სხვა
16 დეკემბერი, 2009
29 ნოემბერს დვანის წმინდა გიორგის ეკლესიაში სამი ადამიანი ავიდა და ეკლესიის ზარი ჩამოხსნა. მართალია, ეს შემთხვევა ღამით მოხდა, მაგრამ სოფელში არიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ დაინახეს, როგორ ჩამოხსნეს ბოროტმოქმედებმა ეკლესიის ზარი. უფრო მეტიც, დვანელი გულო მამაგულაშვილი ამტკიცებს, რომ ზარი ეთნიკურად ოსმა მოქალაქეებმა ჩამოხსნეს და თან იარაღს ჰაერში ისროდნენ. მამაგულაშვილის აზრით, ბოროტმოქმედები დვანელების ჯიბრზე ისროდნენ, რადგან ზოგიერთი ოსი თვლის, რომ დვანის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია „დამოუკიდებელ სამხრეთ ოსეთს“ ეკუთვნის.