კორუფცია
2009-10-27
რა აარჩია შიდა ქართლის ვიცე-გუბერნატორმა ჩინჩილაკაშვილმა ქიბარ ხალვაშის ქონებიდან...
„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გაარკვია, თუ რის ასარჩევად იმყოფებოდა შიდა ქართლის ვიცე-გუბერნატორი ზურაბ ჩინჩილაკაშვილი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ყოფილი ქონების განაწილების დროს „პრიზასა“ და „არტის“ ტერიტორიაზე. ფოტოზე, რომელსაც გთავაზობთ ჩინჩილაკაშვილი ადგილობრივი კომპანია „არქსტუდიო 2000“-იზ დირექტორ ალიკა მაკრახიძესთან ერთად იმ ჯიპში ზის, რომელიც ხალვაშის ნათესავების განცხადებით ქიბარ ხალვაშის მეუღლეს ეკუთვნოდა. 2009-10-13
წალკაში მამალაძის ხალხი ბატონობს
წალკის რაიონის სოფელ იმერაში მცხოვრები ეკომიგრანტები მოქმედ ხელისუფლებას რეგიონის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძის ხალხის მფარველობაში ადანაშაულებენ. როგორც იმერას მაცხოვრებლებმა „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ განუცხადეს, ქართლოს მძელურმა, რომელიც საქართველოდან ლევან მამალაძის გაქცევამდე, მისი პირადი დაცვის უფროსი იყო, იმერაში ასობით ჰექტარი სათიბი კანონდარღვევით შეისყიდა, ჰექტარი 60 ლარად. ადგილობრივების თქმით, მძელურს სოფლის სათიბი მიწების შესყიდვაში ხელს წალკის რაიონის დღევანდელი მაჟორიტარი დეპუტატი მიშა ცქიტიშვილი უწყობდა, რომელიც იმ დროს წალკის რაიონის გამგებელი იყო.2009-10-05
,,იმელის” შენობის ნგრევა შეჩერდება
„იმელის“ ნგრევის შეჩერებაზე შეთანხმებას თბილისზე მზრუნველი გაერთიანების „ტფილისური ჰამქრისა“ და არაბული „დაბი ჯგუფის“ წარმომადგენლებმა საჯარო შეხვედრაზე მიაღწიეს.2009-10-01
ვარშალომიძეების ქონებრივი რეაბილიტაციის შედეგად 14 ოჯახი უსახლკაროდ რჩება
ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩის #4-ში მცხოვრები ოჯახების ბედი 20 წელიწადზე მეტია გაურკვეველია. მათ იციან, რომ სახლი 2012 წლამდე უნდა დაცალონ, მაგრამ სად უნდა წავიდნენ და ვისგან მიიღონ კომპენსაცია კუთვნილი ქონებისთვის, მათთვის უცნობია. 2009-06-30
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ტოლობის ნიშანს არ ცნობს
3 100 ან 3 500 ლარიანი მოსაცდელი რად გვინდა, როცა გზა არ გაქვსსაქართველოს მთავრობის - „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ უკმაყოფილო მოსახლეობამ აჭარის მთავრობის შენობასთან აქციების გამართვა დაიწყო. „ჩვენ გაჩუმებას და გაჩერებას აღარ ვაპირებთ, რატომ არ კეთდება ჩვენს სოფელში ის რაც გვჭირდება?“, - აცხადებენ სოფელ აჭყვისთავის მაცხოვრებლები.
როგორ განისაზღვრა სოფლებისთვის პროირიტეტები და რა სჭირდებათ სინამდვილეში სოფლის მკვიდრებს, რა თანხებია გამოყოფილი ამ პროგრამისთვის და როგორ გადანაწილთა სამუშაოები - ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აჭარის ორ რაიონს ეწვია.
2009-01-28
ადგილობრივი ბიუჯეტები მოსახლეობის რეალურ საჭიროებებს არ ემთხვევა
"ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს სხდომაზე განხილვის დაწყებამდე 1 თვით ადრე უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვისათვის, იმ მიზნით, რომ მოქალაქეებმა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის მიღება შეძლონ. კანონით დადგენილ ამ ვალდებულებას ადგილობრივი ხელისუფლება არ ასრულებს. შესაბამისად, რეგიონის მოსახლეობისთვის ინფორმაცია იმის შესახებ, რა თანხას შეადგენს ბიუჯეტი და რა პროექტების დაფინანსებას ითვალისწინებს, რამდენად ეფექტურად იხარჯება საბიუჯეტო რესურსები, უცნობია.2009-01-14
პედაგოგი დირექტორს შრომით ტრეფიკინგში ადანაშაულებს
ქალაქ თელავში მცხოვრები ეკა ჯანდიერი თელავის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორს ნინო ვაყელიშვილს შრომით ტრეფიკინგში ადანაშაულებს. ჯანდიერის თქმით, დირექტორმა ის ერთი წლის განმავლობაში ანაზღაურების გარეშე ამუშავა. ამასთან ერთად, სკოლაში მუშაობის დროს დირექტორის მოადგილე მას მცირეწლოვანი შვილიშვილის მოვლას და სხვადასხვა დავალებების შესრულებას აიძულებდა. სხვა სიახლეები
პროკურატურის ინფორმაციით, რობაქიძის შესახებ გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია
მარნეულის რაიონში მოსული ახალი გუნდი ხელფასის ოდენობის პრემიებს იღებს
შსს: ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა მომზადების სტადიაზე იქნა აღკვეთილი
ირაკლი ღარიბაშვილი - თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეო საქართველოდან არის ატვირთული
თბილისში დარღვევით განხორციელებული მშენებლობების მწარმოებელი პირები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?

