კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სხვა

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

ობამას ღალატს საქართველოსადმი გარკვეული აზრი აქვს

20 მაისი, 2010
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოფისამდე მისასვლელად ის ოთახი უნდა გაიარო, რომელიც ასობით ფოტოსურათით არის მოფენილი. აქ ბილ კლინტონიცაა და ჯონ მაკკეინიც, კონდოლიზა რაისიც და რიჩარდ გირიც, რომლის სურათიც მაშინვე გეცემათ თვალში. კართან, ცენტრალურ ადგილას, იმ სურათს ნახავთ, რომელშიც ჯორჯ ბუში სააკაშვილს შესცქერის, ის კი თეთრი სახლის მდელოზე დამდგარა და მის ტერიერს, ბარნის ეფერება. ერთიანად კი ოთახი იმ უბის წიგნაკს წააგავს, რომელიც ყველას დასანახად გადაუშლიათ, იმის სიმბოლოდ, თუ სად იღებს სათავეს სააკაშვილის თვითდაჯერებულობის წყარო. მაგრამ ამ კედლებზე ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლების სურათებს ვერ აღმოაჩენთ, რაც გასული კვირის მოვლენების შემდეგ ჩემთვის გასაოცარი აღარაა.

რუსთავში ფოლადის მწარმოებელი მუშები გაიფიცნენ

20 მაისი, 2010
17 მაისს რუსთვში შპს „ჯეოსთაილის“ მუშები გაიფიცნენ. „დაბალი ანაზღაურება, საპირფარეშოებისა და სასმელი წყლის არქონა ჩვენი მთავარი პრობლემაა. კვირაში ორი დღე-ღამე გვიწევს მუშაობა და გვიხდიან 300 ლარს თვეში. ეს მონობაა. იციან გაჭირვებული ქვეყანაა, ხალხიც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს და ამიტომ ხდება ეს ყველაფერი ასე. 7 თვის წინათაც გავიფიცეთ. იგივე მოთხოვნები გვქონდა. დაგვპირდნენ, მაგრამ ჩვენ სასიკეთოდ არაფერი გაკეთდა“, – ამბობს ქარხნის თანამშრომელი ბესო ბაზაძე. გაფიცულთა თქმით, მათ მუშაობის შემდეგ დაბანის საშუალება არა აქვთ. „ჩვენთვის არც აბანოა და არც სასადილო“.

„ამნისტი ინტერნეშენალი“ ეხმაურება შსს-ს მტკიცებას, რომ საქართველოს წამების იარაღი არ შეუსყიდია

19 მაისი, 2010
ამნესტი ინტერნეშენალი - საჯარო განცხადება, 2010 წლის 10 მაისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასწორად განმარტა „ამნესტი ინტერნეშენალის“ ანგარიში ევროკავშირის წევრი ქვენებიდან საქართველოში პოლიციის აღჭურვილობის ექსპორტის შესახებ. „ამნესტი ინტერნეშენალი“ ეწინააღმდეგება საქართველოს შშს-ს მტკიცებულებას, თითქოს 30 მარტს ორგანიზაციამ გამოაქვეყნა არასწორი ინფორმაცია პოლიციისა და უშიშროების აღჭურვილობის ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ექსპორტის შესახებ ორგანიზაციის ანგარიშში: „სიტყვებიდან საქმეებამდე: ევროკავშირის აკრძალვა წამების იარაღით ვაჭრობის აკრძალვაზე რეალობად იქცეს“.

ჰოლივუდური ფილმის ქართველ მონაწილეებს ანაზღაურებას არ უხდიან

10 მაისი, 2010
2009 წლის ოქტომბრის დასაწყისში გორის ცენტრი იმიტირებული ომის ქარცეცხლში იყო გახვეული. ქუჩებში ცეცხლწაკიდებული საბურავები, აფეთქებული მანქანები, იმიტირებული გარდაცვლილები ეყარა, სტალინის ძეგლის წინ უწესრიგოდ დარბოდნენ სახეზე საღებავშესხმული ადამიანები, ვითომ დაჭრილი ჯარისკაცები და ვითომ შეშინებული ადამიანები. რაც მთავარია, გარშემო ნამდვილი ტანკები და ვერტფრენები მოძრაობდნენ... ეს ყველაფერი ომგამოვლილ ქალაქს ხელმეორედ აჩვენეს, რადგან იღებდნენ ჰულივუდურ ფილმს 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ, ენდი გარსიას მონაწილეობით (პრეზიდენტ სააკაშვილსი როლში). ამ ფილმის გადაღებამ დააზარალა როგორც გარემო, ასევე იმ ადამიანების ჯანმრთელობა, რომლებიც წინდაწინ ფილმის გადაღების შესახებ არ გააფრთხილეს.

გამოქვეყნდა ანგარიში რუსეთ-საქართველოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევის შესახებ

7 მაისი, 2010