კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კორუფცია

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად გაიხარჯა

10 ნოემბერი, 2008
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის 125-ე და 15 მაისის 327-ე განკარგულებებით, სიღნაღის, ლაგოდეხის, გურჯაანის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებს, 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებამდე, ადგილობრივ ბიუჯეტში 6 805 200 ლარი ჩაერიცხა. აქედან სიღნაღის რაიონს 1 891 200, ლაგოდეხს - 1 550 000, საგარეჯოს 1 392 000 და გურჯაანს - 1 972 000 ლარი. ამ თანხით მუნიციპალიტეტებში სასმელი წყლის სისტემების და შიდა გზების სარეაბილიტაციო, სოფლების გაზიფიცირების, მრავალსართულიანი სახლების ფასადების, სახურავების შეკეთების და სხვა სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო. მიღება – ჩაბარების აქტებში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მაღალი ხარისხით შესრულდა, მაგრამ ლაგოდეხში ხიდები უკვე ჩაინგრა, მრავალსართულიან სახლებს ქარმა სახურავი გადახადა, მოსახლეობა კი დღემდე უწყლოდ არის დარჩენილი.

პოლიტიკური წმენდა თელავის უნივერსიტეტში

3 ნოემბერი, 2008
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას პედაგოგების მიმართ თანასწორ მოპყრობას ავალდებულებს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა. ამის მიუხედავად, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი გოცირიძე უარს ამბობს სამსახურში აღადგინოს არჩილ ჯორჯაძე, რომელიც უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნითა და კანონის დარღვევით გაათავისუფლეს. „არ აღვადგენ და მორჩა. ამ ადამიანმა ძალიან დამღალა. მისი სამსახურში დაბრუნებაც რომ მინდოდეს, ადგილი არ მაქვს. სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის კოორდინატორის თანამდებობა გაუქმდა“, -აცხადებს უნივერსიტეტის რექტორი. სამაგიეროდ, მან უნივერსიტეტში დაასაქმა თავისი ნათესავები და პედაგოგების განცხადებით, რექტორი ერთგულებისა და მორჩილების მიხედვით განსაზღვრავს თანამშრომლების ხელფასის ოდენობას.