01:24, Friday, 25.04.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სხვა

აირჩიეთ წელი: 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2008-10-31
რუსულ-აფხაზური პროვოკაციის შედეგები და მორიგი ქართული შეცდომა
წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში განხორციელებულ აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რაიონის გამგებელი გია მებონია და ადგილობრივი მცხოვრები ოთარ საბულუა აფეთქების შედეგად ადგილზევე დაიღუპნენ. შემთხვევის ადგილზე დაჭრილი ზვიად ლაგვილავა კი ურთულესი ქირურგიული ოპერაციის შედეგად მკურნალობას ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფოში გადის. ოფიციალური ინფორმაციით აფეთქება მართვადი ნაღმის საშუალებით რუსულ-აფხაზური ბლოკ-პოსტიდან მაშინ განხორციელდა, როცა სამართალდამცავები, გამნაღმველები, ხელისუფლების წარმომადგენლები და ჟურნალისტები ღამით დაცხრილული საბულუას სახლის დასათვალიერებლად იყვნენ მისულები.

2008-10-27
რუსეთი დიდი, ფუმფულა ფისუნიაა, რომელსაც ვერ გაუგეს – როგორ დაიწყო აგვისტოს ომი?
ქართული არმიისა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ფიასკომ ქართველ მაღალჩინოსნებს დაანახა, რომ არც ერთ ქვეყნას არ შეუძლია საიმედო სამხედრო ძალის გარეშე ნორმალური საგარეო პოლიტიკის წარმოება. ბევრს მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ დაიწყო ომი. საქართველოს ახლანდელი მდგომარეობის გაანალიზებისას, ომის დაწყების საკითხმა, შესაძლოა, ბევრი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიოს. დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას, რომ საქვეყნოდ ცნობილი ამერიკის წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა წარუმატებელი იყო. ეს პროგრამა უფრო მეტად ქართული ჯარების გაწვრთნაზე იყო გათვლილი ერაყსა და ავღანეთში შემოდგომი როტაციისთვის, ვიდრე საქართველოს "დემოკრატიულად არჩეული" მთავრობის მიერ ქვეყნის მთლიანობის აღდგენაზე.

2008-10-27
ქეიფი და დროსტარება პედაგოგების ხელფასების ხარჯზე
ბაკურციხის აგრარულ-სამრეწველო კოლეჯის 35 პედაგოგი მეორე წელია 2006 წლის აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების ხელფასებს უშედეგოდ ითხოვს. ოფიციალური ინფორმაციით, პედაგოგები უხელფასოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე დარჩნენ. საკრებულომ ბაკურციხის კოლეჯს დაფინანსება შეუმცირა და ბიუჯეტში სასწავლებლის ხარჯები 49 100 ლარის ნაცვლად 33 600 ლარით განსაზღვრა. სამაგიეროდ, ამავე საკრებულოს სხდომაზე გაიზარდა გამგეობის ოფისის ხარჯები სტუმრების მომსახურებისათვის. ეს თანხები გურჯაანის მაშინდელი გამგებლის და ამჟამად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის, აკაკი სიხარულიძის, გურჯაანის რესტორანში ქეიფსა და დროსტარებას მოხმარდა.

2008-10-24
„კავკასუს ონლაინსა“ და „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის ომს მომხმარებლთა უფლებები ეწირება
უკვე რამდენიმე დღეა „კავკასუს ონლაინის“ აბონეტები ინტერნეტის გარეშე არიან დარჩენილი. მიზეზად თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გასული კვირიდან კომპანიის კუთვნილი საკომუნიკაციო ქსელის დემონტაჟი სახელდება. მერიის სამსახურში აცხადებენ, რომ  დემონტაჟი იმ მიზეზით დაიწყო, რომ „კავკასუს ონლაინს“ კორპუსის ერთი სახურავიდან მეორეზე კაბელის გადაყვანის ნებართვა არ გააჩნია. კომპანიაში კი მიაჩნიათ, რომ მათი ქსელის დემონტაჟს სხვა მიზეზი აქვს, რომელიც მათსა და „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება და მიზნად კომპანიის დანგრევას ისახავს. ყველა ვარიანტში „კავკასუს ონლაინის“ აბონენტები ზარალდებიან. შექმნილმა ვითარებამ გვიჩვენა, რომ საქართველოში ინტერნეტმომხმარებელთა უფლებები დაცული არ არის.

[1] 2 3
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები?
ირღვევა არ ირღვევა არა ვარ ინფორმირებული მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არჩვენებს 2003 წლიდან ვაკვირდები. არც ერთი არჩევნები არ გამომიტოვებია, რასაც ვერ ვიტყოდი ჩემი საარჩევნო ხმის უფლების გამოყენებაზე - ყველა არჩევნებზე, იმის გამო რომ
ვრცლად...
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
პირველად დამკვირვებლის სტატუსით
არქივი
    

რედაქტორის აზრი

პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
ბოლო ხანს მედიაში ერთ-ერთი აქტუალური თემაა პატიმართა პროტესტი გეგუთის კოლონიაში. ასობით პატიმარი პროტესტის სხვადასხვა ზომებს მიმართავს და კოლონიის დირექტორის გადაყენებას მოითხოვს. ისინი საპატიმროს
ვრცლად...
შემოდგომის ბუზი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC