კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სხვა

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

დაზარალებული მესაკუთრე პარლამენტის შენობის წინ თვითმკვლელობით იმუქრება

21 დეკემბერი, 2007
სიღნაღში მცხოვრები მანანა მაჭარაშვილი, პროტესტის ნიშნად, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, შიმშილობის დაწყებას გეგმავს და უყურადღებობის შემთხვევაში თვითმკვლელობით იმუქრება. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კახეთის გუბერნატორის მოადგილემ და სხვა ჩინოვნიკებმა, მაჭარაშვილთან ერთად რამდენიმე მეწარმე, ცოტა ხნის წინ, აიძულეს, სიღნაღში მდებარე კომერციული ფართი ინვესტორისთვის მიეყიდათ. უძრავი ქონების ყიდვა – გაყიდვა ღამის 12 საათზე მოხდა. მაჭარაშვილი სანოტარო ბიუროში ფიზიკური ძალის გამოყენებით მიიყვანეს და ქონების გასხვისების ხელშეკრულებაზე ხელი სამართალდამცავებმა მოაწერინეს.

სამცხე –ჯავახეთში რადიაციული ფონი დაავადებების გაზრდას იწვევს

19 დეკემბერი, 2007
,,ადგილობრივების უმეტესობა სიმსივნით არის დავადებული. კაცი საღ-სალამათია და უცებ აღმოჩნდება რომ კიბო აქვს. ჩვენი რაიონიდან რაც ონკოლოგიურში ხალხია გაწერილი, ვინ მოთვლის. მოსახლეობა ნელ-ნელა იწამლება, ურანს კი ყურადღებას არავინ აქცევს”, - ეს დიალოგი აბასთუმანი–ახალციხის ავტობუსში მოვისმინე. ადიგენის მუნიციპალიტეტის მთიანი სოფლების მოსახლეობას გულსისხლძარღვთა და სიმსივნური დაავადების სიმრავლის გამო შეშფოთება არაერთხელ გამოუთქვამს. მათი აზრით, დავადებულთა კატასტროფული ზრდა ფერსათის მთაზე ერთ დროს რუსეთის საჯარისო ნაწილის მიერ უკონტროლოდ დატოვებული ურანის გამოჟონვის მიერ გამოწვეული რადიაციის მაღალი დონის შედეგია.

„სამეგრელო არ არის ვარდების რევოლუციის ნაკრძალი!“

18 დეკემბერი, 2007
წინასაარჩევნო ვნებათაღელვა სამეგრელოში და ტოტალურად გაყალბებული საარჩევნო სიები სამეგრელო საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინშია. პრეზიდენტობის ორი კანდიდატი, ლევან გაჩეჩილაძე და მიხეილ სააკაშვილი სამეგრელოს რაიონებში უკვე გამოჩნდნენ. უახლოეს დღეებში მათ ზუგდიდშიც ელიან. პრეზიდენტობის კანდიდატების გამოჩენასთან ერთად საარჩევნო უბნებში მკვდარი სულებიც გამოჩნდნენ. სამეგრელოს ამომრჩევლები ხელისუფლების მხრიდან ტოტალური გაყალბების მცდელობაზე საუბრობენ. პარალელურად ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და მხარდამჭერებზე ზეწოლა ხორციელდება. არსებობს მათ მიმართ დევნისა და შანტაჟის ფაქტები. მოსყიდვა და გადაბირება წინასაარჩევნო პერიოდის თანმდევ პროცესად იქცა.

ხელისუფლებას ოპონენტების დევნაში ადანაშაულებენ

14 დეკემბერი, 2007
"რაიონის გამგებელი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს დევნის. მათ გამგეობაში იბარებენ და ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მუშაობას სთხოვენ"; "წევრებს, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიაში გაერთიანებულ ოპოზიციას წარმოადგენდნენ, შვებულებები გაუუქმეს, სამსახურებში გამოიძახეს და საარჩევნოდ, ხელისუფლების ოპონენტების მხარდასაჭერად მუშაობის საშუალებას არ აძლევენ"; "გაუგებარი მიზეზებით დაიხურა რამდენიმე საარჩევნო უბანი. ამომრჩეველი ვერ ახერხებს გადაამოწმოს, არის თუ არა საარჩევნო სიაში", - ასეთ განცხადებებს აკეთებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგს ახორციელებენ.

პროკურატურა სიყვარულის გამო დაპატიმრებული 21 წლის წულაიას ცოლის და სიდედრის დაპატიმრებასაც აპირებს

14 დეკემბერი, 2007
გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ მამია ფხაკაძემ მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილში მცხოვრებ 21 წლის ალიკა წულაიას 6 წელი მიუსაჯა. წულაიას ქუთაისელი ტაქსის მძღოლის კონსტანტინე რუსაძის დაყაჩაღება და სხეულის დაზიანება ედება ბრალად. გარდა ამისა, სასამართლოზე ტაქსის მძროლმა განაცხადა, რომ მასთან განსასჯელის ახლობლები მივიდნენ და ჩვენების შეცვლა სთხოვეს. ამის გამო, განაჩენში სასამართლოს თავმჯდომარემ მიუთითა: ,,მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ცრუ ჩვენებებიდან გამომდინარე, არსებობს საფუძველი დადგეს სს პასუსხისმგებლობის საკითხი მოწმეთა და განსასჯელთა ახლობლების მიმართ მტკიცებულების მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის".