არჩევნები
2014-02-24
ლანჩხუთის ადგილობრივ თვითმმართველობაში ვნებათაღელვა გრძელდება
ლანჩხუთის საკრებულოს ორი ფრაქციის თავმჯდომარემ რამდენიმე ხნის წინ საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან გიგინეიშვილის იმპიჩმენტი მოითხოვა.
2014-02-17
ფრაქცია „სოციალ–დემოკრატები“ საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს ითხოვს
კოალიცია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოში“ შემავალი კიდევ ერთი პარტია „სოციალ–დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“ ადგილობრივ ხელისუფლებას დაუპირისპირდა. აღნიშნული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა სოსო შეიზაშვილმა პრესკონფერენცია გამართა.
2014-02-17
ახალგორის გამგებელი გადადგა
ახალგორის გამგებელი ზურაბ გათენაშვილი გადადგა. ახალგორის საკრებულოს გადაწყვეტილებით, გამგებლის მოვალეობას 3 თვით ნუგზარ თინიკაშვილი შეასრულებს. ის “ადამიანის უფლებათა ცენტრთან” საუბარში ამბობს, რომ მას ეს თანამდებობა საკრებულომ თავად შესთავაზა. 3 თვის შემდეგ კი კონკურსი გამცხადდება და ახალგორის გამგებლის პოსტზე მსურველებს განცხადების შეტანა შეეძლებათ. როგორც მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ თინიკაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, კონკურსში მონაწილეობას თვითონაც მიიღებს.
2014-02-17
ქუთაისი კვლავ მერის გარეშეა
ქუთაისი კვლავ "პირველის" გარეშე დარჩა. 12 თებერვალს საკრებულოს თავმჯდომარემ, ბრძანება N152-ის საფუძველზე, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუჩერა.
2014-02-17
ვიცე-მერმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა
2014-02-03
საკონსტიტუციო სასამართლო უჩა ნანუაშვილის სარჩელს განიხილავს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მოქალაქეების - უჩა ნანუაშვილისა და მიხეილ შარაშიძის საკონსტიტუციო სარჩელი განიხილა. დავის საგანს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 110-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები წარმოადგენდა. მოსარჩელეთა აზრით, აღნიშნული მუხლები საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლებთან მიმართებაში, არაკონსტიტუციურია. კერძოდ, კი მოსარჩელე მხარე საპარლამენტო არჩევნების დროს მაჟორიტარული ოლქების ფორმირების წესის შეცვლას მოითხოვდა. მოპასუხე მხარეს, საქართველოს პარლამენტი წარმოადგენდა.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
გორაშვილი vs ნაჭყებია
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას