მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
არჩევნები
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
სოფლის მხარდამჭერი საპრეზიდენტო პროგრამა ხელისუფლებამ საარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა
15 ივნისი, 2010
ბაღდათის, ვანისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდამჭერი საპრეზიდენტო პროგრამა თებერვლში დაიწყო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე თითქმის ყველა პროექტი დასრულებული იყო. გასულ წელთან შედარებით ამ პროექტით გათვალისწინებული თანხები გაორმაგდა. ასევე დაჩქარდა სამუშაოების რიტმი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროექტების აბსოლუტური უმრავლესობის დაწყებას და დამთავრებას სამი თვე მოანდომეს. გასულ წელს კი პროექტების რაოდენობაც ნაკლები იყო და თანხაც, სამუშაოები კი წლის ბოლომდე გაგრძელდა.
ქუთაისელ „ხმების ქურდებს“ „ალიანსი“ პროკურატურაში უჩივის
11 ივნისი, 2010
„ალიანსი საქართველოსთვის“ ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისის პროკურატურას მიმართავს და სისხლის სამართლის საქმის აღძრას ითხოვს. ნატო ქათამაძე 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში განხორციელებული დარღვევების ფაქტების გამოძიებას და დამნაშავე პირების, კერძოდ, ე. წ. ხმების ქურდების დასჯას ითხოვს.
საქართველოს უხეირო არჩევნები
11 ივნისი, 2010
ნამდვილად იმსახურებს თუ არა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო ოვაციებს მისი პარტიის მიერ 2010 წლის 30 მაისის არჩევნებში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების გამო? რაც თავად ვნახე და მოვისმინე სხვა დამკვირვებლებისგან, ცხადს ხდის, რომ 30 მაისს საქართველოში არჩევნებზე პროცედურული დარღვევები და მიზანმიმართული გაყალბების ფაქტები იმაზე უფრო ფართომასშტაბიანი და ორგანიზებული აღმოჩნდა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.
სამეგრელო-ზემო სვანეთში არჩევნები მშვიდად, მაგრამ დარღვევით ჩატარდა
11 ივნისი, 2010
პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემის მცდელობები, არასაკმარისი ფარული კენჭისყრის კაბინები, მარკირების აპარატების გაუმართავობა - ეს მცირე ჩამონათვალია იმ დარღვევებისა, რაც სამგრელო-ზემო სვანეთში „ადამიანის უფლებათა“ ცენტრის დამკვირვებლებმა 30 მაისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს მრავლად დააფიქსირეს.
არჩევნები ქობულეთის გარეუბანში - მმართველი პარტიის აგიტაციით
11 ივნისი, 2010
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამკვირველად ქობულეთის #81 საარჩევნო ოლქის #29 საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდი. ეს უბანი რამდენიმე მიზეზის გამო შევარჩიე - იგი სოფლის გამგეობის შენობაში იყო მოთავსებული, უბნის აწ უკვე ყოფილი კომისიის თავმჯდომარის, დავით ინაიშვილის სახლში კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბი იყო გახსნილი. გარდა ამისა, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ტაკიძე აღნიშნული უბნის ამომრჩეველია. უბანი საარჩევნო ოლქის გარეუბანში იყო და სადამკვირვებლო ორგანიზაციები ნაკლებად მიაქცევდნენ ყურადღებას.
ხმების გადათვლის შემდეგ „ალიანსი საქართველოსთვის“ საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს
11 ივნისი, 2010
გაყალბების დამცველი „ნაციონალური“ მოსამართლეები
10 ივნისი, 2010
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სოფელ ვარიანის საარჩევნო უბნის შედეგებთან დაკავშირებული დავა საარჩევნო ადმინისტრაციის ინტერესების სასარგებლოდ გადაწყვიტა. უფრო კონკრეტულად, ძალაში დატოვა გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის, ყოფილი პროკურორის ნიკოლოზ მარსაგიშვილის გადაწყვეტილება. სასამართლო „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლის სარჩელს იხილავდა. ფაქტობრივად შემჭიდროებულ 4 დღის ვადაში სასამართლომ დამკვირვებელს ყველა იმ პროცედურის დაცვა მოსთხოვა, რომელიც კი წლობით გაწელილ საქმეებს სჭირდება. სამაგიეროდ, არ გაითვალისწინა ის დარღვევები, რაც კი ამ უბანზე ხმის დათვლის დროს დაფიქსირდა.
კახეთში 129 მაჟორიტარული ოლქიდან ოპოზიციური პარტიების კანდიდატებმა არჩევნები მხოლოდ 9 სოფელში მოიგეს
10 ივნისი, 2010
ზემო ლამბალოში თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება
7 ივნისი, 2010
იდუმალი არჩევნები
7 ივნისი, 2010
30 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსვლელობისას სამცხეში სულ რამდენიმე საჩივარი დაიწერა. „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ შეკრიბა ცნობები, რა ხდებოდა რეგიონის საარჩევნო უბნებზე, როგორი იყო ამომრჩევლის აქტიურობა და რას ამბობდნენ დაკმვირვებლები.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სახალხო დამცველისგან ზურაბ დანელიშვილის დევნის ფაქტზე რეაგირებას ითხოვს
7 ივნისი, 2010
პატარძეული ოპოზიციის მხარდაჭერისთვის იჩაგრება
7 ივნისი, 2010
სამტრედიის საკრებულოში ოპოზიციას ფრაქციის შექმნა შეუძლია
7 ივნისი, 2010
ლაგოდეხში გადასხმული „დესანტის“ თავგადასავალი
7 ივნისი, 2010
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ლაგოდეხის რაიონში, კაბალის საარჩევნო უბნებზე ვაკვირდებოდი. პირველივე საჩივარმა, რომელიც მე-18 საარჩევნო უბანზე დილით, წილისყრის პროცედურის დარღვევაზე დავწერე, ხმაური გამოიწვია. „ნუ წერ საჩივარს! ბიჯო, ეს რა შაუგნებელი რამეა. შარია რა. კაბალს იქით გზა არ იცი, სულ აქ რაზე მოხვედი?“ - ყვირილით მეკითხებოდა საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ადალათ სარდაროვი. პირველ საჩივარს მეორე, მესამე, მეოთხე და საერთო ჯამში, მარტო ამ უბანზე 16 საჩივარი მოჰყვა.
„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ლაგოდეხის სასამართლოში სარჩელის შეტანის საშუალება არ მისცეს
4 ივნისი, 2010
„გაჩერდი, თორემ მამაშენი მრევლს დაკარგავს“
4 ივნისი, 2010
30 მაისს „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლები შიდა ქართლში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს რამდენიმე სოფელში აკვირდებოდნენ. დამკვირვებლები დილიდანვე აქტიურად მუშაობდნენ დიდი ატენის, შინდისის, ფხვენისის, ნიქოზისა და ვარიანის საარჩევნო უბნებზე.
თელავის სასამართლომ „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენლის სარჩელი არ დააკმაყოფილა
4 ივნისი, 2010
სენაკში ოპოზიციური პარტიების სარჩელი მოსამართლემ არ დააკმაყოფილა
4 ივნისი, 2010
„ხელისუფლებამ გაყალბების მეთოდები დახვეწა“
4 ივნისი, 2010
2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განსჯის საგნად ხმის მიცემის პირველივე წუთებიდან იქცა. მიუხედავად ამისა, დღეს ქუთაისში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, მმართველი პარტია არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ხელისუფლება დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს, ისევე, როგორც მის მიერ ჩატარებულ ყველა წინა არჩევნებს. განსხვავებული აზრი აქვს ამომრჩეველს (რომ არაფერი ვთქვათ ოპოზიციაზე), რომელიც ფიქრობს, რომ რეალობა სულ სხვაა - არჩევნებმა მთელ ქვეყანაში დარღვევების ფონზე ჩაიარა და გამონაკლისი არც ქუთაისი იყო.
„საჩივარი ჩემს თვალწინ დახიეს და შემომაყარეს“
4 ივნისი, 2010
„ძალიან რთულ ვითარებაში მომიწია მუშაობა. იყო ტერორი და იმის გამო, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებს დარღვევებზე განმარტებებს ვთხოვდი, ორი 500-ლარიანი საჯარიმო ოქმიც გამომიწერეს, რასაც, რა თქმა უნდა, აუცილებლად გავასაჩივრებ“, - აცხადებს გაზეთ „რეზონანსთან საუბრისას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, რომელსაც 30 მაისს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას, მთელი დღის განმავლობაში კახეთის თითქმის ყველა რაიონში მოუწია დამკვირვებლის სტატუსით მუშაობა.