სხვა
2009-12-14
რას შეეწირა ახალგორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი - ჩინოვნიკების თვითნებობას თუ „ოკუპაციის შესახებ“ კანონის მოთხოვნას?
ახალგორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი თამარ მეარყიშვილი აცხადებს, რომ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა პოლიტიკური ნიშნით დევნის. ამის თაობაზე მან წერილობითი განაცხადი გაუგზავნა როგორც საქართველოს ხელისუფლების ყველა შესაბამის სტრუქტურას - შსს-ს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ინტეგრაციის, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროებს, ასევე სახალხო დამცველს და ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, კერძოდ - მის ხელმძღვანელს, პერ ეკლუნდს.2009-12-11
საგადასახადო ინსპექცია მეწარმეებს მუშაობის საშუალებას არ აძლევს
მეწარმეები უფლებების დარღვევაზე ხშირად ჩივიან. ამ ტენდენციას სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვებიც ადასტურებს. ქუთაისში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შეკითხვაზე - სად, რომელ სფეროში ირღვევა ყველაზე ხშირად ადამიანის უფლებები? - რესპონდენტები პასუხობენ, რომ ბიზნესში და პენიტენციალურ დაწესებულებებში. დაკონკრეტებისთვის კი, მოქალაქეები მიუთითებენ, რომ საქართველოში ხშირია მეწარმეთა დაშინების, ასევე, უსაფუძვლო დაჯარიმებისა და დაშანტაჟების ფაქტები, არ არსებობს მექანიზმი, რომლითაც მესაკუთრის, გადამხდელის დაცვაა შესაძლებელი.2009-12-11
ჯანყი გურიაში
10 დეკემბერს ოზურგეთის აგრარული ბაზრის 200-მდე მოვაჭრემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და ოზურგეთის რკინიგზის სადგურზე მატარებლის მაგისტრალი გადაკეტა. აქციის გამო ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მიმავალ ჩქაროსნულ მატარებელს გასვლა სამი საათით დააგვიანდა. 2009-12-11
„აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლები დაბალ ხელფასებს და უფროსებისგან დამამცირებელ მოპყრობას უჩივიან
„აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლები თურქ ხელმძღვანელებს მძიმე სამუშაო პირობების გამო უჩივიან. ას თანამშრომელზე მეტს ადმინისტრაციამ კომპანიის ეზოდან გასვლის საშუალება არ მისცა. კარები დახურული აღმოჩნდა „ადამიანის უფლებათა ცენტრისთვისაც“.2009-12-10
კახეთში ოჯახური ძალადობის ფაქტები გახშირდა
2009-12-08
დავეწიოთ და გავასწროთ დროს - 23 ნოემბერს საზეიმოდ გახსნილი ავტობანი სინამდვილეში 2010 წელს ამუშავდება
3 დეკემბერს თბილისი-ლესელიძის ავტომაგისტრალის იგოეთის მონაკვეთზე ავტოსატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, - „ინფინიტის“ მარკის ჯიპის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე ბრუნი გააკეთა. საბედნიეროდ, ავტოკატასტროფას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ავარია ახალაშენებული ავტობანის სწორედ იმ მონაკვეთზე მოხდა, რომელიც 23 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ და პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნეს. 2009-12-08
ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ახლა გორის ტერაქტში მსჯავრდებულთა გათავისუფლებას ითხოვს
„პოპულარული თემა - სამხრეთ ოსეთის ციხეში ქართველი ბავშვებია, - ამოწურულია!“ - განაცხადა პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლმა ბორის ჩოჩიევმა. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ვეღარ ისაუბრებს არასრულწლოვანი ბავშვების თემით, რადგან ცხინვალის იზოლატორში დარჩენილი ვიქტორ ბუჩუკური (17 წლის) და ლევან ხმიადაშვილი (16 წლის) სრულწლოვანები არიან. ხოლო 4 ნოემბერს ტრიძნისიდან გატაცებული მოზარდებიდან აწ უკვე გათავისუფლებული გიორგი რომელაშვილი და ალეკო ცაბაძე 14 წლის იყვნენ. 2009-12-04
საზოგადოების ნაწილმა კათოლიკოს-პატრიარქს ტაბუდადებული კითხვები გაუგზავნა
საზოგადოების ერთმა ნაწილმა, რომელიც აქამდე დისკუსიებს ინტერნეტ-ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში მართავდა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და ხელისუფლებას კითხვები მოუმზადა.2009-12-02
პაატა ზაქარეიშვილი: „ქართული მხარე იძულებული იქნება, უკანონოდ დაკავებული ოსები გაათავისუფლოს“
30 ნოემბერს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი - თომას ჰამარბერგი ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ცხინვალში სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. სეპარატისტები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას 20-მდე ოსი ჰყავს უკანონო პატიმრობაში, ამიტომ, ტირძნისელ მოზარდებს იმ შემთხვევაში გაათავისუფლებენ, თუკი ტყვეთა გაცვლა მოხდება პრინციპით - „ყველა ყველაზე“. სხვა სიახლეები
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

