კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კორუფცია

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

მიწის მაფია გორში

8 ნოემბერი, 2010
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისი გორის ადმინისტრაციული შენობის უკან და საერთოდ, ქალაქის ტერიტორიაზე ბოლო წლებში მომხდარი მიწის ნაკვეთების გაცემის კანონიერებით დაინტერესდა. ამ მხრივ ყველაზე გახმაურებული ფაქტი ქალაქის საკმაოდ პრესტიჟულ უბანში (გამგეობის შენობის უკან) მოულოდნელად გაყიდულმა მიწის ნაკვეთებმა მიიქცია. უბანში, სადაც ყველაზე შეძლებული ადამიანები ცხოვრობენ, ბევრი საიდუმლოება ინახება. როგორ ხდება, რომ ამ ტერიტორიაზე ჩვეულებრივ ადამიანს უჭირს არათუ აუქციონში მონაწილეობა, არამედ ინფორმაციის წინდაწინ მიღებაც კი. ეს საშიშროება პირადად ამხანაგობა „ჯანმრთელობამ“ საკუთარ თავზე გამოსცადა და უფლებების დაცვა გადაწყვიტა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ორმილიონნახევარი ლარის ქონება გააჩუქა

9 სექტემბერი, 2010

წყალში გადაყრილი მილიონები

11 აგვისტო, 2010
ფოთის 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დღემდე 27 მილიონია დახარჯული. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთელი საქართველოს დასანახად რამდენიმე ტელევიზიის პირდაპირ ეთერში დიდის ამბით მოგვილოცა „მუდმივი წყალი“ და ამ ისტორიული მოვლენის გახსნის ნიშნად, ერთ-ერთი ფოთელის ოჯახში სიმბოლურად ონკანიც მოუშვა. როგორც შემდეგ გაირკვა, იმ ონკანში წყალი სახლის სახურავზე დადგმული რეზერვუარიდან მოედინებოდა. ყველაზე მეტად ფოთელები მოტყუვდნენ, რადგან ამ ღირსშესანიშნავი თარიღიდან ორი წლის შემდეგაც მათ წყალი ჩვეულებისამებრ, ყოველ მეორე დღეს რამდენიმე საათით მიეწოდებათ და, სხვათა შორის, საქართველოში ყველა რეგიონზე ძვირადაც.

არაეფექტურად გახარჯული საერთაშორისო გრანტი

10 აგვისტო, 2010

ისრაელიდან იარაღის შესყიდვისას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ქრთამს აძლევდნენ

14 მაისი, 2010
ინტერნეტ გამოცემა MAIN JUSTICE აქვეყნებს სკანდალურ სტატიას სათაურით -„შეცვლილი საბრალდებო აქტი ფარდას ხდის FCPA შეთქმულებას“. სტატია ეხება აშშ-ში მიმდინარე გამოძიებას იარაღით ვაჭრობის პროცესში აღმოჩენილ კორუფციის ფაქტებზე. MAIN JUSTICE იტყობინება, რომ ამ საქმეში საქართველოს მაღალჩინოსნებიც არიან გარეულები. თუმცა, მათი ვინაობა სტატიაში არ სახელდება. humanrights.ge-ს ვარაუდით, ეს საქმე შესაძლოა, ერთ-ერთი მთავარი თემა ყოფილიყო რამდენიმე დღის წინ საქართველოში ვიზიტად მყოფი FBI-ის შეფისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე. შესაძლოა, ამავე თემას უკავშირდებოდეს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მაღალჩინოსანის გელა ბერძენიშვილის დაკავებაც. გთავაზობთ სტატიის თარგმანს სრული სახით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ დაბეჯითებით სთხოვს მერიას თავისი საქმიანობა უფრო გამჭვირვალე გახადოს

19 მარტი, 2010

„ქამრების შემოჭერა“ ოზურგეთის ჩინოვნიკებმა უკუღმა გაიგეს

28 იანვარი, 2010
„ქამრების მოჭერის“ პოლიტიკა სახელმწიფო აპარატის ხარჯების შემცირებასა და ოპტიმიზაციას გულისხმობს. ხარჯების ასეთი ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებული სახსრები, ფინანსური კრიზისის პირობებში, როგორც წესი, ეკონომიკის სტიმულირების სხვადასხვა ღონისძიებაზე უნდა მიიმართოს. ფინანსური კრიზისის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა 2009 წლის იანვრის ბოლოს „ქამრების მოჭერის“ პოლიტიკა კიდევ ერთხელ გაახმოვანეს: „ჩვენ, სახელმწიფო აპარატმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, მთავრობამ, მერიებმა, გამგეობებმა უნდა მოვიჭიროთ ქამრები და შევამციროთ ადმინისტრაციული ხარჯები და ეს ფული სამუშაო ადგილების გადასარჩენად უნდა წავიდეს“, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.