კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩევნები

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

„ენდე, მაგრამ შეამოწმე“- ნაცმოძრაობის საარჩევნო დევიზი

4 ნოემბერი, 2008
3 ნოემბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პარალელურად, ამომრჩველებთან რეკავდნენ და ეკითხებოდნენ არჩევნებზე უკვე მივიდნენ თუ არა. ზარი ერთ-ერთ ამომრჩველთან ბათუმის 23-ე უბანზე ნომრიდან 895 30 55 25 განხორცილედა. ადამიანის უფლებათა ცენტრი დაუკავშირდა აღნიშნულ ნომერს, რომელმაც განაცხადა: “ლანა მურვანიძე ვარ, ზაზა გოგოტიშვილის შტაბიდან (ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან). რაიმე დარღვევაა ამაში? კი, ვურეკავდი სიის მიხედვით. უბრალოდ მაინტერესებდა იყვნენ თუ არა მისული“. კონკრეტულად, თუ რა სიაზეა საუბარი, ლანა მურვანიძეს არ დაუკონკრეტებია, რადგან საუბრის სურვილი გაუქრა.