კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სხვა

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

პედაგოგები პრეზიდენტის დაპირებების შესრულებას ითხოვენ

6 ოქტომბერი, 2009
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირმა მასწავლებელთა მსოფლიო დღე პარლამენტის წინ აქციით აღნიშნა. პროტესტის მიზეზი იმ საკანონმდებლო ინიციატივის უგულებელყოფა იყო, რომელიც 60 000 მდე პედაგოგის ხელმოწერით პარლამენტში ჯერ კიდევ დეკემბერში შევიდა. „ღირსეული ხელფასი განათლების სისტემის ყველა თანამშრომელს, უვადო ხელშეკრულებები პედაგოგებს, მასწავლებელთა უკანონო გათავისუფლების შეწყვეტა“ - ეს ის ძირითადი მოთხოვნებია, რომლებსაც პედაგოგები აქციაზე აყენებდნენ. კანონპროექტის მიხედვით პედაგოგები კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საჭირო სახსრების სახელმწიფოსგან გაღებას, სკოლების დეოპტიმიზაციას და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებისათვის საგანმანათლებლო სტატუსის აღდგენას მოითხოვენ.