სხვა
2009-10-30
საპრეზიდენტო არჩევნებამდე მასწავლებლები და ექიმები „აფხაზურ პასპორტებს“ აიღებენ
საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ანუ ოკუპირებულ გალის რაიონში მომუშავე მასწავლებლებსა და ექიმებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების დავალებით „აფხაზური პასპორტის“ აღებას აიძულებენ. ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ გალის რაიონის სოფელ თაგილონის საშუალო სკოლის მასწავლებელმა აცნობა. როგორც რესპოდენტი იტყობინება, მასწავლებლებს „აფხაზური პასპორტის“ ასაღებად ვადა ნოემბრამდე მისცეს. მანამდე კი მათ სხვადასხვა დოკუმენტები უნდა მოამზადონ. პასპორტის ღირებულება 300 რუსულ რუბლს შეადგენს. გარდა ამისა მასწავლებლებმა ნოტარიუსს საბუთების დამტკიცებისთვის 150 რუსული რუბლი უნდა გადაიხადონ.
2009-10-30
ტალიავინის დასკვნას ჰააგამდე მივყავართ?
არსებობდა მოლოდინი, რომ ჰაიდი ტალიავინის კომისიის დასკვნა პოლიტიკურ ოპოზიციას ახალი საპროტესტო აქციების ორგანიზების საშუალებას მისცემდა, თუმცა ასე არ მოხდა. ეს დასკვნა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გამოიყენა საქართველოს ხელისუფლების კრიტიკისათვის და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნამაც არაერთხელ გაიჟღერა, თუმცა თვით ყველაზე რადიკალურად განწყობილმა ოპოზიციურმა ძალებმაც კი ეს დასკვნა საპროტესტო მოძრაობის დასაწყებად არ ან ვერ გამოიყენეს.2009-10-30
ტალიავინის კომისიის დასკვნამ საქართველოში პროტესტის მიძინებული ვულკანი გააღვიძა
შვეიცარელი დიპლომატის, ჰაიდი ტალიავინის სახელი შესაძლოა სულ მალე საქართველოში ახალი საპროტესტო მოძრაობის დროშად იქცეს. საქართველოს პრეზიდენტის შეურიგებელმა ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებიც აპრილიდან მოყოლებული სამი თვის განმავლობაში მართავდნენ მრავალათასიან დემონსტრაციებს, კვლავ განაცხადეს, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები უნდა დანიშნოს (www.civil.ge, 2 ოქტომბერი)2009-10-30
რუსი სამხედროები საპყრობილეს სკოლის შენობაში განათავსებენ
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ლეკუხონაში რუსი სამხედროების გადაწყვეტილებით წინასწარი დაკავების იზოლატორი სოფლის ერთადერთ სკოლაში განთავსდება. 2009-10-29
„კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ მომხმარებლებს აყაჩაღებს
კახეთის მოსახლეობა ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ დაყაჩაღებაში ადანაშაულებს. ენერგოკომპანია, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილებით, მომხმარებლებს თანხას კომუნალური მრიცხველების ჩვენებით ახდევინებს. ათიათასობით აბონენტს ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის გადახდის გარდა, დამატებით 5, 10 ან მეტი ლარის გადახდა უწევს. ცოტა ხნის წინ, ენერგოკომპანიის ამგვარ მუშაობას, იურიდიული დახმარების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა „ჩინგიზ ხანის პრინციპებით მუშაობაც“ კი უწოდა. კომუნალური მრიცხველების არსებობა რამდენჯერმე პრეზიდენტმა სააკაშვილმაც გააკრიტიკა, მაგრამ მდგომარეობა ამ დრომდე უცვლელია. აბონენტებს, რომლებიც სოციალური გაჭირვების გამო, დამატებით დარიცხულ თანხებს ვერ იხდიან, ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.2009-10-28
მოსახლეობას ავტოფარეხებს უნგრევენ
ბათუმის, ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობამ ადამიანის უფლებათა ცენტრს დახმარებისთვის მიმართა. საქმე ისაა, რომ მათ ბათუმის ზედამხედველობის სამსახურმა ავტოფარეხები დაუნგრია.2009-10-27
ნოდარ სარჯველაძე - რევოლუციას თუთბერიძეები ყოველთვის მოჰყვებიან, რადგან მათი ამოცანა ფუნდამენტურ ფასეულობებზე იერიშის მიტანაა
ამერიკის საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტის სოციოლოგიური კვლევის შედეგებზე, ქართულ საზოგადოებაში ეკლესიის როლზე, ეკლესიასთან დაკავშირებით საზოგადოებაში დაპირისპირების აშკარად პოლიტიკური ხასიათის მიზეზებზე; აგრეთვე, იმაზე, მართლა იპოვა თუ არა ეკლესიის სახით რუსეთმა საქართველოში პოლიტიკური დასაყრდენი, რამდენად დიდია ალბათობა, რომ მართლმადიდებლობა და რუსეთთან ერთმორწმუნეობა ქვეყნის საგარეო ვექტორის შეცვლის საფუძველი გახდეს, „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძეს ესაუბრა.
2009-10-27
ვის ინტერსშია საქართველოს პატრიარქის დისკრედიტაცია?

ვიდეოკადრებში, რომლებიც გასულ კვირას ქართულ ვებ-საიტებსა და YouTube-ზე გამოქვეყნდა, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსჩანს, ხოლო კადრს მიღმა დადებული ხმა საქართველოს პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე შეურაცხმყოფელ კომენტარს აკეთებს. ამ ვიდეოკადრებმა საქართველოს ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიებისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კრიტიკის ქარიშხალი გამოიწვია.
2009-10-26
მიზანმიმართული ნაბიჯი პატრიარქის წინააღმდეგ თუ უწყინარი ხუმრობა
პოლიტიკა რწმენაში და რწმენა პოლიტიკაში
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის შეურაცხმყოფელი ვიდეოკლიპების ინტერნეტში გავრცელებას საზოგადოების დიდი ვნებათაღელვა მოყვა. ეს ბუნებრივი იყო რადგან ქართული საზოგადოება ტრადიციულ სიწმინდეებზე ორიენტირებული საზოგადოებაა... საქმე ისაა, რამდენად ნამდვილია ეს ორიენტაცია. ამ დაპირისპირებაზე უკვე არაერთი აზრი გამოითქვა, რამაც ნათელყო, რომ ეს საკითხი იმაზე უფრო რეზონანსულია ქართული საზოგადოებისთვის ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი თუ დასკვნა (ტალიავინის კომისიის დასკვნის და ყველა მისგან გამომდინარე პროცესის ჩათვლით). 2009-10-23
სარედაქციო წერილი: - საქართველოს სადარაჯოზე
ამერიკა თავის მეგობრებს საფრთხეში გვერდზე უნდა დაუდგეს.
2009-10-21
ბათუმის მერიამ შიდა სარემონტო სამუშოების ჩატარებისთვის მოქალაქე დააჯარიმა
ბათუმში საიათნოვას ქუჩის #4-ში მცხოვრები ოჯახი, რომელმაც შიდა სარემონტო სამუშაოები ჩაატარა, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 4 000 ლარით დააჯარიმა. სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

