სხვა
2008-06-16
პოლიტიკური ნიშნით თელავის უნივერსიტეტიდან ლექტორები გაანთავისუფლეს
2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების მეორე დღესვე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი ლექტორები გაანთავისუფლეს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ჰამლეტ რაზმაძის განცხადებით, ასოცირებული პროფესორი და ამავე დროს რექტორის აპარატის უფროსი ნელი ცქიტიშვილი, ასევე იურიდიული სპეციალობის კოორდინატორი არჩილ ჯორჯაძე პირადი განცხადებების საფუძველზე განთავისუფლდნენ.2008-06-16
ოპოზიციონერ პედაგოგებს ფსიქიატრიულიდან ცნობებს სთხოვენ
პედაგოგების თქმით, საჯარო სკოლის დირექტორი, განსხვავებული აზრის მქონე მასწავლებლებს, რომლებსაც ოპოზიციის მხარდამჭერებად მოიაზრებს, უცენზურო სიტყვებით ლანძღავს, პრეტენზიებისას აფურთხებს. არაადამიანურად ეპყრობა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკვლევას და ჯანმრთელობის დოკუმენტის მიტანას ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლის შენობაში მათ შეშვებას კრძალავს და გაკვეთილების ჩატარების საშუალებას არ აძლევს. რამდენიმე მათგანი ქურდობაშიც დაადანაშაულა და შტატების შემცირების საბაბით სამსახურიდან უკვე გაათავისუფლა. პედაგოგებმა საჩივრით განათლების სამინისტროსაც მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ2008-06-13
დაქირავებულის უფლებები ქვეყანაში არავის ადარდებს
სახელმწიფო კი დამსაქმებლებს ღიად ლობირებს
საქართველომ დღემდე უამრავი საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, რომლებიც შრომითი უფლებების დაცვას ითვალისწინებს. თუმცა, ჩვენთან დასაქმებულთა უფლებები მაინც ირღვევა. ექსპერტების აზრით, თუ ადრე სახელმწიფო ამას დაფარულად აკეთებდა, დღეს ის დასაქმებულების ინტერესების საწინააღმდეგოდ დამქირავებლების ინტერესებს ღიად ლობირებს.2008-06-12
„ქუთაისი - მეორე დედაქალაქი“
ეს ფრაზა საქართველოს პრეზიდენტმა წინასაარჩევნო პერიოდში, ქუთაისში სტუმრობისას გააჟღერა. თან ამ ფრთიან ნათქვამს უხვი დაპირებებიც მოაყოლა, რომ ქუთაისი დაიბრუნებს დაკარგულ დიდებას, გაიხსნება არაერთი დაწესებულება, სადაც უამრავი ადამიანი დასაქმდება და ა.შ. მიხეილ სააკაშვილს საკუთარი დანაპირებისთვის მეტი დამაჯერებლობა რომ შეეძინა, ჩვეული პირდაპირობით განაცხადა, რომ „დასაწყისისთვის“ ქუთაისში სამი ცენტრალური უწყება დაიდებს ბინას. 2008-06-12
,,ცეცხლწაკიდებული” ცხოვრება
საწვავის ფასის მატება ყველაფერს გააძვირებს
ქვეყანაში მინიმალური ხელფასი 115 ლარია. ერთი ტომარა ფქვილი 55 ლარი ღირს. საკვები პროდუქტებისა და საწვავის ღირებულება დღითიდღე მატულობს. ,,დროჟით” გაფუებულ პურში 70 თეთრი რომ მომთხოვა გამყიდველმა, კინაღამ გავგიჟდი. დიდი ოჯახი მაქვს და დღეში ოთხი პური მაინც გვინდა, თან მარტო პურზე ხომ ვერ გადახვალ?”, - ჩივის ახალციხელი ლეილა კაპანაძე.
2008-06-11
ირაკლი ოქრუაშვილის ბიძა გაძარცვეს და სცემეს
2008-06-10
სახელფასო დავალიანებების ისტორია
„არაფერს განსაკუთრებულს არ ვითხოვთ. მხოლოდ იმას, რომ გაისტუმრონ ჩვენი სახელფასო დავალიანება და მოგვექცნენ ადამიანურად. ქვეყანაში, სადაც ყოველდღე იმაზეა ლაპარაკი, რომ უმუშევრობა დაძლეულ უნდა იქნას და სამუშაო ადგილები შეიქმნას, სირცხვილია, ჩვენი შრომის საზღაურის აღებისთვის ამდენს ვწვალობდეთ. ეს უსამართლობაა და სხვა არაფერი“,- აცხადებს ნაილი ხვადაგიანი. 2008-06-10
ნაცემები: მამუკა კვარაცხელია პოლიტიკური შეხედულებების გამო სცემეს?
მამუკა კვარაცხელია ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც 26 მაისის მიტინგის შემდეგ სასტიკად გაუსწორდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელები ფულს ითხოვდნენ, უეფას მედიაოფიცერი დარწმუნებულია, რომ ცემის მიზეზი 26 მაისის მიტინგში მონაწილეობა იყო.
2008-06-09
სოციალურად დაუცველები სიღატაკისგან დაცვას ითხოვენ
ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება სიღარიბეს დღემუდამ „ებრძვის“, სადაც მოქალაქეებს ანუგეშებენ (განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ), რომ მალე უმუშევრობასაც დავძლევთ და სხვა დანარჩენ პრობლემასაც, სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფთა რიცხვი კატასტროფულად იზრდება. სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამების არსებობის მიუხედავად, რომელიც, როგორც ირკვევა, ხშირ შემთხვევაში არამიზანმიმართულად ხორციელდება, სოციალურად დაუცველები უკიდურეს გაჭირვებასა და მთავრობის უყურადღებობაზე ჩივიან.2008-06-06
ძველ თბილისს ჩუმ-ჩუმად ანგრევენ
ძველი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე შენობის დანგრევაზე ნებართვა, გამგეობის და კულტურის სამინისტროს პროტესტის მიუხედავად, მერიამ მაინც გასცა. აუცილებელია თუ არა ტაბიძისა და ლეონიძის კუთხეში მდებარე შენობის დანგრევა, თუ მერიას დემონტაჟზე ნებართვის გაცემა „უბრძანეს“? რატომ არ აწყობთ, რომ ძველი თბილისი იუნესკოს დაცული ძეგლების სიაში შევიდეს? 2008-06-05
აბონენტები „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ გამოდიან
ვინ გადაიხდის 18 000 ლარს?!
ზუგდიდის რაიონის, სოფელ ახალაბასთუმნის მოსახლეობა ელექტროენერგიის მიწოდების მოთხოვნით მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან საპროტესტო აქციებს პერიოდულად მართავს. 150-მდე აბონენტი ამ დროისთვის შუქის გარეშე რჩება. ელენერგიის მიწოდება მათ 10 დღის წინ შეუწყდათ. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთის რეგიონის ენერგოზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგენილი აქტის მიხედვით, დავალიანებამ 18 000 ლარს მიაღწია. მოსახლეობა თანხის გადახდას არ აპირებს და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.2008-06-04
სახალხო დამცველის განცხადება
სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

