მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სხვა
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
რა ბედი ელის გალის რაიონის ქართულ სკოლებს?
30 ნოემბერი, 2006
27 ნოემბერს გალის რაიონის დაბალი ზონის ქართული სკოლების პედაგოგებმა ერთდღიანი გაფიცვა მოაწყვეს. პედაგოგები საქართველოს ხელისუფლებისაგან ითხოვენ ხელფასების დანიშვნას საათობრივი განაკვეთებით და ერთჯერადი ყოველწლიური დახმარების გაცემას. 28 ნოემბერს კი ყველა სკოლის პედაგოგიური კილექტივის წარმომადგენელმა (დაახლოებით 50-მდე პედაგოგმა) ენგურს გამოღმა, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიის ხიდთან გამართა საპროტესტო აქცია.
გაჩუქება ძალდატანებით
29 ნოემბერი, 2006
აბასთუმნის ყოფილ გამგებელს ანტონ მერაბიშვილსა და ადგილობრივ ბიზნესმენ გენადი ენდელაძეს კერძო მფლობელობაში მქონე სასტუმრო „აბასთუმანი“ და სანატორიუმი „აღობილი“ ჩამოერთვათ. ნაჩუქრობის ხელშეკრულებით, სასტუმრო და სანატორიუმი სახელმწიფოს გადაეცა. ყოფილი მეპატრონეები ამ საკითხზე საუბარს გაურბიან.
ვეტერანი დოკუმენტების არქონის გამო პენსიას და დახმარებას ვერ ღებულობს
23 ნოემბერი, 2006
მეორე მსოფლიო ომის ვეტერან 79 წლის ისმაილ ბერიძეს ვეტერანთან გათანაბრებული 45 ლარიანი პენსია და შეღავათები ელექტროენერგიასა და გაზზე შეუწყვიტეს. ბრეგაძე ზემოაღნიშნულ შეღავათება ვეტერანთა ახალი აღრიცხვის [ზაფხულის] შემდეგ აღარ იღებს.
გალის ქართველ მოსახლეობას აფხაზურ პასპორტს არ აძლევენ
17 ნოემბერი, 2006
მესამე წელია აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას რუსული და აფხაზური პასპორტების აღებას აიძულებს. რუსული პასპორტების მიღების პროცესი კარგა ხანია კორუფციის უდიდესი წყარო გახდა. ამ ფაქტს აფხაზური ხელისუფლებაც კი აღიარებს.
”კოკოითის არჩევნებს დუმის დეპუტატები აკონტროლებდნენ”
16 ნოემბერი, 2006
ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც კოკოითის რეჟიმის მიერ კონტროლირებად სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არჩევნების დამკვირვებლად ოფიციალურად დაარეგისტრირეს, საერთო სამოქალაქო მოძრაობა ,,მრავალეროვანი საქართველო” იყო. აღნიშნულმა ორგანიზაციამ რეგისტრაცია ცხინვალის საარჩევნო კომისიაში გაიარა. მის წარმომადგენლებს ყველა საარჩევნო უბანზე მისვლის უფლება ჰქონდათ.
მიწის გარეშე დარჩენილი გლეხები „ბრითიშ პეტროლიუმის“ წინააღმდეგ
15 ნოემბერი, 2006
სამწლიანი დავა ახალციხის რაიონის სოფელ ნაოხრების მაცხოვრებლებსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საქართველოს მილსადენ კომპანიას შორის მიწის კომპენსაციის გაცემის თაობაზე ისევ არ გადაწყვეტილა. ამ ხნის მანძილზე მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ გლეხებს კუთვნილი მიწის ნაკვეთებიდან არც თანხა და არც მოსავალი არ აუღიათ.
საზოგადოება კახეთის ყოფილი გუბერნატორის მუშაობას უარყოფითად აფასებს
14 ნოემბერი, 2006
გასულ კვირას განხორციელებული საკადრო ცვლილებებისას კახეთის გუბერნატორი პეტრე ცისკარიშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრად გადაიყვანეს. ამ საკითხზე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყოფილ რწმუნებულს „ერთ-ერთ რთულ“ რეგიონში ორწლიანი მუშაობა მოუწონა. სხვაგვარად ფიქრობენ კახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები.
საქართველოში რუსული მედიკამენტების მარაგი ამოიწურა
9 ნოემბერი, 2006
რუსეთთან ექსპორტ-იმპორტის აკრძალვა სამედიცინო სფეროზეც აისახა. მართალია, ამ ეტაპისთვის დეფიციტი სერიოზული არ არის, თუმცა ზოგიერთი წამალი აფთიაქებიდან უკვე გაქრა. როგორც ამ სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, თუ რუსული ბაზრის ევროპულით ჩანაცვლება სწრაფად არ მოხდა, შესაძლოა, მცირედი პრობლემები გაჩნდეს. რაც შეეხება ანტირაბიულ ვაქცინას, აქ პრობლემა ნამდვილად შეიქმნება.
მრავალშვილიანი ოჯახის ტრაგიკული ისტორია
8 ნოემბერი, 2006
მეცხრე შვილის დაბადებას დედა - მერი მარკოიძე შეეწირა. რადგან ბავშვის რჩენის თავი არ ჰქონდა, ჩვილის ხელოვნურად მოცილება გადაწყვიტა და იოდი დალია. მარკოიძეების ოჯახში მამის ანაბარა დარჩენილი შვიდი ბავშვი ამჟამად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.
წყალდიდობა ზუგდიდის რაიონში
7 ნოემბერი, 2006
2 ნოემბერს გადაუღებელმა ძლიერმა წვიმამ მდინარე ენგურის ადიდება გამოიწვია. სოფლებში - ხურჩა, შამგონა და განმუხური, ენგურის დონემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და კალაპოტიდან გადავიდა. მდინარემ დატბორა ამ სოფლების მაცხოვრებელთა სავარგულები, თხილნარი, სიმინდის ყანები. ყველაზე მეტად მაინც განმუხურის მკვიდრნი დაზარალდნენ.