არჩევნები
26 მარტი, 2008
შიდა ქართლში მაჟორიტარობისთვის ბრძოლა სავარაუდოდ პირველი
აპრილიდან დაიწყება. მაშინ, როდესაც წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად
გამოცხადდება. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თითქმის დადგენილი ჰყავს
კანდიდატი ოთხივე რაიონში, გარკვეული საკადრო ცვლილებებია ,,ახალ
მემარჯვენეებში“, ახალმა მოძრაობამ ,,ქართულმა პოლიტიკამ“ კი პარტიის
ოფისის გახსნა სათაო ოფისს დაასწრო. ყველა ძალა ოფიციალურად არ ახმაურებს
კანდიდატების ვინაობას. რაც იმის მაუწყებელია, რომ ამ მხრივ არც ერთ
პარტიაში ჯერ შიდა შეთანხმებები მიღწეული არ არის.