კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩევნები

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ვიდეომტკიცებულებების იგნორირება შეუძლებელია

3 ივნისი, 2010
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ საგანგებო პრესკონფერენციაზე გავრცელებულმა ვიდეომტკიცებულებებმა არჩევნების გაყალბებისა და დარღვევების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ყურადღება მიიპყრო. სამარცხვინო დარღვევევის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საგარეჯოს საოლქო-საარჩევნო კომისიას ამ კადრების განხილვა დაავალა. საოლქო-საარჩევნო კომისიამ კი ორ უბანზე არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, წინა დღით ამავე კომისიამ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ საჩივრების დაკმაყოფილებაზეც და ვიდეომტკიცებულებების მიღებაზეც უარი უთხრა.

ხელისუფლებამ ახალგორელების ხმები „ჯიბეში ჩაიდო“

2 ივნისი, 2010
„რა ვქნა, რომ არ ჩავიდე წეროვანში „ხუთიანის“ შემოსახაზად, კოტეჯს წამართმევენ“, - ჩიოდა ახალგორში მცხოვრები ამომრჩეველი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ. „თუ არ მოხვალ და ხუთიანს არ შემოხაზავ, რუსებთან გაგყრით“, –ესმოდათ წეროვანში ჩასახლებულ დევნილებს „ნაციონალური მოძრაობისგან“. „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენელი გოჩა გაბრიელაშვილი humanrights.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობის“ მთვრალმა წევრმა მისი დამკვირვებელი უბნიდან ცემით გამოაგდო. მისივე თქმით, წეროვანში არჩევნებს, ფაქტობრივად, სოფლის რწმუნებულები და გამგებლები ატარებდნენ.