კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სხვა

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

დაგვიანებული კომპრომისები, ანუ რაჭველი პალესტინელები

12 თებერვალი, 2010
მას შემდეგ, რაც არაბები ტერიტორიის გაყოფის შეთავაზებულ პირობებზე ვერ დაითანხმეს, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბა ებანმა თქვა: „არაბები არასოდეს უშვებენ შანსს, რომ შანსი გაუშვან ხელიდან“. თავდაპირველად პალესტინელებს სადაო მიწის 60 პროცენტს სთავაზობდნენ. ვინაიდან არაბებს „ერთი სტადიონი“ ებრაელებისთვის მიწის 40 პროცენტის გადაცემა ებევრათ, პირობას არ დათანხმდნენ -აჯანყდნენ, იომეს და 1948 წელს უკვე დამოუკიდებელმა ისრაელმა დამარცხებულებს გაეროს გეგმით სადაო ტერიტორიის 44 პროცენტიღა შესთავაზა, რაზეც მოდავე მხარე ასევე არ დათანხმდა. ისრაელი ნაურუმაც აღიარა. იმავე წელს ისრაელმა არაბული ქვეყნების კოალიცია დაამარცხა და ტერიტორიის 78 პროცენტს დაეუფლა, ხოლო 1967 წლის „ექვსდღიანი ომის" შემდეგ მთელი ტერიტორიის 84 პროცენტს. თავდაპირველად შეთავაზებული 60 პროცენტიდან არაბებს თექვსმეტიღა შემორჩათ.