არჩევნები
2013-02-27
საკონსტიტუციო სასამართლომ საარჩევნო თავმდების საკითხზე ბესიკ ადამიას სარჩელის განხილვა დაიწყო
26 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მოქალაქე ბესიკ ადამიას სარჩელი განიხილა. მოსარჩელე საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შესულ იმ ცვლილებას აპროტესტებს, რითაც საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მაჟორიტარს, ცესკო-ს კონკრეტულ ანგარიშზე, საარჩევნო თავდების სახით 5 000 ლარის გადახდა უწევს. აღნიშნული ცვლილება 2011 წლის ბოლოს შევიდა საარჩევნო კოდექსში.
2013-02-25
ჩანაცვლება პოლიტიკური ნიშნით
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კახეთში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან 679 საჯარო მოსამსახურე გაათავისუფლეს. მუნიციპალიტეტებში ხელმძღვანელი პირების შეცვლის პროცესი არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყო.
2013-02-20
რაში ხარჯავენ საკრებულოს წევრები ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს
კანონის მიხედვით, საკრებულოს წევრების შრომა ანაზღაურებადი არაა. ანაზღაურებადია მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის თავმჯდომარის და საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის საქმიანობა. მიუხედავად ამისა, საკრებულოს გადაწყვეტილებით, იმ წევრებს, რომლებსაც კანონის მიხედვით ხელფასი არ ეძლევათ, ყოველ თვიურად 500-500 ლარი ერიცხებათ.
2013-02-18
თვითმმართველობის 100 დღე გორში
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა გამგებელი გადადგა. გადადგომამდე, ქარელის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა, ილია ბურჯანაძემ თქვა, რომ მის უწყებაში ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები შევიდნენ. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, გამგებლებმა გადადგომის მიზეზად ახალი პოლიტიკური რეალობა და ,,კოჰაბიტაცია“ დაასახელეს.
2013-02-13
საიამ საარჩევნო გარემოს მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია 11 თებერვალს გამართა. ანგარიში მოიცავს 2012 წლის 1 აგვისტოდან 20 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს (წინასაარჩევნო პროცესების დაკვირვება საიამ გაცილებით ადრე, 2012 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და წინასაარჩევნო გარემო ორ შუალედურ ანგარიშში შეაფასა).
2013-02-11
„ქართულმა ოცნებამ“ ხონში თავმჯდომარე აირჩია
2013-02-11
ვანში „ქართული ოცნების“ კონფერენცია ჩაიშალა
2013-02-05
სანოძე საგანელიძის ბრალდებებს პასუხობს
2013-02-04
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის ცვლილებამ ხმაური გამოიწვია
აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ 29 იანვარს მიღებულ იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც უსკო-ს (უმაღლესი საარჩევნო კომისიის) დაკომპლექტების წესი იცვლება. არასამთავრობოები ამ ცვლილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თხოვენ, რომ ნაჩქარევად მიღებულ ცვლილებას ხელი არ მოაწეროს.
2013-02-04
ხონში „ქართული ოცნების“ რაიონული ყრილობა ჩაიშალა
28 იანვარს ხონში „ქართული ოცნების“ რაიონული ყრილობა უნდა ჩატარებულიყო, სადაც პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარის არჩევა იგეგმებოდა. თუმცა ყრილობა ჩაიშალა.
2013-02-01
საია ქარელის მუნიციპალიტეტიდან ორი საჯარო მოხელის გათავისუფლებას ეხმაურება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მონიტორინგს უწევს ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში მიმდინარე მოვლენებს. პრობლემების ერთი ჯგუფი, რაც ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით შეიქმნა, მუნიციპალიტეტებში მომუშავე პირთა სამსახურიდან გათავისუფლებას უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რიგ შემთხვევებში გათავისუფლების საფუძველი პირადი განცხადებებია, თუმცა შესწავლას საჭიროებს მსგავსი განცხადებები გათავისუფლებულმა პირებმა თავიანთი ნამდვილი ნების შესაბამისად დაწერეს თუ ზემდგომი თანამდებობის პირთა ფსიქოლოგიური ზეწოლის ან სხვა სახის უკანონო ქმედებათა შედეგად.
სხვა სიახლეები
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

