05:40, Monday, 24.11.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სხვა

აირჩიეთ წელი: 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2014-10-30
საკრებულოს დეპუტატები ანაზღაურების საკითხზე ვერ თანხმდებიან
ქალაქ გორის საკრებულოში დეპუტატები ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ იმ ხარჯებზე, რომელიც მათი უფლებამოსილების განხორციელებისთვის არის საჭირო.  ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი მინდია გოდერძიშვილი, კოალიციის წარმომადგენელი  დეპუტატების თავისუფლების ხარისხს ნულის ტოლად აფასებს.     ოპოზიციონერი დეპუტატების პრეტენზია   ეხება საკრებულოს უმრავლესობის მიერ   ორჯერ ჩააგდებულ დადგენილებას, რომლითაც დეპუტატებისთვის ხარჯების ანაზღაურების წესი უნდა განსაზღრულიყო. 
2014-10-22
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის ანგარიშში აისახა
რამდენიმე დღის წინ ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ - ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH) გამოაქვეყნა ანგარიში -აღმოსავლეთ ევროპის არაღიარებული რესპუბლიკები - განწირული ადამიანის უფლებები , რომელშიც ასახულია აღმოსავლეთ ევროპის ხუთი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა უფლებების დარღვევები. ეს რესპუბლიკებია: მთიანი ყარაბაღი, დნესტრისპირეთი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და ახლა უკვე ყირიმიც.
2014-10-20
დაკავებული უფლებადამცველების მხარდამჭერი აქცია აზერბაიჯანის საელჩოსთან
17 ოქტომბერს სამოქალაქო აქტივისტებმა აზერბაიჯანში დაპატიმრებული უფლებადაცმველების და ჟურნალისტების მხარდასაჭერად აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები სიმბოლურად ჰეიდარ ალიევის სკვერში შეიკრიბნენ შემდეგ კი, მდუმარე მარშით აზერბაიჯანის საელჩოს წინ გადაინაცვლეს. 
2014-10-20
ქუთაისის მერიის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ
2015 წლის პირველი იანვრიდან ქუთაისის ადგლობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს, რომლებიც პოზიციებს გამოცხადებული საატესტაციო კონკურსის გზით სავარაუდოდ ორ თვეში დაიკავებენ, ხელფასები გაეზრდებათ. ამის შესახებ ქუთაისის მერი შოთა მურღულია აცხადებს. 
2014-10-17
აფხაზური რეაქციები რუსეთის მიერ შეთავაზებულ ხელშეკრულების პროექტზე
სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთის მიერ შეთავაზებული მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ახალი ხელშეკრულების პროექტზე მსჯელობა მიმდინარეობს, რომლის დროსაც სეპარატისტული რეგიონის ზოგიერთი ოფიციალური პირი შეშფოთებას გამოხატავს „სუვერენიტეტის დაკარგვასთან“ დაკავშირებით და აცხადებს, რომ ხელშეკრულების თავდაპირველ ტექსტს სრულყოფა სჭირდება.
2014-10-15
ხუთი კონფლიქტური რეგიონი - ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციის ანგარიშში
ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ - “ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციამ“ (FIDH) - 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც  აღმოსავლეთ ევროპაში, ხუთი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებზეა საუბარი.
2014-10-13
FIDH-ის ანგარიში: აღმოსავლეთ ევროპის არაღიარებული რესპუბლიკები - განწირული ადამიანის უფლებები
აღმოსავლეთ ევროპაში არაღიარებული რესპუბლიკის სტატუსი სერიოზული უფლებადარღვევის ფაქტების წყაროა და მსხვერპლებს ხელი არ მიუწვდებათ სამართლიანობის აღდგენაზე - აცხადებს ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაცია (FIDH) ანგარიშში, რომელიც 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა. აღმოსავლეთ ევროპაში ასეთი ხუთი  რეგიონია, მას მერე, რაც რუსეთმა ყირიმის უკანონო ანექსია მოახდინა. 
2014-10-10
ხევსურეთში დაკარგული ოთარ ლაზაშვილის დედა დახმარებას ითხოვს
”გემუდარებით, მაპოვნინეთ ჩემი შვილი. არ ვიცი  ცოცხალია და რამის იმედი მქონდეს, თუ ვიგლოვო”- ხევსურეთში გაუჩინარებული ოთარ ლაზაშვილის დედა მარიამ  ლაზაშვილი შვილის მოძებნაში დახმარებას თითქმის ერთი წელია ითხოვს. 
2014-10-10
ანდრეი სახაროვის თავისუფლების ჯილდო გადაეცათ პოლიტიკურ პატიმრებს აზერბაიჯანში
2014 წელს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტმა ანდრეი სახაროვის თავისუფლების ჯილდო გადასხა პოლიტიკურ პატიმრებს აზერბაიჯანში, რომლებმაც გამოიჩინეს დიდი გამბედაობა და ძალისხმევა თავიანთ ქვეყანაში ღირსების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებათა ხელშეწყობისათვის. 
2014-10-09
ადამიანის უფლებათა ცენტრი ხელისუფლებას უცხოეთის მოქალაქეების სამართლებრივი პრობლემების შესახებ მიმართავს
7 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხელისუფლებას მიმართა უცხოეთის მოქალაქეების სამართლებრივი პრობლემების შესახებ.
2014-10-08
გორის მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი თვის ბოლოს ჩატარდება
თვითმმართველობაში დაგეგმილ საჯარო მოხელეთა კონკურსთან დაკავშირებით გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც საუბარი მოახლოებულ საჯარო მოხელეთა კონკურს შეეხო.  

2014-10-06
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი, სამუშაო ვიზიტით, ევროპის საბჭოში იმყოფებოდა
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი თამარ ავალიანი, ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდავეთის არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებთან ერთად,  სამუშაო ვიზიტით  სტრასბურგში იმყოფებოდა. 
2014-10-02
ცხოვრება კონფლიქტისპირა სოფლებში
ფლავი, ფლავისმანი და ქვეში სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონის ე. წ. გამყოფ ზოლთან მდებარეობს. ქართული ბლოკ-პოსტიდან 150 მეტრის შემდეგ გზა მავთულხლართით მთავრდება. ეს 150 მეტრი სარისკო ზონაა, საიდანაც შეიძლება „საზღვრის დარღვევის“ ბრალდებით ცხინვალისკენ გაგიტაცონ და 2000 რუბლის მიტანამდე პატიმრობაში დაგტოვონ. ამ გამოსასყიდს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება „ადმინისტრაციულ ჯარიმას“ უწოდებს. 150-მეტრიან მონაკვეთში გადაადგილებისას ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოსროლილი „ბრმა ტყვიისგანაც“ არავინაა დაზღვეული. 
2014-10-01
უფლებადამცველები შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევებზე საუბრობენ
გორში ერთ თვეში ორი გახმაურებული შემთხვევა მოხდა შრომითი ხელშეკრულებიის დარღვევის და დასაქმებულების უფლებების შელახვის შესახებ - ასე აფასებს ,,საია“-ს რეგიონული ოფისის თავმჯდომარე ქეთი ბებიაშვილი ხიდისთავის საჯარო სკოლის ორ პედაგოგთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტასა და ტელეკომპანია ,,დიას“  ხელმძღვანელობის მხიდან  ,,კაბალური“ ხელშეკრულების შეთავაზებას თანამშრომლებისადმი, რაც ტელევიზიის   12 თანამშრომელის სამსახურის დატოვების საფუძველი გახდა. 
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება არის:
პოლიტიკური ანგარიშწორება კორუფცია მიჭირს პასუხი

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC