კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სხვა

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

სახელოვნებო სკოლების დირექტორი უხელფასოდ დარჩენილ პედაგოგებს სამსახურიდან გაყრით ემუქრება

9 ოქტომბერი, 2008
სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანის სამუსიკო სკოლის პედაგოგებს მეოთხე თვეა ხელფასი არ მიუღიათ. ამის მიზეზად სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო და სპორტსკოლის დირექტორი თამილა ძმანაშვილი, რომელიც რაიონის სამუსიკო სკოლებს ხელმძღვანელობს, საკმარისი თანხების არარსებობას ასახელებს. ტიბაანის სკოლა სიღნაღის სხვა სამუსიკო სკოლებისგან იმითაც გამოირჩევა, რომ მრავალშვილიანი ოჯახების და ობოლ ბავშვებს, ოფიციალური დოკუმენტით დადგენილი მოთხოვნის მიუხედავად, სკოლაში უფასოდ სწავლების საშუალებას არ აძლევენ. სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ხელმძღვანელი თამილა ძმანაშვილი, პედაგოგებს, შესაბამის ორგანოებში საჩივრის შეტანის შემთხვევაში, სკოლიდან გაყრით ემუქრება.

კახელი მევენახეები ხელისუფლებას ცრუ ინფორმაციების გავრცელებაში ადანაშაულებენ

6 ოქტომბერი, 2008
პრემიერ მინისტრის, სოფლის მეურნეობის მინისტრის და კახეთის გუბერნატორის მიერ მედიით გავრცელებულ განცხადებებს, რომ კახეთში რთველი წარმატებით ჩატარდა, კახელი მევენახეები სიცრუეს უწოდებენ. რეგიონში ღვინის ქარხნებთან, სადაც ყურძენს იბარებენ, დღისითაც და ღამითაც მოსავლით სავსე სატვირთო მანქანების იმდენად გრძელი რიგები დგას, რომ თვალს ვერ გააწვდენ. ყვარელშიც, გურჯაანშიც, საგარეჯოშიც, თელავშიც და სიღნაღშიც გლეხები ტირიან, რომ უკვე ორი, სამი და რამდენიმე მათგანი მეხუთე დღეა რაც ყურძნის ჩაბარებას ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ. ღვინის ქარხნები ყურძენს ძირითადად მხოლოდ ნაცნობობით იღებენ.

ქართველები გასაჭირში - სოფელი დისევი, სამხრეთ ოსეთი

1 ოქტომბერი, 2008
2008 წლის 28 სექტემბერი: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მთლიანად დაკარგა კონტროლი ცხინვალის რეგიონზე, ეგრეთწოდებულ სამხრეთ ოსეთზე. ეს ტერიტორია, ფაქტობრივად, საქართველოს იურისდიქციიდანაა გამოსული. 27 და 28 სექტემბერს მე, ამერიკელი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმანი, „ადამიანის უფლებთა ცენტრის“ თანამშრომელი, გორის რაიონისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარზე მდებარე სოფლებს ვესტუმრე. ვიმოგზაურე ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მდებარე გაძარცვულ და გადამწვარ ქართულ სოფელ დისევში. დისევში გადამწვარი სახლების სურათები გადავიღე და გავესაუბრე რამდენიმე ადგილობრივ მაცხოვრებელს. დავუსვი რამდენიმე შეკითხვა. კერძოდ კი, როდის დაიწყო სოფლის დაბომბვა და რა მოვლენები უძღოდა მას წინ.