08:38, Sunday, 17.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

არჩევნები

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2008-03-31
პროკურატურა საარჩევნო დარღვევებს იძიებს, მაგრამ გამყალბებლებს არ სჯის
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო ანგარიშში ხაზგასმით მიუთითებს, რომ არჩევნები დარღვევებით ჩატარდა. დოკუმენტში არჩევნების შედეგების დათვლა და ოქმების შედგენა უარყოფითადაა შეფასებული. ოქმების ფალსიფიცირების ფაქტებზე საუბრობენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც. ამ და სხვა დარღვევებზე, ქართველ დამკვირვებლებთან ერთად, პროკურატურას რეაგირებისათვის საქართველოს სახალხო დამცველმაც მიმართა. საჩივრების საფუძველზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ ამ დრომდე, არაერთი მტკიცებულების მიუხედავად, არცერთი დამრღვევის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

2008-03-26
ვარძელაშვილმა მაჟორიტარობას გუბერნატორობა არჩია
შიდა ქართლში მაჟორიტარობისთვის ბრძოლა სავარაუდოდ პირველი აპრილიდან დაიწყება. მაშინ, როდესაც წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გამოცხადდება. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თითქმის დადგენილი ჰყავს კანდიდატი ოთხივე რაიონში, გარკვეული საკადრო ცვლილებებია ,,ახალ მემარჯვენეებში“, ახალმა მოძრაობამ ,,ქართულმა პოლიტიკამ“ კი პარტიის ოფისის გახსნა სათაო ოფისს დაასწრო. ყველა ძალა ოფიციალურად არ ახმაურებს კანდიდატების ვინაობას. რაც იმის მაუწყებელია, რომ ამ მხრივ არც ერთ პარტიაში ჯერ შიდა შეთანხმებები მიღწეული არ არის.
2008-03-26
დევნა ნახნავებში - სააკაშვილს მხოლოდ მადლობის გადასახდელად მიყვანილი გლეხები შეახვედრეს
საქართველოს პრეზიდენტი კახეთში იმყოფებოდა. ოფიციალური ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა გლეხებისთვის დიზელის საწვავის დარიგების პროცესი პირადად გააკონტროლა. რაიონის ხელმძღვანელობის მიერ, პრეზიდენტთან შესახვედრად საგანგებოდ მიყვანილმა რამდენიმე გლეხმა, ხელისუფლების ხალხთან აქტიური და ღია ურთიერთობისათვის, მას მადლობაც უთხრა. სააკაშვილთან შეხვედრას ცდილობდნენ, კახეთის სხვადასხვა რაიონებიდან წნორში ჩასული გლეხებიც. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ისინი პრეზიდენტს ნახნავებში დასდევდნენ, მაგრამ ამაოდ.
 
2008-03-21
რა საერთო აქვთ ზუგდიდში გაშლილ კარვებს, მოშიმშილეებსა და "მიშა მაგარიას?!"
ზუგდიდში ოპოზიციონერები შადრევანზე აცეკვებული სიმღერის, "მიშა მაგარია"-ს ფონზე შიმშილობენ. ქალაქის მთავარ ხეივანში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან სამი კარავია გაშლილი. რვადღიანი შიმშილობის მანძილზე აქციის მონაწილეები "მიშა მაგარიას" განუწყვეტლივ, თითქმის 10 საათის განმავლობაში ისმენენ. შადრევნისა და სიმღერის მართვის პულტი რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დევს. ოპოზიციური პარტიის ლიდერები მოშიმშილეთა უფლებების დარღვევაზე, ხელისუფლების მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებსა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ.

2008-03-21
80 წელს გადაცილებული მოხუცებიც შიმშილობენ
პოლიციისა და პროკურატურის მხრიდან ზეწოლისა და მუქარების მიუხედავად, სიღნაღში, უკვე მეოთხე დღეა, „ახალი მემარჯვენეების“ ოთხი წარმომადგენელი შიმშილობს. გუშინ, ერთ-ერთი მათგანის, გოჩა ხუციშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით, რაიონული საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. დღე დილით კი მოშიმშილეებს 80 წელს გადაცილებული ორი ქალბატონიც შეუერთდა. აქციის მონაწილეები ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების გამოძიებას და პარლამენტის თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის გადადგომას მოითხოვენ.

2008-03-19
„მკვდრეთით აღმდგარი“ მაჟორიტარები
სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ამომრჩევლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის მათი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში. 1385 გამოკითხული რესპონდენტიდან, 963 ამომრჩეველი ფიქრობს, რომ სულაც არ არის საჭირო საკანონმდებლო ორგანოში თითოეულ რაიონს თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს. მათი თქმით, ისინი რეგიონებში ქონების მოხვეჭისა და ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში უხეშად ჩარევის მეტს არაფერს აკეთებენ.

2008-03-18
ხალხს არ სჯერა: ,,50 დღეში კი არა, ნეტა, ხუთ წელში გააკეთონ რამე”
ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის 50 დღიანი პროგრამის ამუშავება პრეზიდენტის ინიციატივით რეგიონებში მხარის რწმუნებულებს დაევალათ. მოსახლეობის განცხადებით, დავალება არ შესრულდა და ეს არავის არ მოეკითხება.

2008-03-17
ნინო ბურჯანაძე - გაბათილებული არჩევნების მაჟორიტარი
ხელისუფლებას ამომრჩეველი მხოლოდ არჩევნების დროს რომ ახსენდება, ეს ცხადია. ის ქალბატონი საერთოდ არ კითხულობს, რა გვიჭირს და გვილხინს. არადა, წინასაარჩევნოდ რას არ გვპირდებოდა. შევარცხვინე მე მაგის  ქუთაისელობაც და ქართველობაც“, - ეს მცირე ამონარიდია 74 წლის ნათელა გორგაძის ბლიც-ინტერვიუდან. პათოსი ქუთაისელთა საერთო განწყობისგან თითქმის არაფრით განსხვავდება. „ის ქალბატონი“ კი, მის მიერ არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ბურჯანაძეა.

2008-03-14
პოლიციამ პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების" მხარდამჭერთა სიები გაიტაცა
პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების" 30 000 მხარდამჭერთა სია 9 მარტს ზუგდიდი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალიდან გაქრა. თბილისის მიმართულებით მიმავალი სამარშრუტო ტაქსის მძღოლი აბაშის რაიონთან ორმა პირმა გააჩერა და დოკუმენტები იძულებით გამოსტაცა. "თავისუფლების" რეგიონალურმა წამომადგენლებმა აბაშის პოლიციის განყოფილებას საჩივრით უკვე მიმართეს.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC