელი დოკუმენტაციის წაღება. ჟურნალისტები მართალია ამბობენ, რომ ადმინისტრაციულ შენობაში შეშვება პრობლემას აღარ წარმოადგენს, თუმცა იქ შესვლას რა აზრი აქვს, როცა იქიდან ვერანაირ ოფიციალურ დოკუმენტს ვერ წაიღებს ვინმე.

2007-09-15
"კულტურული" ძარცვა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ფულის კეთების მეტად მოხერხებული სქემაა შემუშავებული – ხან ვითომ ტრენინგზე ჩამოსული სტუმრებისათვის გამოყოფენ თანხას და შემდეგ ამ ფულით გამგეობის თანამშრომლები კაფე-საღამოებს აწყობენ, ხან სხვა "სახელმწიფოებრივი" მიზნებისათვის იწერება თანხის გამოყოფის ბრძანება და შემდეგ ეს თანხაც უკვალოდ იკარგება.
2007-08-07
,,ხალხის'' ბაზარი იყიდება
გორის სკანდალური ბაზარი ისე იყიდება, მის ძველ მეპატრონეს ჯემალ წიკლაურს არაფერს ეკითხებიან. ბაზრის გაყიდვის ფაქტს ბაზრის ამჟამინდელი დირექტორი, ანზორ კაჭკაშვილიც ადასტურებს.
2007-08-02
დიდი ფლანგვა - სად მიდის სახელმწიფო ფული გორის რაიონში?
გორის რაიონში სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვის ფაქტზე შიდა ქართლის პროკურატურა უკვე წელიწადზე მეტია გამოძიებას ატარებს. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტური მოკვლევის შედეგად, 2004-2006 წლებში, გორის მაღალჩინოსნების მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვის ფაქტები რეალურად დასტურდება
2007-08-01
რატომ ახდევინებენ გორში ტურისტებს მუზეუმის ბილეთში შვიდი ლარით მეტს?
წელს გორის ქუჩებში უცხოელი ტურისტები არნახულად მომრავლდნენ. ინგლისელები, ამერიკელები, პოლონელები, უკრაინელები - სტალინის ძეგლისა და სახლ-მუზეუმის დასათვალიერებლად თითქმის ყოველდღე მიდიან. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობისგან განსხვავებით, ეს ‘სიამოვნება’ მათ უფრო ძვირი უჯდებათ.
2007-07-23
სახეცვლილი და გეგმაშეუცვლელი ბიუჯეტი
17 ივლისის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა სხვა სხდომებისგან განსხვავებით მხოლოდ 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო. საკრებულოს .თავმჯდომარის მოადგილემ ნუკრი პაპუნაშვილმა 15 წუთით დაგვიანებისთვის ბოდიში მოიხადა.
2007-07-12
ძმა ძმისთვისაო...
შიდა ქართლის სამხარეო აპარატში კადრები კვლავ "შენ-ჩემობის" პრინციპით ინიშნება. გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, რწმუნებულის მოადგილედ რაიონის გამგებლის მოადგილე დავით კეკელიშვილი გადაიყვანეს. გამგეობის აპარატში მუშაობის დროს დავით კეკელიშვილმა საკუთარ ძმას პროტექცია გაუწია და სპორტ-სკოლის დირექტორად დანიშნა. კეკელიშვილმა საკუთარი ძმის სკოლას 70 000 ლარი გამოუყო.
2007-07-03
ფინანსური პოლიციის ეჭვების გადამოწმება ფირმას ასეულ ათასობით ლარი უჯდება
ფინანსურმა პოლიციამ უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც შპს “გორგიას” კუთვნილი ქონება დალუქა. ოფიციალურად, ამის მიზეზად, საგადასახადო დეკლარაციებში აღმოჩენილი უზუსტობები სახელდება. არაოფიციალური ინფორმაციით კი შპს-ს მეპატრონეს ხუთ მილიონ ლარს ან რომელიმე მსხვილი ობიექტის დათმობას სთხოვენ. `გორგიას~ ხელმძღვანელობის მტკიცებით, მათი ბუღალტერია თეთრია, ხოლო უზუსტობების აღმოსაფხვრელად მზად არის ჯარიმა გადაიხადოს.
2007-05-29
ღატაკი პაციენტი ექიმებს უყურადღებობასა და კორუფციაში ადანაშაულებს
სიღნაღის რაიონში მცხოვრები აბეწვაშვილების ოჯახი წნორის საავადმყოფოს და თბილისის დამწვრობის ცენტრის ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს. მათი თქმით, ექიმებმა მესამე ხარისხის დამწვრობით და მძიმე მდგომარეობაში მყოფ 3 წლის ანა აბეწვაშვილს სამედიცინო დახმარება მანამ არ აღმოუჩინეს, სანამ მომხდარით მედია და არასამთავრობოები არ დაინტერესდნენ. სამედიცინო დახმარების ბარათი, რომლითაც აბეწვაშვილებს სამედიცინო დახმარებისა და სხვა სახის გამოკვლევების უფასოდ მიღების უფლება აქვთ, უნარშეზღუდული გოგონასთვის მხოლოდ ამის შემდეგ ამოქმედდა.
2007-02-13
ადგილობრივ ხელისუფლებას თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ
ადამიანის უფლებათა ცენტრი გურჯაანის ხელისუფლებას საბიუჯეტო თანხების მითვისება – გაფლანგვაში ადანაშაულებს. არასამთავრობო ორგანიზაცია კონკრეტული თანამდებობის პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და გამოძიების დაწყებას ითხოვს.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC