კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩევნები

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

მიხეილ სააკაშვილი: „დიახ, ჩვენ არამიზნობრივად ვიყენებთ, მაგრამ მაინც ვაკეთებთ ამას“

13 მაისი, 2010

ზვიად ძიძიგური: „მე დავამშვიდე სიტუაცია ამ გასროლით“

11 მაისი, 2010
7 მაისს ღამით „ეროვნული საბჭოს“ მერობის კანდიდატის საცხოვრებელ სახლთან ინციდენტი მოხდა. ხელისუფლების მმართველი გუნდის აქტივისტების მტკიცებით, ისინი ჩოლოყაშვილის ქუჩაზე „ნაციონალური მოძრაობას“ კანდიდატურების პლაკატებს აკრავდნენ, როცა მათთან ზვიად ძიძიგური მივიდა, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მოგვიანებით კი მათი მიმართულებით ოთხჯერ გაისროლა. ზვიად ძიძიგური მისი სახლის წინ მომხდარი ინციდენტის დროს მისი მხრიდან გასროლას ადასტურებს და აცხადებს, რომ ეს თავდაცვის მიზნით გააკეთა. ძიძიგური ამბობს, რომ მას იარაღის ტარების უფლება აქვს და ის ყოველთვის თან დააქვს“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით - „ზვიად ძიძიგური: „ჰაერში გავისროლე“ / „მომიწყონ პროვოკაცია სადაც უნდათ, მაგრამ არა - ჩემს ოჯახს“.

წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და ზეწოლის ფაქტები კახეთში

6 მაისი, 2010
2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები და სადამკვირვებლო მისიები ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად ასახელებდნენ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას ფინანსური, ინსტიტუციური და ხისტი რესურსების გამოყენებას. 2010 წლის 16 აპრილს საქართველოში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ელჩმა ოდრი გლოვერმა განაცხადა, რომ „ეუთო 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს კოპენჰაგენის ვალდებულებების მიხედვით შეაფასებს“. კოპენჰაგენის დოკუმენტი წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას კრძალავს. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსებს მასობრივად იყენებს.

წინასაარჩევნო „სპეცოპერაცია“ მესტიაში

5 მაისი, 2010
4 მაისს ღამის 00 საათისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია, მისი მოადგილე ერეკლე ჯაფარიძე, სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა, მესტიის გამგებელი კახა კვიციანი, შსს-ს მაღალჩინოსანი ანზორ მარგიანი და სამხარეო საფინანსო პოლიციის უფროსი გიორგი შედანია თანმშრომლებთან ერთად მესტიის გამგეობას სტუმრობდნენ. გამგეობაში ძალის გამოყენებით მიიყვანეს პარტია „თავისუფლების“ მაჟორიტარი კანდიდატები: ვახტანგ და ლერი ნაკანები. ლერი ნაკანს ზეწოლის ქვეშ ხელი სპეციალურად გამზადებულ განცხადებაზე მოაწერინეს, რომლის თანახმადაც, ნაკანი უარს ამბობს თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატობაზე. ვახტანგ ნაკანისგან კი მსგავსი ხელმოწერის მიღება ვერ მოასწრეს, რადგან ამ დროს, კაბინეტში შესულმა ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებმა მისი გამოყვანა შეძლეს.

საარჩევნო კომისიებში ოპოზიციამ ადგილები „ნაციონალებზე“ გაასხვისა

5 მაისი, 2010