სხვა
13 აგვისტო, 2009
10 აგვისტოს, სომხურმა გაერთიანება „იერკირმა“ გაავრცელა პრეს-რელიზი, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯავახეთის სომეხი პოლიტიკური აქტივისტის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯდემმის“ ლიდერის, ვაჰაგნ ჩახალიანის ფიზიკურ ლიკვიდაციას გეგმავს. ამ განცხადების საფუძველი კი ისაა, რომ დაკავებული, მიმდინარე წლის 31 ივლისს, გლდანის მე-8 საპყრობილედან, რუსთავის მე-2 კოლონიაში გადაიყვანეს, სადაც შესაძლო პროვოკაციებისთვის უფრო ხელსაყრელი პირობებია.