სხვა
2008-10-31
რუსულ-აფხაზური პროვოკაციის შედეგები და მორიგი ქართული შეცდომა
წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში განხორციელებულ აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რაიონის გამგებელი გია მებონია და ადგილობრივი მცხოვრები ოთარ საბულუა აფეთქების შედეგად ადგილზევე დაიღუპნენ. შემთხვევის ადგილზე დაჭრილი ზვიად ლაგვილავა კი ურთულესი ქირურგიული ოპერაციის შედეგად მკურნალობას ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფოში გადის. ოფიციალური ინფორმაციით აფეთქება მართვადი ნაღმის საშუალებით რუსულ-აფხაზური ბლოკ-პოსტიდან მაშინ განხორციელდა, როცა სამართალდამცავები, გამნაღმველები, ხელისუფლების წარმომადგენლები და ჟურნალისტები ღამით დაცხრილული საბულუას სახლის დასათვალიერებლად იყვნენ მისულები.2008-10-27
სოციალურად დაუცველი ოჯახის საქმე ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შეისწავლა
2008-10-27
რუსეთი დიდი, ფუმფულა ფისუნიაა, რომელსაც ვერ გაუგეს – როგორ დაიწყო აგვისტოს ომი?
ქართული არმიისა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ფიასკომ ქართველ მაღალჩინოსნებს დაანახა, რომ არც ერთ ქვეყნას არ შეუძლია საიმედო სამხედრო ძალის გარეშე ნორმალური საგარეო პოლიტიკის წარმოება. ბევრს მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ დაიწყო ომი. საქართველოს ახლანდელი მდგომარეობის გაანალიზებისას, ომის დაწყების საკითხმა, შესაძლოა, ბევრი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიოს. დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას, რომ საქვეყნოდ ცნობილი ამერიკის წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა წარუმატებელი იყო. ეს პროგრამა უფრო მეტად ქართული ჯარების გაწვრთნაზე იყო გათვლილი ერაყსა და ავღანეთში შემოდგომი როტაციისთვის, ვიდრე საქართველოს "დემოკრატიულად არჩეული" მთავრობის მიერ ქვეყნის მთლიანობის აღდგენაზე.2008-10-27
აფხაზების საგვარეულო სასახლეს ანადგურებენ
2008-10-27
ქეიფი და დროსტარება პედაგოგების ხელფასების ხარჯზე
ბაკურციხის აგრარულ-სამრეწველო კოლეჯის 35 პედაგოგი მეორე წელია 2006 წლის აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების ხელფასებს უშედეგოდ ითხოვს. ოფიციალური ინფორმაციით, პედაგოგები უხელფასოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე დარჩნენ. საკრებულომ ბაკურციხის კოლეჯს დაფინანსება შეუმცირა და ბიუჯეტში სასწავლებლის ხარჯები 49 100 ლარის ნაცვლად 33 600 ლარით განსაზღვრა. სამაგიეროდ, ამავე საკრებულოს სხდომაზე გაიზარდა გამგეობის ოფისის ხარჯები სტუმრების მომსახურებისათვის. ეს თანხები გურჯაანის მაშინდელი გამგებლის და ამჟამად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის, აკაკი სიხარულიძის, გურჯაანის რესტორანში ქეიფსა და დროსტარებას მოხმარდა.2008-10-24
„კავკასუს ონლაინსა“ და „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის ომს მომხმარებლთა უფლებები ეწირება
უკვე რამდენიმე დღეა „კავკასუს ონლაინის“ აბონეტები ინტერნეტის გარეშე არიან დარჩენილი. მიზეზად თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გასული კვირიდან კომპანიის კუთვნილი საკომუნიკაციო ქსელის დემონტაჟი სახელდება. მერიის სამსახურში აცხადებენ, რომ დემონტაჟი იმ მიზეზით დაიწყო, რომ „კავკასუს ონლაინს“ კორპუსის ერთი სახურავიდან მეორეზე კაბელის გადაყვანის ნებართვა არ გააჩნია. კომპანიაში კი მიაჩნიათ, რომ მათი ქსელის დემონტაჟს სხვა მიზეზი აქვს, რომელიც მათსა და „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება და მიზნად კომპანიის დანგრევას ისახავს. ყველა ვარიანტში „კავკასუს ონლაინის“ აბონენტები ზარალდებიან. შექმნილმა ვითარებამ გვიჩვენა, რომ საქართველოში ინტერნეტმომხმარებელთა უფლებები დაცული არ არის.სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

